კა­ლათ­ბურ­თის ნა­თე­სა­ვი, ჯე­ოს­პორ­ტი
26 დეკემბერი, 2014
5553
print

ზუ­რა თა­ლაკ­ვა­ძე

ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი მა­გა­რი ფე­ნო­მე­ნია. მა­გა­რი და ამო­სახ­ს­ნე­ლი. რე­ბუ­სე­ბის, გა­მო­ცა­ნე­ბის გა­რე­შე. შე­ხე­დავ და ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, ყვე­ლა­ფერს ხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი გხე­დავს. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი და­ხუ­ჭო­ბა­ნას არ გე­თა­მა­შე­ბა და არ წით­ლ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მო­ა­ჩენ და და­ას­ტუ­კებ. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი სი­ურ­პ­რი­ზე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დი­დი ხნის წინ გა­და­ეჩ­ვია. სა­დაც ვქა­ჩა­ვათ, იქ ვქა­ჩავთ და სა­დაც გვე­ხა­ზე­ბა, იქ ხო ისე­დაც მო­ხა­ზუ­ლი გვაქვს. ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ზე წა­ვი­ჭო­რა­ოთ.

ჩე­მი უფ­რო­სი კო­ლე­გის, მე­გობ­რის პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლის გა­და­ცე­მა­ში ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. გა­ვარ­ჩი­ეთ გუნ­დე­ბი. გა­ვი­ა­რეთ მო­თა­მა­შე­ე­ბი. ბო­ლო­ში, პა­ა­ტამ პა­ტა­რებ­ზეც ვი­სა­უბ­რო­თო და ეგეც მო­ეს­წ­რო, მაგ­რამ ვი­სა­უბ­რეთ და იდე­ა­ში, არც გვი­სა­უბ­რია. პა­ა­ტას­თან კა­ლა­თურ­თ­ზე, არა­კა­ლათ­ბურ­თ­ზე სა­უ­ბა­რი მე ყო­ველ­თ­ვის მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ალ­ბათ, ჩვენ გარ­და, ამ თე­მებ­ზე სხვებ­მაც უნ­და ილა­პა­რა­კონ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სუ­პერ­ლი­გის ტუ­რის მი­მო­ხილ­ვის და­წე­რა, რო­დე­საც ტურ­ნი­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი­დან იღებ მზა სტა­ტის­ტი­კას და შე­გიძ­ლია ამ ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ზარ­მა­ცი ნი­ღა­ბი მო­ირ­გო. და შე­უ­ბე­რო. ცუ­დია.

ძა­ლი­ან დამ­წყ­და გუ­ლი, რომ ვერ და­ვეს­წა­რი ბო­ლო ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლურ თა­მაშს, შსს "დი­ნა­მოს" რომ ხვდე­ბო­და. სილ­ქ­ზე კა­ლათ­ბურ­თი მიმ­ყავ­და და სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში რომ მი­ვე­დი, უკ­ვე შემ­დე­გი თა­მა­ში იწყე­ბო­და. მე­გობ­რებ­მა რაც მითხ­რეს და რაც მო­ვის­მი­ნე, სა­კა­ი­ფო თა­მა­ში იყო. "დი­ნა­მომ" ჩემ­პი­ო­ნატ­ში პირ­ვე­ლად ვერ მო­ი­გო, შსს უკე­თე­სი იყო და მე­ო­რე წრის დაწყე­ბამ­დე სა­ერ­თო ამ­ბე­ბი შე­და­რე­ბით, გა­თა­ნაბ­რ­და. ალ­ბათ, შსს-ს უნ­და მო­ე­გო. რე­ა­ლუ­რად, კლუბ­ში არ არის სიღ­რ­მე, მაგ­რამ მთა­ვარ მწვრთნელს შე­უძ­ლია სა­მი ლი­დე­რის (ბე­ქა წივ­წი­ვა­ძე, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე, გი­ორ­გი შა­რა­ბი­ძე) ენერ­გი­ის და ნი­ჭის კარ­გად გაშ­ლა და ამით უნ­და მო­ი­გოს. კო­ტე ტუ­ღუ­ში ამ სე­ზონ­შიც უმა­ტებს და ეს გა­და­ცე­მა­შიც ვთქვი. ვა­ფა­სებ, რო­დე­საც მწვრთნე­ლი სა­კუ­თარ შეც­დო­მებს ხე­დავს და ცდი­ლობს, იმ კონ­კ­რე­ტულ კომ­პო­ნენ­ტ­ში ის კონ­კ­რე­ტუ­ლი შეც­დო­მა არ და­უშ­ვას. კო­ტე სა­კუ­თარ თავ­ზე სწავ­ლობს. იშ­ვი­ა­თი და მწვრთნე­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი თე­მაა. შსს მე­ო­რე წრე­ში ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტია.

სუ­პერ­ლი­გის სა­ერ­თო დო­ნე გა­თა­ნაბ­რ­და, მაგ­რამ ჯერ ვერ ვხვდე­ბი, ეს კარ­გია, თუ ძა­ან ცუ­დი. არ ვი­ცი მარ­თ­ლა.

