ჯო­კე­რი და კინ­გი
26 დეკემბერი, 2014
5710
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

ბო­ლო სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნი ეგ­რე­ვე ვერ ვთქვი. და შემ­დეგ, ეს ორი ტი­პი გა­მახ­სენ­და. იდე­ა­ში, ორი­ვეს სა­კუ­თარ სტან­დარ­ტებ­ზე და­ბა­ლი სე­ზო­ნი აქვს, მაგ­რამ ორი­ვე ძა­ლი­ან დი­დი, ელე­გან­ტუ­რი იყო. ხან­და­ხან, წა­გე­ბა­შიც თა­ვი­სი მუ­ღა­მი არის. ყვე­ლას თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ჰყავს და დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­სა­ხე­ლებ­დი სა­უ­კე­თე­სოდ ტიმ დან­კანს. ან კა­ვაი ლე­ო­ნარდს. ან ტო­ნი პარ­კერს. მაგ­რამ ეს ორი ტი­პი ჩემ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოა. ყვე­ლა ამ­ბავ­ში.

ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი

სერ­ბი გა­დის კორ­ტ­ზე და იწყე­ბა იმ, მე­ო­რე ტი­პის და­სერ­ვა. სერ­ბის ჩო­გა­ნი ყო­ველ­თ­ვის უფ­რო ბას­რია, ვიდ­რე ჯონ რემ­ბოს ის, კბი­ლე­ბი­ა­ნი კლა­სი­კუ­რი და­ნა და სერ­ბი იცი­ნის. სერ­ბი იუმო­რით იგებს და ჯო­კო­ვი­ჩი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ჩოგ­ბურ­თ­ში სტა­ტის­ტი­კით კითხუ­ლობ მო­თა­მა­შეს და ბო­ლო სე­ზონ­ში ნო­ვაკს სა­კა­ი­ფო სტა­ტის­ტი­კა აქვს. ად­რე უკე­თე­სი სტა­ტის­ტი­კით აყო­მა­რებ­და ამ­ბებს და ეს ჯო­კო­ვი­ჩიც ძა­ლი­ან კარ­გია. ნუ, ალ­ბათ, ოდ­ნავ უარე­სი ძველ ნო­ვაკ­ზე და მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გი თა­ვის ამ­ბებ­ში. სერ­ბ­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ტურ­ნი­რე­ბი მო­ი­გო და პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც კარ­გი ამ­ბე­ბი წა­მო­ვი­და. გახ­და ქმა­რი, გახ­და მა­მი­კო. გახ­და დი­დი სლე­მის ტურ­ნი­რის ჩემ­პი­ო­ნი. ის­წავ­ლა სალ­სას ცეკ­ვა. ხო კარ­გი წე­ლი­წა­დი გა­მო­დის? მემ­გო­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ჯო­კო­ვიჩ­მა იცის, რომ შემ­დეგ სე­ზონ­შიც უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს დო­ნე. ან მო­ხუ­ცი ფე­დე­რე­რი ჩა­სას­ნ­ს­ლავს. ან რო­ბო­ტი ნა­და­ლი გა­და­იტ­ვირ­თე­ბა და მა­გარს შე­უ­ბე­რავს. ან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დელ პოტ­რო მო­უ­მა­ტებს და სადღაც, მო­უ­გებს და დაღ­ლის. ნო­ვაკს პრო ტურ­ზე ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ის, სერ­ბია. სხვის­თ­ვის ეს პრობ­ლე­მა რთუ­ლი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. ჯო­კო­ვიჩ­მა ბო­ლო სე­ზო­ნი 7 მო­გე­ბუ­ლი ფი­ნა­ლით და­ხუ­რა. ძა­ან მა­გა­რი შე­დე­გი ნე­ბის­მი­ე­რი არა­სერ­ბის­თ­ვის. ძა­ან მა­გა­რი შე­დე­გი იგი­ვე ფე­დე­რე­რის­თ­ვის, რო­მელ­მაც მო­უ­მა­ტა და მა­ინც ვერ მო­ი­გო მე­ი­ჯო­რი. ნო­ვა­კი რო­ჯერ­ზე, სხვებ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი და სტა­ბი­ლუ­რი იყო. და რო­გორც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ხოლ­მე, ჯო­კო­ვიჩ­მა არა­რე­ა­ლუ­რად და­ფა­რა ბო­ლო სა­მი თვე.

