გან­ვ­ლი­ლი 2014 წე­ლი ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში
26 დეკემბერი, 2014
4890
print

გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი

 უკ­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად გთვა­ზობთ გან­ვ­ლილ წელს ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის სფე­რო­ში მომ­ხ­და­რი მეტ­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ვე­ხოთ მო­სავ­ლის წელს. 2014 წელს ვა­ზის კვირ­ტ­მა უჩ­ვე­უ­ლოდ ად­რე გა­იღ­ვი­ძა, რა­საც ნა­ად­რე­ვი ყვა­ვი­ლო­ბა მოჰ­ყ­ვა. ეს მოვ­ლე­ნე­ბი ასე­ვე ნა­ად­რე­ვი რთვე­ლით დას­რულ­და, თუმ­ცა კვირ­ტო­ბი­დან რთვლამ­დე ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სფე­რო ძი­რი­თად პრობ­ლე­მას - მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­ძა­ლე­ბას შეხ­ვ­და, რა­საც გა­ზაფხუ­ლის სი­ცი­ვე­ე­ბი, ზო­გან კი წა­ყინ­ვე­ბიც და­ერ­თო. ამის შემ­დეგ კი და­იწყო ძლი­ე­რი გვალ­ვე­ბი, რა­მაც, მა­გა­ლი­თად ქი­ზი­ყის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ვე­ნა­ხე­ბი ძი­რი­ა­ნად გა­ახ­მო. გვალ­ვე­ბი­სა თუ მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­ძა­ლე­ბის გა­მო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, ყურ­ძ­ნის მო­სა­ვა­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო, რაც უპი­რა­ტე­სად ვა­ზის თეთ­რ­ყურ­ძ­ნი­ან ჯი­შებს და­ეტყო. სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს წინ ვე­რა­ვინ გა­და­ე­ღო­ბე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, თუ­კი საქ­მეს ძი­რე­უ­ლი ცოდ­ნით მი­ვუდ­გე­ბით, ნამ­დ­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე სა­კითხია, თუ სა­დაა ეს ძი­რე­უ­ლი ცოდ­ნა? ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნამ­დ­ვი­ლად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა და ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს სრულ გა­მო­უც­დე­ლო­ბას­თან, რის დრო­საც მე­ვე­ნა­ხეს ერ­თ­მა­ნეთ­ში ვერ გა­ურ­ჩე­ვია ვა­ზის მავ­ნე­ბე­ლი თუ სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და სხვ. გარ­და მხცო­ვა­ნი, გა­მოც­დი­ლი მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი­სა (რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ ცო­ტა­ნი თუ არი­ან), მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბი ძი­რი­თა­დი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე უვ­ლი­ან ვაზს - უც­ნო­ბია. ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბას მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის უქონ­ლო­ბაც ემა­ტე­ბა...

ვა­ზის ნერ­გის წარ­მო­ე­ბა­საც შე­ვე­ხოთ ორი სიტყ­ვით. აქაც არა­ერ­თი პრობ­ლე­მაა. კერ­ძო მე­ნამ­ყე­ნე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას მეხ­სი­ე­რე­ბის კუნ­ჭულ­ში­ღა თუ შე­მორ­ჩა ის, რომ ვა­ზის კვირ­ტი შე­სა­ბა­მის სა­ძი­რე­ზე უნ­და და­ემ­ყ­ნოს, რა დრო­საც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ვა­ზის ზრდის სიძ­ლი­ე­რე და მი­სი მი­სა­და­გე­ბა სა­ძი­რეს­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი კლი­მა­ტი, ვა­ზის ჯი­ში, ნი­ა­და­გის ტი­პი თუ სხვა. ამ­ჟა­მად კი, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კერ­ძო მე­ნამ­ყე­ნე­ებ­თან ნამ­ყე­ნის წარ­მო­ე­ბა არა წიგ­ნი­ე­რად, არა­მედ ღო­ბის­ძი­რებ­ში აჭ­რილ მწა­რე ვაზ­ზე მყნო­ბით ხდე­ბა, რაც ყოვ­ლად გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია.

2014 წე­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ცე­მე­ბით წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლად იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ წელს ხელთ გვაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცე­მა.