სად არის სუ­პერ­ლი­გის სა­ერ­თო დო­ნე? რო­დის იყო ეს დო­ნე უმაღ­ლეს დო­ნე­ზე? მე არ მახ­სოვს. და ვერ ვხვდე­ბი, არა­თა­ნა­ბა­რი ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ უნ­და შე­ა­ფა­სო მთე­ლი ეს პრო­ცე­სი.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ "არ­მი­ა­ში" და სხვა გუნ­დებ­ში იყ­ვ­ნენ კარ­გი ლე­გი­ო­ნე­რე­ბი. კარ­გი ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბით და - თით­ქ­მის მე­ჯი­ქე­ბი და ბერ­დე­ბი სუ­პერ­ლი­გის­თ­ვის. სან­დი­ე­ტა გე­ინ­სი სა­ერ­თოდ სხვა დო­ნე­ზე იყო. "არ­მია" გა­ვი­და ევ­რო­ტურ­ზე და მე­რე რა, რომ იქ, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი ვერ გა­ი­ა­რა. ხდე­ბა ხოლ­მე. ალ­ბათ, უფ­რო ევ­რო­პა­ში თა­მა­ში იყო სა­ჭი­რო და სადღაც, სა­სი­ა­მოვ­ნო. და­ჟან­გუ­ლე­ბი ვართ, ერ­თ­მა­ნეთს ვხვდე­ბით, ერ­თ­მა­ნეთს ვე­თა­მა­შე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლია. გა­მო­დის რა­ღაც უც­ნა­უ­რი კერ­ძი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით და რო­მე­ლიც ყვე­ლას ყელ­ში გვაქვს ამო­სუ­ლი. "ელ დე­პო" რომ გა­იხ­ს­ნა ხო გახ­სოვთ? ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ლო­ბიო იყო ქო­თან­ში. მარ­თ­ლა, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი. თა­ვი­სი მწნი­ლით, ხო­ში­ა­ნი მჭა­დით და გე­ფი­ცე­ბით, ხინ­კ­ლის შეკ­ვე­თას და­გა­ვიწყებ­და. შემ­დეგ, ქო­თან­ში უგე­მუ­რი ლო­ბიო ჩა­უშ­ვეს. შემ­დეგ, კი­დევ უფ­რო უგე­მუ­რი, მაგ­რამ კლი­ენ­ტუ­რა მა­ინც ლო­ბი­ოს იღებ­და. ქარ­თ­ვე­ლე­ბი სა­კუ­თარ შეც­დო­მას და სხვის შეც­დო­მას არ ვა­ღი­ა­რებთ. უფ­რო - სხვის შეც­დო­მას ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ ამ დრო­საც ფრთხი­ლად ვართ, რომ სა­კუ­თა­რი უვი­ცო­ბა არ გა­მო­ვამ­ჟ­ღავ­ნოთ. ტე­ხავს, რა პონ­ტია რო?

ასე რომ, მი­ვირ­თ­მევ­დით უგე­მურ ლო­ბი­ოს და ასე ვი­ყა­ვით. კა­ლათ­ბურ­თიც ინერ­ცი­ით, უგე­მუ­რად მი­დი­ო­და. არა­ფე­რი არ იც­ვ­ლე­ბო­და. ვა­ტა­რებ­დით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატს, შემ­დეგ, აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში ნაკ­რე­ბის თა­მა­შე­ბი იწყე­ბო­და და ცო­ტა ხნით, ბუ­რუს­ში ვი­ყა­ვით. სა­სი­ა­მოვ­ნო ბუ­რუს­ში. ნაკ­რებ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მო­გე­ბა და­ა­მუ­ღა­მა და ჩვენც, ინერ­ცი­ით, და­ვიწყეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის დროს თა­ვის დრო­შის მხა­რეს შეტ­რი­ა­ლე­ბა და გა­ნა­ბუ­ლი სი­ფა­თე­ბით ჰიმ­ნის ატა­ცე­ბა. ხან­და­ხან სა­სა­ცი­ლო იყო, მაგ­რამ რაც ხდე­ბო­და, ეს იყო. არა­ფე­რი არ იც­ვ­ლე­ბო­და და რე­ა­ლუ­რად, სა­ნაკ­რე­ბო წარ­მა­ტე­ბა ფა­რავ­და იმ პრობ­ლე­მებს, რაც ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ში დი­დი დო­ზით იყო. ძა­ან დი­დი დო­ზით.