პე­კინ­ში გავ­დი­ვართ ფი­ნალ­ში და ვუ­გებთ ტო­მაშ ბერ­დიხს, 6:0, 6:2. ბერ­დი­ხი პა­ტა­რა იყო. და უმ­წეო. და ნაწყე­ნი და ნა­ცე­მი. და ჯო­კო­ვიჩ­მა ტურ­ნი­რის დრო არ­ცერ­თი სე­ტი არ წა­ა­გო. სა­დის­ტია.

შან­ხა­ი­ში პა­ტა­რა იაღ­ლი­ში იყო. ფე­დე­რერ­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში სერ­ბ­მა ვერ გა­ქა­ჩა. სერ­ბი რო­ჯე­რის სურ­ვილ­მა, იმ არა­ნორ­მა­ლუ­რი მო­ხუ­ცის ახალ­გაზ­რ­დულ­მა ლტოლ­ვამ გა­და­ტე­ხა. და ნო­ვა­კი აგებს 4:6, 4:6.

პა­რი­ზის მას­ტერსს სე­ტის წა­უ­გებ­ლად ვი­გებთ და ჯო­კო­ვი­ჩის სე­რია მი­დის. სერ­ბი ლე­ტა­ლუ­რად კარ­გი იყო და ნო­ვაკ­მა ეს იცის. ნო­ვა­კი სა­კუ­თა­რი თა­მა­შით კა­ი­ფობს, სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, კორ­ტ­ზე სარ­კე გა­აქვს და შეს­ვე­ნე­ბის დროს, მხო­ლოდ სარ­კე­ში იყუ­რე­ბა. ფი­ნალ­ში, მი­ლოშ რა­ო­ნიჩ­თან 6:2, 6:3. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­მენ­ტი. კა­ნა­დე­ლი მო­იჭ­რა.

სე­ზო­ნის ბო­ლო აკორ­დი. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტურ­ნი­რი. სა­დაც მხო­ლოდ კარ­გი ბი­ჭე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და სა­დაც ჯო­კო­ვი­ჩი ფი­ნალ­ში რო­ჯერ­ზე გა­დის. და ფე­დე­რერ­მა ვერ ითა­მა­შა. ტრავ­მა. და რო­ჯე­რი დე­ვი­სის თა­სის ფი­ნა­ლის­თ­ვის ის­ვე­ნებს. და ჯო­კო­ვი­ჩი ჩემ­პი­ო­ნია. ნო­ვაკ­მა და­იც­ვა ჯეკ­პო­ტი და ნო­ვა­კი იყო ტურ­ნი­რის ეისი. სერ­ბ­მა სე­ზო­ნი პირ­ველ ად­გილ­ზე და­ამ­თავ­რა. და­იმ­სა­ხუ­რა და და­ამ­თავ­რა. ახალ სე­ზონ­ში ახა­ლი დატ­ვირ­თ­ვა და ძვე­ლი ჩე­ლენ­ჯე­რე­ბი წა­მოვ­ლენ. ნო­ვა­კი მზად არის. ნო­ვა­კი ყო­ველ­თ­ვის მზად არის. ნო­ვაკ­მა იცის, რომ სა­უ­კე­თე­სოა. და ამას მო­მენ­ტებ­ში ცო­ლიც შე­ახ­სე­ნე­ბეს. ან ბო­რის ბე­კე­რი. ან ფე­დე­რე­რი. ან, უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერ­თხელ ჩა­ი­ხე­დავს სარ­კე­ში და ტი­ტანს და­ი­ნა­ხავს.

შემ­დეგ, მო­ი­გებს ერთ გა­თა­მა­შე­ბას, ერთ სეტს, ერთ თა­მაშს, შე­ვა გა­სახ­დელ­ში და და­ხუ­ჭავს თვა­ლევს. და ალ­ბათ, გა­ახ­სენ­დე­ბა ტო­ნი მონ­ტა­ნას სლო­გა­ნი. ალ პა­ჩი­ნოს კუ­ბე­ლი ძვე­ლი ბი­ჭი იყო ბენ­დი­ე­რი, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო მას ეკუთ­ვ­ნო­და.

