რეცეპტები
26 დეკემბერი, 2014
6727
print

სა­შო­ბაო ბა­ტი

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

1 ცა­ლი დი­დი ბა­ტი (4-5 კგ), 2 ს.კ. მა­რი­ლი, 2 ს.კ. ხმე­ლი ქინ­ძი, 1 ს.კ. სხვა­დას­ხ­ვა პილ­პი­ლის ნა­რე­ვი, 230 მლ ხე­რე­სი, 1 ფორ­თოხ­ლის ცედ­რა, 1,3 კგ ვაშ­ლი, 200 გ შავ­ქ­ლი­ა­ვას ჩი­რი, 50 გ თაფ­ლი

 მომ­ზა­დე­ბა:

ბატს მუც­ლი­დან ამო­ვაჭ­რათ ზედ­მე­ტი ცხი­მი, მო­ვაჭ­რათ კი­სე­რი და და­ვუ­ტო­ვოთ 3-4 სმ კა­ნი. მა­რი­ლი, პილ­პი­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი ავუ­რი­ოთ და შე­ვა­ზი­ლოთ ბატს შიგ­ნი­დან და გა­რე­დან, გა­ვახ­ვი­ოთ ცე­ლო­ფან­ში და 24 სა­ა­თით მა­ცი­ვარ­ში მო­ვა­თავ­სოთ. ფორ­თოხ­ლის ცედ­რას და­ვუ­მა­ტოთ 80 მლ ხე­რე­სი და ფუნ­ჯით წა­ვუს­ვათ ბატს. ისევ გა­ვახ­ვი­ოთ ცე­ლო­ფან­ში და ამ­ჯე­რად 4 სა­ა­თით შევ­დოთ მა­ცი­ვარ­ში. ვაშ­ლე­ბი ოთხად გავ­ჭ­რათ, თეს­ლი ამო­ვა­ცა­ლოთ და 10 წუ­თით დარ­ჩე­ნილ ხე­რეს­ში მო­ვა­თავ­სოთ. ბატს მუ­ცელ­ში ჩა­ვუწყოთ ვაშ­ლე­ბი და შავ­ქ­ლი­ა­ვას ჩი­რი და ღია ნა­წი­ლე­ბი ამოვ­კე­როთ. ფრინ­ვე­ლი მო­ვა­თავ­სოთ ზეთ­წას­მულ თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე და 220 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში 15 წუ­თით შევ­დ­გათ. შემ­დეგ ტემ­პე­რა­ტუ­რას 150 გრა­დუს­ზე და­ვუ­წი­ოთ. ბა­ტის ფრთებ­სა და ფე­ხებს შე­მო­ვახ­ვი­ოთ ფოლ­გა, რომ არ და­იწ­ვას. შეწ­ვი­სას ბა­ტი ბევრ ქონს გა­მო­ყოფს, შე­საძ­ლოა მის­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 600 მლ-საც კი მი­აღ­წი­ოს - ცხი­მის ნა­წი­ლი გა­დავ­ღ­ვა­როთ, ნა­წი­ლი კი ზედ წა­ვუს­ვათ და გან­ვაგ­რ­ძოთ მზა­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 2,5-3 სა­ა­თის შემ­დეგ, რო­ცა ბა­ტი მზად იქ­ნე­ბა, წა­ვუს­ვათ თაფ­ლი და მო­ვას­ხათ ხე­რე­სი, რო­მელ­შიც მა­ნამ­დე ვაშ­ლი და ჩი­რი ეწყო, შე­ვაბ­რუ­ნოთ ღუ­მელ­ში და და­ახ­ლო­ე­ბით 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­წ­ვათ. მზა ბა­ტი გა­ვახ­ვი­ოთ ფოლ­გა­ში 45 წუ­თით და თბი­ლად გა­ვა­ჩე­როთ.

შემ­­ვა­რი ღო­რის რუ­ლე­ტი ხმელ­თა­შუ­აზღ­ვის­პი­რუ­ლად

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

70 გ შა­ვი ზე­თის­ხი­ლი, 50 გ პა­მიდ­ვ­რის ჩი­რი, 150 გ ნი­ა­ხუ­რის ღე­რე­ბი, 4 ცა­ლი სალ­ბის ფო­თო­ლი, 1 კგ ღო­რის რბი­ლი ხორ­ცი, 3 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, 200 მლ თეთ­რი მშრა­ლი ღვი­ნო, 300 მლ ხორ­ცის ბუ­ლი­ო­ნი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