სუ­პერ­ლი­გას არ კითხუ­ლო­ბენ სტა­ტის­ტი­კით. იდე­ა­ში, სტა­ტის­ტი­კით კა­ლათ­ბურ­თის, კა­ლათ­ბურ­თე­ლის გაც­ნო­ბა არც მე არ მიყ­ვარს, მაგ­რამ დო­ნეს გა­აჩ­ნია. თუ ვსა­უბ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­დაც ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის და რე­ა­ლუ­რად, შემ­ფა­სებ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი დი­ლე­ტან­ტია, სტა­ტის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რო­დე­საც მო­თა­მა­შე და­იწყებს მწვრთნელ­თან მე­გობ­რუ­ლად "კა­ჩა­ო­ბას", მა­თა­მა­შე-და­მა­ყე­ნეს პრინ­ცი­პით, ქო­უჩ­მა სა­ხეს­თან უნ­და აუფ­რი­ა­ლოს თა­მა­შის ოქ­მი, სა­დაც ეწე­რე­ბა, რომ:

1. იმ მო­თა­მა­შეს 10 ცოცხა­ლი სრო­ლი­დან 9 აქვს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი.

2. იმ მო­თა­მა­შეს ამ­პ­ლუ­ა­ში უწე­რია გამ­თა­მა­შე­ბე­ლი და აქვს უფ­რო მე­ტი შეც­დო­მა, ვიდ­რე - შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მა.

3. ის მო­თა­მა­შე არ ათა­მა­შებს გუნდს და ათა­მა­შებს თა­ვის კა­ცო­ბას.

4. ის მო­თა­მა­შე არის სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ტი­პი, რო­მე­ლიც ქუ­ჩუ­რად ესა­უბ­რე­ბა სპორ­ტის მი­ნისტრს და რო­ცა სა­ჭი­როა, ჩა­საგ­დებს ვერ აგ­დებს.

5. ის მო­თა­მა­შე ინერ­ცი­ით თა­მა­შობს. აი, აქ გვე­ხა­ზე­ბა და აქ ის მო­თა­მა­შეც ბა­ლას­ტი ხდე­ბა.

პა­ა­ტას­თან გა­და­ცე­მა­ში "სო­ხუ­მის" თე­მაც იყო. რაც უკ­ვე დამ­ღ­ლე­ლია. მარ­თ­ლა დამ­ღ­ლე­ლია ის გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა, რაც "სო­ხუმ­შია" და ამ გუნ­დის გარ­შე­მო სტა­ბი­ლუ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ციაა. არ და­ი­ღა­ლეთ? ვი­საც ეს სი­ტუ­ა­ცია უშუ­ა­ლოდ გე­ხე­ბათ, არ იღ­ლე­ბით სხვის ნერ­ვებ­ზე თა­მა­შით? თუ ეს თქვე­ნი ჰო­ბია?

"სო­ხუ­მი" კარ­გი გუნ­დია. კარ­გი მო­თა­მა­შე­ე­ბით და ინერ­ცი­ით თა­მა­შობს. და გუნდს და­კარ­გუ­ლი აქვს მუ­ღა­მი, გუნდს და­კარ­გუ­ლი აქვს მა­ღალ დო­ნე­ზე დარ­ჩე­ნის, ბრძო­ლის სურ­ვი­ლი, რაც წა­გე­ბულ თა­მა­შებ­ში და უინი­ცი­ა­ტი­ვო კა­ლათ­ბურ­თ­ში აისა­ხე­ბა.

არ გვაქვს და­ფი­ნა­სე­ბა, არ გვაქვს ვარ­ჯი­შის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და გან­წყო­ბა.

მურ­ტა­ლი მო­მენ­ტია. რო­დე­საც შენ შრო­მას არ აფა­სე­ბენ და მფლო­ბე­ლი გა­ბო­ლებს, რომ ცო­ტაც და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ეჭ­ვი გე­პა­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში და ვერ იჯე­რებ და­სა­ჯე­რე­ბელს. შარ­შან, "სო­ხუ­მის" პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მო­აგ­ვა­რა. კარ­გი ქნა, რომ მო­აგ­ვა­რა და ეს იყო ცუ­დი პრე­ცე­დენ­ტი სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის. კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, რომ სუ­პერ­ლი­გის რო­მე­ლი­მე მო­ნა­წი­ლე კლუ­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­აგ­ვა­როს. კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ატა­რებს ჩემ­პი­ო­ნატს, ცო­ტა სხვა ნი­უ­ან­სებ­ზე მუ­შა­ობს და გუნ­დებ­მა სა­კუ­თარ თავს თვი­თონ უნ­და მი­ხე­დონ.

კარ­გი, რე­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო "სო­ხუ­მი" უმო­ტი­ვა­ციო კლუ­ბია. ნუ, ჯერ ასეა. და მე­რე შე­იძ­ლე­ბა "სო­ხუ­მი" სუ­პერ­ფი­ნალ­ში გა­ვი­დეს და ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე ერ­თი ზუს­ტი სა­მი­ა­ნი და­აკ­ლ­დეს. ან არ და­აკ­ლ­დე­ბა და მო­სა­გებს მო­ი­გებს. ვნა­ხოთ რა, რო­გორ წა­ვა ამ­ბე­ბი.