- და­ვიწყოთ უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ყო­ველ­წ­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მით - „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გზამ­კ­ვ­ლე­ვი 2014". გზამ­კ­ვ­ლე­ვი უკ­ვე მე­სა­მედ გა­მო­ი­ცა და ის დიდ სამ­სა­ხურს უწევს ქარ­თ­ვე­ლებ­სა, თუ უცხო­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­თა და ასე­ვე ღვი­ნის ტუ­რიზ­მით. ხსე­ნე­ბულ გზამ­კ­ვ­ლევ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ყო­ვე­ლი რე­გი­ო­ნია გან­ხი­ლუ­ლი და აქ­ვე თით­ქ­მის ყო­ვე­ლი ისე­თი მა­რა­ნი­ცაა შე­სუ­ლი, რომ­ლე­ბიც ასე თუ ისე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ღვი­ნის ტუ­რიზ­მის საქ­მე­ში.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ 2014 წელს ემილ პე­ი­ნოს ნაშ­რო­მი ფრან­გუ­ლი­დან ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნა და ამ თარ­გ­მა­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოს­ცა წიგ­ნი - მეღ­ვი­ნე­ო­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლად და­ა­ინ­ტე­რე­სებს ამ სფე­რო­თი და­ი­ნე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- გა­სულ­სა­ვე წელს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნალს - „ღვი­ნო, რო­გორც კულ­ტუ­რა". ამ ეტაპ­ზე ჟურ­ნა­ლის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნო­მე­რია გა­მო­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ იგეგ­მე­ბა მი­სი კვარ­ტა­ლუ­რად გა­მო­ცე­მა.

- ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ნამ­დ­ვი­ლი სი­ურ­პ­რი­ზი აღ­მოჩ­ნ­და ახ­ლა­ხანს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი - „ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი". ჩვენ­ში აქამ­დე ამ მას­შ­ტა­ბის ნაშ­რო­მი არ გა­მო­ცე­მუ­ლა და მი­უ­ხე­და­ვად მი­სი სი­ახ­ლი­სა, გა­მო­ცე­მა საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­შიც კი.

- ვა­ზი­სა და ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ 2014 წელს გა­მო­ი­ცა ბრო­შუ­რა „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რა".

- ბ.მ.ა. „ელ­კა­ნამ" 2014 წელს გა­მოს­ცა დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მე­ურ­ნე­თათ­ვის - „ვა­ზის მწვა­ნე ოპე­რა­ცი­ე­ბი და მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბე­ბი".

 

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ უცხო­ურ გა­მო­ცე­მებს, გა­სულ - 2014 წელს - ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის სფე­როს ერ­თ­ბა­შად ორი სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი შე­ე­მა­ტა.

 

- ელის ფე­ი­რინ­გის წიგ­ნი SKIN CONTACT, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტონ­მა ელის­მა შარ­შან­წინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს და­წე­რა. წიგ­ნი ძი­რი­თა­დად ეძღ­ვ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნა­ტუ­რა­ლუ­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას. გარ­და ამ წიგ­ნი­სა, რო­გორც ჩვენ­თ­ვი­საა ცნო­ბი­ლი, ავ­ტორს თით­ქ­მის დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ახა­ლი წიგ­ნი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ მო­მა­ვალ წელს ვი­ხი­ლავთ.

- და მე­ო­რე გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც და­წე­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის მე­გობ­რებ­მა - ტე­რი და კე­იტ სა­ლი­ვა­ნებ­მა: Georgia, Sakartvelo: The Birthplace of Wine (სა­ქარ­თ­ვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო).

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის სფე­რო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღი­ნიშ­ნოს 2014 წლის გა­ზაფხულ­ზე თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღვი­ნის ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად მო­მა­ვალ 2015 წელს ის ჩა­ტარ­დე­ბა საფ­რან­გეთ­ში, შამ­პა­ნის ოლ­ქ­ში და ა.შ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, თუ რო­გორ წარ­ვუდ­გენთ ამა თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი მმარ­თ­ვე­ლის გა­მოს­ვ­ლას არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რაც ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნეს კონ­ფე­რენ­ცი­ის რო­გორც ქარ­თ­ველ­მა, ისე უცხო­ელ­მა დამ­ს­წ­რე­ებ­მაც...

2014 წე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მეღ­ვი­ნე­ო­ბის ში­და გა­მო­ფე­ნა-დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი­თაც.

- ბა­თუ­მის ოჯახ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე მერ­ვედ ჩა­ტარ­და.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღვი­ნის კლუ­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ახა­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა ყო­ვე­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე.

- რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქარ­თ­ლის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ამ­ბ­რო­ლა­ურ­სა და გორ­ში, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ეგი­დით.

გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია დე­და­ქა­ლაქ­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვ­ლაც ძალ­ზე შორს წაგ­ვიყ­ვანს...