ზე­თის­ხი­ლი, პა­მიდ­ვ­რის ჩი­რი, ნი­ა­ხუ­რი და სალ­ბი წვრი­ლად დავ­ჭ­რათ და ავუ­რი­ოთ. ხორცს და­ვა­ფი­ნოთ ცე­ლო­ფა­ნი და დავ­ბეგ­ვოთ. მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. ხორ­ცის ფე­ნა­ზე მო­ვა­თავ­სოთ გულ­სარ­თის 2/3 ნა­წი­ლი, გა­და­ვახ­ვი­ოთ და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ძა­ფით შევ­კ­რათ. ტა­ფა­ზე გა­ვაცხე­ლოთ ზე­თი, ზედ მო­ვა­თავ­სოთ რუ­ლე­ტი და ყვე­ლა მხრი­დან შევ­ბ­რა­წოთ, და­ვას­ხათ ღვი­ნო და და­ვუ­მა­ტოთ დარ­ჩე­ნი­ლი გულ­სარ­თი. ტა­ფა შევ­დ­გათ 180 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში 1,5 სა­ა­თით. ში­გა­და­შიგ ხორცს მი­სი­ვე წვე­ნი მო­ვას­ხათ.

 მარ­ტი­ვი ლა­ბას­­მუ­ლი

სა­ჭი­რო მა­ა­ლა:

1 ცა­ლი ღო­რის კან­ჭი, 3 ს.კ. ბუ­ლი­ო­ნის დაფხ­ვ­ნი­ლი კუ­ბი, 1 ცა­ლი დაფ­ნის ფო­თო­ლი, 2 ცა­ლი ღვი­ის კენ­კ­რა, 3 მარ­ც­ვა­ლი კედ­რის თეს­ლი, 1 ს.კ. ძმა­რი, 3 შეკ­ვ­რა ხსნა­დი ჟე­ლა­ტი­ნის ფხვნი­ლი, ძმა­რი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

ბუ­ლი­ო­ნის ფხვნი­ლი ჩავ­ყა­როთ წყალ­ში, და­ვუ­მა­ტოთ დაფ­ნის ფო­თო­ლი, ღვია, კედ­რის თეს­ლი, ცო­ტა­ო­დე­ნი მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და წა­მო­დუ­ღე­ბის­თა­ნა­ვე ჩავ­დოთ ღო­რის კან­ჭი. ვხარ­შოთ, სა­ნამ ძვა­ლი ხორცს არ მო­შორ­დე­ბა, შემ­დეგ ამო­ვი­ღოთ, გა­ვაგ­რი­ლოთ და წვრი­ლად დავ­ჭ­რათ. ბუ­ლი­ო­ნი სა­ცერ­ზე გა­დავ­წუ­როთ, მი­სი 3/4 მო­ვა­თავ­სოთ ქვაბ­ში და თა­ვი­დან გა­ვაცხე­ლოთ (არ ადუღ­დეს!). და­ვუ­მა­ტოთ ძმა­რი და დაჭ­რი­ლი ხორ­ცი. შე­ვუ­რი­ო­ით ჟე­ლა­ტი­ნი და კარ­გად ავუ­რი­ოთ, შემ­დეგ სა­სურ­ველ ფორ­მა­ში ჩა­ვას­ხათ და გა­ვა­ცი­ვოთ.

 ვალ­დორ­ფის სა­ლა­თა

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

4 ს.კ. მა­ი­ო­ნე­ზი, 2 ს.კ. ვაშ­ლის წვე­ნი, 1 ს.კ. თხე­ლი თაფ­ლი, 100 გ სქე­ლი ნა­ღე­ბი, 500 გ ნი­ა­ხუ­რის ძი­რი, 2 ს.კ. ლი­მო­ნის წვე­ნი, 3 ცა­ლი მჟა­ვე ვაშ­ლი, 100 გ ნი­გო­ზი, 1 ცა­ლი ბრო­წე­უ­ლი, 200 გ სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

მა­ი­ო­ნე­ზი, ვაშ­ლის წვე­ნი და თაფ­ლი ავუ­რი­ოთ. ნა­ღე­ბი ისე ავ­თ­ქ­ვი­ფოთ, რომ ძა­ლი­ან არ გა­მაგ­რ­დეს. მა­ი­ო­ნეზს შე­ვუ­რი­ოთ მა­რი­ლი, პილ­პი­ლი და ნა­ღე­ბი.