"ოლიმ­პი" მაგ­რად მომ­წონს. რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გუნ­დი "ბრძო­ლობს". "ოლიმ­პი" სა­კა­ი­ფო კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს, მაგ­რამ თუ გეც­ლე­ბათ და თუ "ოლიმ­პის" შე­ფე­ბიც შე­გიშ­ვე­ბენ, არ ად­გე­ზა­როთ და მი­დით ამ გუნ­დის ვარ­ჯიშ­ზე. არა რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც რუ­ტი­ნუ­ლი მი­მო­ხილ­ვის და­წე­რით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მი­დით, რო­გორც კა­ლათ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. და იქ ბევრ კარგ წვრილ­მანს მო­ი­ნიშ­ნავთ. რო­გორც ქარ­თულ სუფ­რა­ზეა - ჯერ შე­მო­აქვთ ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი, გა­სა­ხუ­რე­ბე­ლი, კუ­ჭის მო­სა­თე­ლი კერ­ძე­ბი და მე­რე მო­დი­ან დი­დი ბი­ჭე­ბი (მწვა­დი, ქა­ბა­ბი, ოს­ტ­რი, სო­კო კეც­ზე). ვარ­ჯი­ში იწყე­ბა და მთავ­რ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და ეს უკ­ვე სა­სი­ა­მოვ­ნოა. და აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ეს, ვარ­ჯი­შის ეფექ­ტის გად­მო­ცე­მა სხვი­სი სიტყ­ვე­ბი­დან მო­დის. "ოლიმ­პის" ვარ­ჯიშ­ზე მერ ჯერ არ ვარ ნამ­ყო­ფი.

არ ვარ ნამ­ყო­ფი "მგზავ­რე­ბის" ვარ­ჯიშ­ზეც და ცო­ტა მიტყ­დე­ბა, რომ ჯერ არ ვარ. "მგზავ­რებ­ში" რა­ღაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რო­ლი მეც მაქვს და ალ­ბათ, უფ­რო ხში­რად უნ­და ვეს­წ­რე­ბო­დე პრო­ცესს. ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფერს მივ­ხე­დავთ, პი­რო­ბას გაძ­ლევთ.

და "მგზავ­რებ­ში" სა­ინ­ტე­რე­სოა ახალ­გაზ­რ­და მწვრთნე­ლე­ბის, ბუ­ბა ბე­რიშ­ვი­ლის და დი­მა ჟა­კო­ბო­ვის სა­მუ­შაო პრო­ცე­სი. ბუ­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად, კა­ლათ­ბურ­თის სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა­ზე თა­მა­შობს, "მგზავ­რე­ბის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რია და კა­ლათ­ბურ­თ­ზე ზის. იძი­ნებს კა­ლათ­ბურ­თით და იღ­ვი­ძებს კა­ლათ­ბურ­თით. და ბე­რიშ­ვი­ლის­თ­ვის კა­ლათ­ბურ­თი დას­ვე­ნე­ბის, ალ­ბათ, რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო თე­მაა. ჟა­კო­ბო­ვი მუ­შა­ობ­და "სო­ხუმ­ში", ჟკო­ბო­ვი მუ­შა­ობ­და გია კა­ზან­ჯი­ან­თან და ჟა­კო­ბო­ვი კარ­გი სტუ­დენ­ტია. "მგზავ­რებ­ში" არის რამ­დე­ნი­მე კარ­გი მო­თა­მა­შე, არის რამ­დე­ნი­მე პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში კარ­გი მო­თა­მა­შე და არი­ან ფი­ლე­რე­ბი.

და­კარ­გა ფორ­მა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­თა­მა­შო დრო ირაკ­ლი გუ­ლი­სა­ბე­დაშ­ვილ­მა. მშრო­მე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭი, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო­ში" სან­დო, თით­ქ­მის შე­უც­ვ­ლე­ლი იყო. კარ­გად ატა­რებს ბურთს და და­სახ­ვე­წი აქვს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კომ­პო­ნენ­ტი სო­სო ლე­ჟა­ვას. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტა­ტო ჩა­ჩი­ბაია უკე­თე­სი იყო, ვიდ­რე ეს ტა­ტო ჩა­ჩი­ბაია. და ტა­ტო უმა­ტებს. მე­რაბ ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი ნი­ჭი­ე­რია. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი. კა­ლათ­ბურ­თ­თან შე­ნო­ბით არის და არ ცდი­ლობს, იყოს ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი. უბ­რა­ლოდ, გუნ­დის ლი­დე­რი ცო­ტა მეტ დროს უნ­და უთ­მობ­დეს კა­ლათ­ბურთს და ნაკ­ლე­ბად შლი­დეს ხე­ლებს მსა­ჯე­ბის და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის შემ­დეგ. არ და­გიბ­რუ­ნეს ბურ­თი? გა­ა­ტა­რე, გა­ამ­ხ­ნე­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლი, რო­მე­ლიც იმ შეც­დო­მას შენ­ზე უფ­რო გა­ნიც­დის და თუ შენ­გან საყ­ვე­დურს არ მი­ი­ღებს, და­მი­ჯე­რე, იგი­ვე შეც­დო­მას არ და­უშ­ვებს. სრო­ლა­ში ხე­ლი შე­გი­შა­ლეს და მსაჯ­მა ეს ფო­ლი გა­ა­ტა­რა? შენც გა­ა­ტა­რე და მსაჯს ყუ­რადღე­ბა არ მი­აქ­ციო. ის მსა­ჯია და შენ - მო­თა­მა­შე. ყვე­ლამ თა­ვი­სი დო­ნე და თა­ვი­სი ად­გი­ლი უნ­და იცო­დეს. მო­თა­მა­შე­ზე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­დის და მო­თა­მა­შე გულ­შე­მატ­კივ­რის­თ­ვის მი­სა­ბა­ძი უნ­და იყოს. და არა - გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი.