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო­ეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი და სხვ. გა­სულ წელს ამ­გ­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ერ­თხელ ჩა­ტარ­და ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად აღ­ნიშ­ვ­ნის ღირ­სია გვი­ან შე­მოდ­გო­მით იაპო­ნი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა. 2014 წლის ნო­ემ­ბ­რის ბო­ლოს იაპო­ნი­ა­ში ჩა­ტარ­და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა, სა­დაც 8 ქარ­თ­ველ­მა მე­წარ­მემ წა­რად­გი­ნა ქვევ­რ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნო. ამა­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო კონ­ფე­რენ­ცი­აც, სა­დაც ქარ­თულ მხა­რეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მო­ეთხ­რო ქარ­თუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის ის­ტო­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბა მო­მა­ვალ წელ­საც. მე­ო­რე ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში, კერ­ძოდ, ტოს­კა­ნა­ში ჩა­ტარ­და და წარ­მო­ად­გენ­და თი­ხის ჭურ­ჭელ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და ასე­ვე გა­მო­ფე­ნას. ორი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად მოჰ­ყ­ვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ცა და წარ­მა­ტე­ბაც. ამ მხრივ კი ჩვე­ნი მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა გახ­ლავთ ის, რომ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის ხალხს ქარ­თულ ღვი­ნოს მარ­თე­ბუ­ლად წარ­ვუდ­გენთ და ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე მათ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვ­დით.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წა­მოწყე­ბა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 2014 წელს ჩა­ე­ყა­რა ესაა რე­ჟი­სორ ნა­ნა ჯორ­ჯა­ძის მი­ერ წა­მოწყე­ბუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბა ქარ­თულ ღვი­ნო­ზე. ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ ფილ­მებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მოკ­ლე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დი­დი ინ­ტე­რე­სით ელის ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას მი­ერ გა­და­ღე­ბულ ფილმს.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის წა­მოწყე­ბაც, რო­მე­ლიც აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ამ 2014 წელს და­იწყო ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი გა­და­ცე­მა „ქვევ­რის­პი­რუ­ლის" სა­ხით. პრო­ექ­ტი ერ­თ­წ­ლი­ა­ნია და მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის რე­გი­ო­ნე­ბის შე­მოვ­ლა­სა და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბი­სა და ვა­ზის მოვ­ლის ტრა­დი­ცი­ე­ბის კი­ნო­ფირ­ზე აღ­ბეჭ­დ­ვას. 2014 წელს გა­და­ცე­მა „ქვევ­რის­პი­რუ­ლის" 10-მდე სე­რია ეთერ­ში უკ­ვე გა­ვი­და. წინ კი­დევ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სე­რია გვე­ლის.

არ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლედ მა­ინც არ შე­ვე­ხოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონს ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ. ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, რომ კა­ნო­ნი გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბებს ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ებს, თა­ნაც სას­წ­რა­ფოდ. სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, თუ­შუ­რი გარ­მო­ნი­ვით გა­წე­ლი­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მიკ­რო­ზო­ნე­ბის სა­კითხი ითხოვს ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მი­ხედ­ვა­სა და და­რე­გუ­ლი­რე­ბას. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ამ­გ­ვა­რი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი 2015 წელს მთლი­ა­ნად თუ არა, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოგ­ვარ­დე­ბა. ასე­ვე შვე­ლას ითხოვს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი სას­მე­ლი - ჭა­ჭაც. ჯერ­ჯე­რო­ბით მთავ­რო­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ ჭა­ჭის ტრა­დი­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ვი­თარ­დეს. თუ ვის აძ­ლევს ამ­გ­ვა­რი გა­რე­მო­ე­ბა ხელს რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნ­და იყოს... გარ­და ამი­სა და­სა­რე­გუ­ლი­ე­რე­ბე­ლია სა­კითხი, რომ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ქარ­ხ­ნე­ბის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ გა­ზა­ვე­ბულ ღვი­ნის სპირტს ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ბოთ­ლის ეტი­კეტ­ზე აწე­რია „ჭა­ჭა", რაც სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რად­გან ჭა­ჭა და გა­ზა­ვე­ბუ­ლი ღვი­ნის სპირ­ტი სხვა­დას­ხ­ვა პრო­დუქ­ტე­ბია და ყვე­ლა­ფერს თვი­სი სა­ხე­ლი უნ­და და­ერ­ქ­ვას. აქ­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ 2014 წელს უკ­ვე მო­ეწყო ქარ­თუ­ლი ჭა­ჭის სა­კითხის გარ­შე­მო პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა, დე­გუს­ტა­ცია და დის­კუ­სია ღვი­ნის ბარ wino underground-ში" (გ. ტა­ბი­ძის 15).

და­სას­რულს უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ქვევ­რ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის ცნო­ბა­დო­ბა, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლია და ეს პრო­ცე­სი სულ უფ­რო და უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა. მა­ვა­ნის უკუღ­მარ­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ერ­თო საქ­მე გა­ჭირ­ვე­ბით, მაგ­რამ მა­ინც წინ მი­დის. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ ქარ­თულ ბუ­ნე­ბურ ღვი­ნო­სა და ჭა­ჭას, ასე­ვე ამ დი­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის „მე­გობ­რებ­საც" და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ახა­ლი მო­სავ­ლის ღვი­ნო წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რა­საც ყვე­ლა­ზე ად­რე გა­მო­ავ­ლენს 2015 წლის „ახა­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი".

lika andiashvili