ნი­ა­ხუ­რის ძი­რი გავ­ფ­ც­ქ­ვ­ნათ და წვრილ ღე­რე­ბად დავ­ჭ­რათ. და­ვას­ხათ ლი­მო­ნის წვე­ნი. ამა­ვე ზო­მა­ზე დავ­ჭ­რათ გუ­ლა­მოც­ლი­ლი ვაშ­ლე­ბი და ნი­ა­ხურ­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბულ სო­უსს შე­ვუ­რი­ოთ. ასე გა­ვა­ჩე­როთ 1 სა­ა­თი. ნი­გო­ზი მოვ­ხა­ლოთ და მსხვი­ლად დავ­ჭ­რათ. გა­ვარ­ჩი­ოთ ბრო­წე­უ­ლი. სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი გავ­რეცხოთ და შე­ვაშ­როთ, შემ­დეგ ხე­ლით და­ვა­ქუც­მა­ცოთ. სა­ლა­თის ყვე­ლა ინ­გ­რე­დი­ე­ტი ერ­თად ავუ­რი­ოთ.              

 კრე­ვე­ტე­ბი მან­გოს დრე­სინ­გით

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

 12 ცა­ლი გარ­ჩე­უ­ლი კრე­ვე­ტი, 100 გ სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი, 1 ცა­ლი მწი­ფე მან­გო, 1 ცა­ლი პა­ტა­რა, წი­თე­ლი წი­წა­კა, ჩი­ლი, 4 ს.კ. ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, 2 ს.კ. თეთ­რი ღვი­ნის ძმა­რი, 6 ს.კ. ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, შა­ქა­რი, მა­რი­ლი, პილ­პი­ლი - გე­მოვ­ნე­ბით.

 მომ­ზა­დე­ბა:

 სა­ლა­თის ფოთ­ლე­ბი გავ­რეცხოთ და გა­ვაშ­როთ. მან­გო გავ­ფ­ც­ქ­ვ­ნათ, გავ­ჭ­რათ, კურ­კა ამო­ვი­ღოთ და სეგ­მენ­ტე­ბად დავ­ჭ­რათ. წი­წა­კა თხელ რგო­ლე­ბად დავ­ჭ­რათ. ფორ­თოხ­ლის წვე­ნი, ძმა­რი, მწიკ­ვი შა­ქა­რი, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი ავუ­რი­ოთ. და­ვას­ხათ ზე­თი. დარ­ჩე­ნი­ლი 2 ს.კ. ზე­თი ტა­ფა­ზე გა­ვაცხე­ლოთ, ზედ მო­ვა­თავ­სოთ კრე­ვე­ტე­ბი და დავ­ბ­რა­წოთ 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­ვუ­მა­ტოთ წი­წა­კა, მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. სა­ლა­თის ფოთ­ლებ­სა და მან­გოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­უ­სი შე­ვუ­რი­ოთ და ზედ და­ვაწყოთ კრე­ვე­ტე­ბი.

 კალ­მა­ხი სადღე­სას­წა­­ლო

 სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

1,5 კგ დაჭ­რი­ლი კალ­მა­ხის ფი­ლე, 750 გ კარ­ტო­ფი­ლი, 4 ღე­რი ნი­ა­ხუ­რი, 600 გ სტა­ფი­ლო, 500 გ ნი­ა­ხუ­რის ძი­რი, 5 ს.კ. კა­რა­ქი, 2 თა­ვი ხახ­ვი, 2 ს.კ. ფქვი­ლი, 400 მლ თევ­ზის ბუ­ლი­ო­ნი, ზე­თი - ფორ­მის­თ­ვის, ზღვის მა­რი­ლი, წი­წა­კა - გე­მოვ­ნე­ბით.

მომ­ზა­დე­ბა:

კარ­ტო­ფი­ლი გავ­ფ­ც­ქ­ვ­ნათ, მო­ვა­თავ­სოთ ქვაბ­ში, და­ვას­ხათ ცხე­ლი წყა­ლი და წა­მო­ვა­დუ­ღოთ, შემ­დეგ თხელ ფე­ნე­ბად დავ­ჭ­რათ. ღუ­მე­ლი 180 გრა­დუს­ზე გა­ვა­ხუ­როთ. ფორ­მას წა­ვუს­ვათ ზე­თი. კალ­მა­ხის ნაჭ­რე­ბი გავ­რეცხოთ, გა­ვაშ­როთ, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და პილ­პი­ლი. სტა­ფი­ლო, ნი­ა­ხუ­რის ღე­რე­ბი და ძი­რი წვრილ ღე­რე­ბად დავ­ჭ­რათ. კა­რა­ქი გა­ვად­ნოთ. თევ­ზის ნაჭ­რე­ბი ჩა­ვაწყოთ ფორ­მა­ში, ზედ და­ვაწყოთ კარ­ტო­ფი­ლის ფირ­ფი­ტე­ბი, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და მო­ვას­ხათ გამ­დ­ნა­რი კა­რა­ქი, გარ­შე­მო შე­მო­ვუწყოთ დაჭ­რი­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი და 20-25 წუ­თით მო­ვა­თავ­სოთ ღუ­მელ­ში.