"მგზავ­რე­ბის" თე­მას ვაგ­რ­ძე­ლებთ. ოთარ ბუ­ლი­ა­ვას არ ვიც­ნობ. ბუ­ლი­ა­ვა სტრიტ­ბო­ლის ტურ­ნირ­ზე ვნა­ხე და მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ ბი­ჭი მა­გა­რი ჯი­უ­ტია. უშ­ვებს შეც­დო­მებს, მა­გა­რი და­სახ­ვე­წი აქვს სრო­ლა, მაგ­რამ ის შეც­დო­მებს მონ­დო­მე­ბით ფა­რავს. ხან­და­ხან, ეს სა­ჭი­როა. ბო­ლო ტურ­ში, ბუ­ლი­ა­ვამ "ქუ­თა­ის­თან" პირ­ველ ტა­იმ­ში 18 ქუ­ლა აკ­რი­ფა, ძა­ან კარ­გი იყო. ეპი­ზო­დუ­რად ყვე­ლა კარ­გია და ბუ­ლი­ა­ვამ უნ­და მო­უ­მა­ტოს. ეს მწვრთნელ­მაც იცის და ეს გუნ­დის, მო­თა­მა­შის ინ­ტე­რე­სებ­შია. სტუ­დი­ა­ში, "კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­დე­ბის" ჩა­წე­რის დროს სტუმ­რად ლუ­კა ზაქ­რა­ძე მყავ­და. ერუ­დი­რე­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო ბი­ჭი, რო­მელ­მაც იცის ქარ­თუ­ლი, კა­ლათ­ბურ­თი და რო­მელ­საც აქვს ტაქ­ტი და რი­დი. იქ, სა­დაც უნ­და ჰქონ­დეს. კა­ლათ­ბურ­თ­ში ზაქ­რა­ძე კარ­გია. და პირ­ვე­ლი ნომ­რის­თ­ვის, აქვს ნორ­მა­ლუ­რი მე­ო­რე ნომ­რის სრო­ლა და ბი­ჭი სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ობს. და­თო იოსე­ლი­ა­ნი შარ­შან, სა­მოყ­ვა­რუ­ლო ლი­გა­ზე, "დი­რექ­ტო­რებ­ში" იყო და კო­ტე ტუ­ღუშ­მა შარ­შან, მა­გა­რი ბურ­თი ჩა­უგ­დო იოსე­ლი­ანს. მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში, ტუ­ღუშ­მა იმ ორი­ა­ნით თა­მა­ში და­მა­ტე­ბით დრო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და "მგზავ­რებ­მა" მო­ი­გო ის სე­რია, ის სე­ზო­ნი და ამ რე­გუ­ლა­რულ­შიც ჯერ წა­უ­გებ­ლად ყო­მა­რობს. ჩემ­პი­ო­ნი­ვით ყო­მა­რობს. კარ­გია, თუ სა­მოყ­ვა­რუ­ლოს "მგზავ­რე­ბის" კლა­სი ბუ­ბა ბე­რიშ­ვი­ლის­გან სუ­პერ­ლი­გის "მგზავ­რებ­ზეც" გა­და­ვა. ეს აუცი­ლე­ბე­ლია. კარ­გი კლუ­ბი კარ­გი პრო­ცე­სით უნ­და მო­იყ­ვა­ნო აზ­რ­ზე და "მგზავ­რე­ბი" კარ­გი გუნ­დია. რე­გუ­ლა­რულ­ში პრობ­ლე­მე­ბი არის და ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა. ბუ­ბა და დი­მა პრობ­ლე­მებს მი­ხე­და­ვენ.