The World is Yours.

ასი­ა­ნია.

სერ­ბი ჯო­კე­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ორი ჯოკ­რით თა­მა­შობს. და შე­იძ­ლე­ბა, ერ­თით "ნი­ჟეც" გა­ა­კე­თოს. იმ­დე­ნად მა­გა­რია.

ნო­ვაკ ჯოკ­რო­ვი­ჩი.

ლებ­რონ ჯე­იმ­სი

გა­ი­ბე­რა, გა­ი­ბე­რა, იმ­ხე­ლა გახ­და, რომ შე­იძ­ლე­ბა გას­კ­დეს.

ლებ­რონ ჯე­იმ­ს­მაც ჩა­ი­ხე­და სარ­კე­ში და შე­ე­შინ­და. ეგ­რე­ვე დე­დი­კოს და­უ­რე­კა, დე, აქ ვი­ღაც დი­დი და უშ­ვე­ლე­ბე­ლი მა­ში­ნებს და მო­დი რა, ჩა­მე­ხუ­ტე და თავ­ზე ხე­ლი გა­და­მის­ვიო. მაგ­რამ ლებ­რო­ნის დე­დას არ ეცა­ლა. ლებ­რო­ნის დე­და და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და ჯე­იმ­ს­მა კოშ­მარს მუშ­ტი ხია. ლებ­რონ­მა სარ­კე შე­ა­ში­ნა და იმ სარ­კე­ში მხო­ლოდ მომ­ღი­მა­რი, ძა­ან და­დე­ბი­თი მის­ტერ ჯე­იმ­სი დარ­ჩა. და ის ჯე­იმ­სი გაფ­რ­თხი­ლებს. თუ კარ­გად არ მო­იქ­ცე­ვი და ცოლს უღა­ლა­ტებ, რო­დე­საც და­ი­გე­ძი­ნე­ბა, მო­ვა ლებ­რონ კრი­უ­გე­რი და ოთხი და­ნით და კა­ლათ­ბურ­თის ბურ­თით დე­დას გი­ტი­რებს, გა­წა­მებს, არ და­გინ­დობს და სიზ­მარ­ში გა­ი­პა­რე­ბი. ლებ­რო­ნი მხო­ლოდ კარ­გად იქ­ცე­ვა. ლებ­რო­ნი სა­კუ­თარ თავს ენ­დო­ბა. სიზ­მარ­შიც და ისეც, "ვ ჟიზ­ნიც".

ჯე­იმ­ს­მა ამ სე­ზონ­ში ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ი­გო. და ლებ­რო­ნი მა­ინც სა­უ­კე­თე­სოა. ბევ­რად სა­უ­კე­თე­სო. იმ­დე­ნად სა­უ­კე­თე­სო, რომ უკ­ვე უხერ­ხუ­ლია ამა­ზე ჭო­რა­ო­ბა. ჯე­იმ­სი მე­ფეა.

ჯე­იმ­ს­მა წა­ა­გო MVP კე­ვინ დი­უ­რან­თან და დი­უ­რან­მაც მშვე­ნივ­რად იცის, რომ ეს სიმ­ბო­ლუ­რი იყო. ლი­გამ, ყვე­ლამ უნ­და და­ის­ვე­ნოს. ლებ­რო­ნი კე­ვინ­ზე უკე­თე­სია. ყო­ველ­თ­ვის კე­ვინ­ზე უკე­თე­სი, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა. ჯე­იმ­სი მან­ქა­ნაა. დი­უ­რა­ნი - კა­ლათ­ბურ­თე­ლი.