 შამ­პა­ნუ­რი ბრო­წე­­ლით

სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

1 ცა­ლი ბრო­წე­უ­ლი, 8 ს.კ. ბრო­წე­უ­ლის ვა­ჟი­ნი, 1 ბოთ­ლი მშრა­ლი შამ­პა­ნუ­რი.

მომ­ზა­დე­ბა:

ბრო­წე­უ­ლი გა­ვარ­ჩი­ოთ. ბრო­წე­უ­ლის ვა­ჟინს შე­ვუ­რი­ოთ ბრო­წე­უ­ლის გარ­ჩე­უ­ლი მარ­ც­ვ­ლე­ბი და 8 ცალ ბო­კალ­ში გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ. და­ვას­ხათ გა­ცი­ვე­ბუ­ლი შამ­პა­ნუ­რი და მომ­ზა­დე­ბის­თა­ნა­ვე მი­ვი­ტა­ნოთ სუფ­რა­ზე.

შტო­ლე­ნის სე­მიფ­რე­დო

  სა­ჭი­რო მა­სა­ლა:

2 კგ ფქვი­ლი, 1 კგ ქიშ­მი­ში, 200 გ დათ­ლი­ლი ნუ­ში, 750 გ შა­ქა­რი, 250 გ ნედ­ლი სა­ფუ­ა­რი, 0,5 ლ რძე, 200 გ ლი­მო­ნი­სა და ფორ­თოხ­ლის ცუ­კა­ტე­ბი, 750 გ კა­რა­ქი, 1 სირ­ჩა რო­მი, 1 ლი­მო­ნი, მწიკ­ვი დაფ­ქუ­ლი ილი, მწიკ­ვი მა­რი­ლი, ნუ­ში­სა და ლი­მო­ნის ესენ­ცია - გე­მოვ­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით - 125 გ გამ­დ­ნა­რი კა­რა­ქი და 250 გ შაქ­რის პუდ­რი.

 

მომ­ზა­დე­ბა:

ქიშ­მიშს და­ვას­ხათ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი და და­ვალ­ბოთ. ფქვი­ლი, შა­ქა­რი და მა­რი­ლი დიდ თას­ში მო­ვა­თავ­სოთ. თბილ რძე­ში გავ­ქ­ნათ სა­ფუ­ა­რი და გა­ვა­ჩე­როთ 10 წუ­თით. კა­რა­ქი გა­ვად­ნოთ და გა­ვა­ცი­ვოთ. მშრალ ინ­გ­რე­დი­ენ­ტებს შე­ვუ­რი­ოთ ჯერ კა­რა­ქი, შემ­დეგ რძი­სა და სა­ფუვ­რის მა­სა. და­ვუ­მა­ტოთ სა­ნე­ლებ­ლე­ბი, რო­მი­სა და ლი­მო­ნის ესენ­ცი­ე­ბი, ლი­მო­ნის წვე­ნი და რო­მი. მოვ­ზი­ლოთ ცო­მი, ჩავ­დოთ თას­ში და ტი­ლო­გა­და­ფა­რე­ბუ­ლი თბილ ად­გი­ლას დავ­დ­გათ, რომ აფუვ­დეს. აფუ­ე­ბულ ცომს შე­ვა­ზი­ლოთ ნუ­ში, ცო­ტა­ო­დენ ფქვილ­ში არე­უ­ლი ცუ­კა­ტე­ბი და ქიშ­მი­ში. ცო­მი ორად გავ­ყოთ, გუნ­დე­ბი დავ­დოთ თუ­ნუ­ქის ფურ­ცელ­ზე და კი­დევ ერ­თხელ ავა­ფუ­ოთ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ გა­მო­ვაცხოთ 180 გრა­დუს­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ.ლო­ბა­ში. გა­მოცხო­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე ნამ­ცხ­ვარს ფოლ­გა გა­და­ვა­ფა­როთ და ისე და­ვას­რუ­ლოთ ცხო­ბა. ცხელ-ცხელ შტო­ლენს და­ვას­ხათ გამ­დ­ნა­რი კა­რა­ქი და მო­ვა­ყა­როთ შაქ­რის პუდ­რი.

გა­ცი­ვე­ბუ­ლი შტო­ლე­ნი გა­ვახ­ვი­ოთ ფოლ­გა­ში და ისე შე­ვი­ნა­ხოთ. ინა­ხე­ბა 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

lika andiashvili
ტეგები