ამ მი­მო­ხილ­ვა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე და ყვე­ლა­ზე ვერ წა­ვი­ჭო­რა­ვებ. და ამ სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე არის ბე­სო ლე­ჟა­ვა. ნუ, მე ბე­სო მომ­წონს. ალ­ბათ, ბე­სო "დი­ნა­მოს" მთა­ვარ მწვრთნელს, ირაკ­ლი ხოშ­ტა­რი­ა­საც მოს­წონს. ჯერ, კლუ­ბე­ბი ელო­დე­ბი­ან სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის­გან და­პი­რე­ბულ ფი­ნან­სებს და რო­გორც კი ეს თან­ხე­ბი და­იძ­რე­ბა, და­იწყე­ბა სა­უ­ბა­რი ლე­გი­ო­ნე­რებ­ზე. ლე­გი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად შე­იც­ვ­ლე­ბა პრო­ცე­სი და ლო­კა­ლუ­რი კად­რე­ბის და­უნ­დობ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ჩერ­დე­ბა. ლე­ჟა­ვაც და­ის­ვე­ნებს. ყვე­ლა პონ­ტ­ში და­ის­ვე­ნებს. და "დი­ნა­მო­ში" ბე­სოს გარ­და, სხვე­ბიც ქმნი­ან და გშლი­ან. შე­უც­ვ­ლე­ლია ლა­შა გამ­ყ­რე­ლი­ძე, ეპი­ზო­დებ­ში ჯეკ­პოტს ხსნი­ან სხვა ელე­მენ­ტე­ბიც, მაგ­რამ ეს "დი­ნა­მო" გამ­ყ­რე­ლი­ძე და ლე­ჟა­ვაა. ეგ­რეა, ეგ­რე. ლა­შას 10 და მე­ტი პა­სი აუცი­ლე­ბე­ლია. და ბე­სოს კა­ლათ­ბურ­თით წელს "დი­ნა­მო" ნდო­ბას და სიმ­შ­ვი­დეს იღებს. ეს ლე­ჟა­ვას კა­რი­ე­რა­ში სა­უ­კე­თე­სო ლე­ჟა­ვაა. რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ზე კარ­გი.

ლე­ჟა­ვა ამ სე­ზო­ნის სტა­ტის­ტი­კით.

22.1 ქუ­ლა. პირ­ვე­ლი შე­დე­გი სუ­პერ­ლი­გა­ში.

თა­მა­ში­დან ზუს­ტი სრო­ლე­ბის 52.6 პრო­ცენ­ტი. ბე­სო ამ ამ­ბავ­ში მე­ექ­ვ­სეა.

ზუს­ტი ორი­ა­ნე­ბის 58.8 პრო­ცენ­ტი. მე­სა­მე ად­გი­ლი. ძა­ან მა­გა­რია.

პრო­ცეს­ში, ლე­ჟა­ვამ სა­მი­ა­ნე­ბის 45 პრო­ცენ­ტი (40/18) ხია ათი­ან­ში. "დი­ნა­მოს" მსრო­ლე­ლი რე­ა­ლუ­რად სა­უ­კე­თე­სოა. და პრო­ცეს­ში, ბე­სო 5 მოხ­ს­ნას, თით­ქ­მის 2 პასს იღებს. ხსნის მო­სახ­ს­ნელს, არ აგ­ვი­ა­ნებს პასს და ლე­ჟა­ვას­თან ერ­თად, "დი­ნა­მოს" აქვს მა­რა­გი, შარ­მი, კლა­სი.

პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში, ლე­ჟა­ვა სა­შუ­ა­ლოდ 20 ქუ­ლა­ზე მეტს იღებს. ნუ, რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯერ მი­დის და მი­დის. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, შე­იც­ვ­ლე­ბა ბე­სოს დრო და დატ­ვირ­თ­ვა და შე­იც­ვ­ლე­ბა ბი­ჭის სტა­ტის­ტი­კაც. სტა­ტის­ტი­კა იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ არ იც­ვ­ლე­ბა კლა­სი. ეს "დი­ნა­მო" ჯერ ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობს და ამ "დი­ნა­მოს" პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა არის ბე­სო ლე­ჟა­ვა.