ჯე­იმ­ს­მა წა­ა­გო სუ­პერ­ფი­ნა­ლი "სან ან­ტო­ნი­ოს­თან" და სუ­პერ­ფი­ნა­ლის MVP გახ­და კა­ვაი ლე­ო­ნარ­დი. გახ­და იმი­ტომ, რომ სამ თა­მაშ­ში ლებ­რონ­ზე ცუ­დი სტა­ტის­ტი­კა არ ჰქონ­და. გეს­მით, ტიპს რო­გორ ასა­ხე­ლე­ბენ სა­უ­კე­თე­სოდ? პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბი­ან, ძმაო, ლებ­რო­ნი ლებ­რო­ნია და გი­ჟი, არა­ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ რა­ხან შენ სადღაც, მას­ზე ბევ­რად ცუ­დი არ იყა­ვი, აი, ძმაო, სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შის პრი­ზი, და­ის­ვე­ნე და გა­ერ­თეო. ლე­ო­ნარ­დ­მაც და­ის­ვე­ნა და ლებ­რო­ნი მა­ინც სა­უ­კე­თე­სო იყო. და ჯე­იმ­ს­მა წა­გე­ბუ­ლი ფი­ნა­ლის შემ­დეგ, მა­ი­ა­მის, პატ რა­ი­ლის მად­ლო­ბა და­უ­მე­სი­ჯა და კლივ­ლენ­დ­ში დაბ­რუნ­და. ასე უკე­თე­სი იყო.

ჯე­იმ­სი უკ­ვე კლივ­ლენ­დ­შია. სა­დაც გა­ნი­ერ ბიჭ­თან ერ­თად არის კე­ვინ ლა­ვი. თეთ­რი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც საქ­მეს აკე­თებს. და ლა­ვი ხე­დავს, რომ ჯე­იმ­სი სხვა დო­ნე­ზეა. ლავ­მა ეს იცო­და.

ჯე­იმ­ს­თან ერ­თად კლივ­ლენ­დ­ში არის კა­ი­რი ირ­ვინ­გი. რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლებ­რო­ნად, ანუ სა­უ­კე­თე­სოდ და­ა­სა­ხე­ლეს. და კა­ი­რიმ იცის, რომ ეს ჯე­იმ­სის ბან­დაა. ლებ­რო­ნი აქ მთა­ვა­რი გან­გ­ს­ტე­რია. მუ­ქი ფე­რის კალ­ვე­რა, რო­მე­ლიც სა­მარ­თ­ლი­ა­ნია.

ჯე­იმ­ს­მა წელს ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ი­გო და ჯე­იმ­სი სა­უ­კე­თე­სოა. კა­ზუ­სი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა. ლებ­რონ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა და ლო­გი­კაც ალო­გი­კუ­რი ხდე­ბა. მი­დი აბა, ჯე­იმ­ს­თან იმე­გობ­რე და ვნა­ხოთ, სა­დამ­დე გა­ქა­ჩავ. ლებ­რო­ნი დი­დია. ყვე­ლა­ზე დი­დი.

ლებ­რო­ნი არ არის ჯორ­და­ნი. არც უნ­და იყოს.

ლებ­რო­ნი არ არის ბერ­დი. ვერც უნ­და იყოს.

ლებ­რო­ნი არ არის მე­ჯი­ქი.

ლებ­რო­ნი ჯე­იმ­სია. და ეს საკ­მა­რი­სია.

ვერ იგებ ვე­რა­ფერს და მა­ინც სა­უ­კე­თე­სო ხარ. სად არის ლო­გი­კა? ჯე­იმ­სის თი­თებ­ში, თვა­ლებ­ში, იმ, რო­ი­ა­ლურ და ბავ­შ­ვურ გა­მო­ხედ­ვა­ში.

ამ სე­ზონ­ში ლებ­რო­ნი კლივ­ლენ­დის­თ­ვის თა­მა­შობს. ლებ­რონ­მა წლე­ბის წინ კლივ­ლენდს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა წა­არ­თ­ვა და ეს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა უნ­და და­უბ­რუ­ნოს. ცო­ტა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. და­სავ­ლე­თი­დან მში­ე­რი დინ­გო­ე­ბი მორ­ბი­ან და ყვე­ლა­ფერს აით­ვი­სე­ბენ.

ლებ­რონ­მა ეს იცის და ჯე­იმ­სი ილაია. რო­მელ­საც ის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წიგ­ნი ხალ­ხის­თ­ვის მი­აქვს და ის წიგ­ნი მას­შია.

ლებ­რო­ნი მო­დის და ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა.

ოდ­ნავ ეპი­კუ­რად გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ჯე­იმ­სიც ეპი­კუ­რია. თან, ძა­ან ეპი­კუ­რი. ხო მე­თან­ხ­მე­ბით?

ჯო­კე­რი და კინ­გი.

წა­მო­ი­ღო.

zura talakvadze