შსს მო­უ­მა­ტებს. ალ­ბათ, კლუ­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კი­დევ ერთ კან­დი­დატს და­ი­კონ­ტ­რაქ­ტებს. ალ­ბათ, ის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი მო­თა­მა­შე. და ალ­ბათ, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე სე­ზონს აქ, სუ­პერ­ლი­გა­ში და­ხუ­რავს და ბუ მე­ტი მო­ტი­ვა­ცი­ით, მე­ტი აგ­რე­სი­ით, მე­ტი იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ით გა­ა­კე­თებს საქ­მეს. ცინ­ცა­ძემ მო­უ­მა­ტა, "დი­ნა­მოს­თან" ორი სუ­პერ­პა­სიც გა­შან­სა, მაგ­რამ ცინ­ცა­ძე მეტს გა­ა­კე­თებს. გიო ჯერ იზ­მო­რე­ბა, სუ­პერ­ლი­გას აკ­ვირ­დე­ბა. სუ­პერ­ლი­გაც გი­ოს აკ­ვირ­დე­ბა და მე­ო­რე წრე­ში უკე­თე­სი, უფ­რო ღრმა შსს წა­მო­ვა. კო­ტე ტუ­ღუ­ში არ ცდი­ლობს ერ­თ­ჯე­რა­დი გუნ­დით მო­გე­ბას. კო­ტე ძა­ლი­ან კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია და კო­ტეს აქვს მე­ო­რე წრე­ში მო­მა­ტე­ბის, ახალ, უფ­რო მა­ღალ დო­ნე­ზე გას­ვ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვა. მე არ მომ­წონს შსს-ს თა­მა­ში, მაგ­რამ მე მომ­წონს შე­დე­გი და მე მომ­წონს მწვრთნე­ლის მუ­შა­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე­მაც უნ­და მო­უ­მა­ტოს. ან შე­იც­ვა­ლოს სტა­ტუ­სი და ნაკ­ლე­ბად და­იტ­ვირ­თოს. ყვე­ლას­თ­ვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. "დი­ნა­მოს­თან" ჩა­საგ­დე­ბი ჩა­აგ­დო ლო­ლიშ­ვილ­მა, და­იტ­ვირ­თა შსს-ს მე­ო­რე (არას­რუ­ლი) ხუ­თე­უ­ლი და "დი­ნა­მო" გა­ჩერ­და. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში, 72:66 "დი­ნა­მოს­თ­ვის" რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი და არას­წო­რი იყო. შსს-ს მე­ტით უნ­და მო­ე­გო. ბო­ლო­ში მა­თი­აშ­ვილ­მა სა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ყა­რა და სხვა­ო­ბა გა­ნა­ხევ­რ­და. ბო­ლო­ში შსს-მ ქარ­თუ­ლად ითა­მა­შა და იდე­ა­ში, ეს არ უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა. შსს კარ­გია. და უკე­თე­სი უნ­და იყოს. მწვრთნელ­მა ეს იცის.

"რუს­თა­ვი" იც­ვ­ლე­ბა. ლე­გი­ო­ნე­რით, ძვე­ლი რუს­თა­ვე­ლე­ბით, "კა­რი­ნოი" ხალ­ხით. რუს­თა­ვი ბევრს იგებ­და და ყვე­ლა­ზე კარ­გი, კი­ბორ­გი გუნ­დი "ენერ­ჯი ინ­ვეს­ტის" დროს ყო­მა­რობ­და. ტუ­ღუ­ში, გამ­ყ­რე­ლი­ძე, ვა­კო ბე­ჟა­ნიშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე ლე­გი­ო­ნე­რი, და­თო უგ­რე­ხე­ლი­ძე და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი კა­ცი, რა­მაზ გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი.

"რუს­თა­ვი" კარ­გია და რუს­თავ­ში რუს­თა­ვე­ლე­ბი იგე­ბენ. და აგე­ბენ. ალ­ბათ, მწვრთნე­ლებ­მა ოდ­ნავ უკეთ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ ეს, დღე­ვან­დე­ლი რე­სურ­სი. "რუს­თავ­ში" არის რე­გუ­ლა­რუ­ლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტ­რი, აკა­კი დვა­ლიშ­ვი­ლი. რუს­თავ­ში არის რე­გუ­ლა­რუ­ლის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მსრო­ლე­ლი, მი­შა ჭო­ჭუა. და რუს­თავ­ში არის რე­გუ­ლა­რუ­ლის ერთ-ერ­თი ჭკვი­ა­ნი, მშვი­დი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, გო­გა ცეკ­ვა­ვა. და ცეკ­ვა­ვა ზედ­მე­ტად იტ­ვირ­თე­ბა. მო­მენ­ტებ­ში, ძა­ან ზედ­მე­ტად.

ბო­ლო სამ რე­გუ­ლა­რულ­ში გო­გა თა­მა­ში­დან ძა­ლი­ან ცუ­დი პრო­ცენ­ტით ის­ვ­რის. მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი პრო­ცენ­ტით.

2011/2012 - ცეკ­ვა­ვა არის "ქუ­თა­ის­ში" და თა­მა­ში­დან მი­სი პრო­ცენ­ტი იყო 41.1. ცუ­დი, მაგ­რამ სადღაც, მი­სა­ღე­ბი.

2012/2013 - ბი­ჭი დაბ­რუნ­და "რუს­თავ­ში" და ოდ­ნავ გა­უ­ა­რეს­და ფლე­ი­მე­ი­ქე­რის პრო­ცენ­ტი, 39.5. უკ­ვე ცუ­დი იყო.

2013/2014 - "ქუ­თა­ი­სი". რე­გუ­ლა­რუ­ლის 27 ტეს­ტ­ში ცეკ­ვა­ვამ სა­შუ­ა­ლოდ 13.3 ქუ­ლა და 6.8 პა­სი აიღო. კარ­გი სტა­ტის­ტი­კა. ზე­და­პი­რუ­ლად კარ­გი სტა­ტის­ტი­კა და ცეკ­ვა­ვამ ზე­დი­ზედ მე­სა­მე სე­ზონ­ში გა­ა­უ­ა­რე­სა თა­მა­ში­დან ზუს­ტი სრო­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - 37.7. ცეკ­ვა­ვა იტ­ვირ­თე­ბა, "ქუ­თა­ი­სი" იგებს, მაგ­რამ პრო­ცენ­ტი იღ­ლე­ბა. გო­გას­თან ერ­თად.

2014/2015 - 15.7 ქუ­ლა, 5.3 მოხ­ს­ნა, 4.8 პა­სი, 1.5 ჩაჭ­რა. და პრო­ცენ­ტი. ისევ 40-ზე ნაკ­ლე­ბი. 39. და 4.3 შეც­დო­მაც ცუ­დი თე­მაა. "ოლიმ­პ­თან" "რუს­თავ­მა" ცუ­დი, უყუ­რადღე­ბო კა­ლათ­ბურ­თით წა­ა­გო და სადღაც, ბო­ლომ­დე არ გა­იქ­ცა. მი­ზეზს რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ალ­ბათ, ეგო­ნა, რომ სი­ა­რუ­ლით მო­ი­გებ­და. ვერ მო­ი­გო.

ვი­ცით და გა­ვი­გეთ, რომ ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი მა­გა­რი ფე­ნო­მე­ნია. მა­გა­რი და ამო­სახ­ს­ნე­ლი. რე­ბუ­სე­ბის, გა­მო­ცა­ნე­ბის გა­რე­შე. შე­ხე­დავ და ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, ყვე­ლა­ფერს ხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი გხე­დავს. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი და­ხუ­ჭო­ბა­ნას არ გე­თა­მა­შე­ბა და არ წით­ლ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ა­ბა­ზა­ნო­ში ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აღ­მო­ა­ჩენ და და­ას­ტუ­კებ. ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი სი­ურ­პ­რი­ზე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დი­დი ხნის წინ გა­და­ეჩ­ვია. სა­დაც ვქა­ჩა­ვათ, იქ ვქა­ჩავთ და სა­დაც გვე­ხა­ზე­ბა, იქ ხო ისე­დაც მო­ხა­ზუ­ლი გვაქვს. ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ზე წა­ვი­ჭო­რა­ოთ.

ჩე­მი უფ­რო­სი კო­ლე­გის, მე­გობ­რის პა­ა­ტა გუ­რას­პა­უ­ლის გა­და­ცე­მა­ში ქარ­თულ კა­ლათ­ბურ­თ­ზე ვსა­უბ­რობ­დით. გა­ვარ­ჩი­ეთ გუნ­დე­ბი. გა­ვი­ა­რეთ მო­თა­მა­შე­ე­ბი. ბო­ლო­ში, პა­ა­ტამ პა­ტა­რებ­ზეც ვი­სა­უბ­რო­თო და ეგეც მო­ეს­წ­რო, მაგ­რამ ვი­სა­უბ­რეთ და იდე­ა­ში, არც გვი­სა­უბ­რია. პა­ა­ტას­თან კა­ლათ­ბურ­თ­ზე, არა­კა­ლათ­ბურ­თ­ზე სა­უ­ბა­რი მე ყო­ველ­თ­ვის მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ ალ­ბათ, ჩვენ გარ­და, ამ თე­მებ­ზე სხვებ­მაც უნ­და ილა­პა­რა­კონ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სუ­პერ­ლი­გის ტუ­რის მი­მო­ხილ­ვის და­წე­რა, რო­დე­საც ტურ­ნი­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი­დან იღებ მზა სტა­ტის­ტი­კას და შე­გიძ­ლია ამ ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ზარ­მა­ცი, სი­ზარ­მა­ცის ნი­ღა­ბი მო­ირ­გო. და შე­უ­ბე­რო. ცუ­დია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­ტურ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუფ­ში ჩაჯ­და. ხორ­ვა­ტია, სლო­ვე­ნია, სა­ბერ­ძ­ნე­თი, მა­კე­დო­ნია და ჰო­ლან­დია. ალ­ბათ, მო­სა­გე­ბი გვაქვს სა­მი თა­მა­ში. ალ­ბათ, მო­ვი­გებთ. ალ­ბათ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა და სა­უ­კე­თე­სო, ოდ­ნავ დას­ვე­ნე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შემ­დეგ დო­ნე­ზე გა­დას­ვ­ლა მო­სუ­ლა.

კა­ლათ­ბურ­თი და­ის­ვე­ნებს. ჩვე­ნი კა­ლათ­ბურ­თი და­ის­ვე­ნებს. ამე­რი­კა­ში უბე­რა­ვენ და უბე­რა­ვენ. იქ კა­ლათ­ბურ­თი არით­მი­ის გა­რე­შე ცხოვ­რობს და წნე­ვის გა­ზომ­ვაც არ არის სა­ჭი­რო. ლებ­რო­ნე­ბი, კე­ვი­ნე­ბი და პარ­კე­რე­ბი სო­ლი­რე­ბენ.

სილ­ქ­ზე ეს თე­მა მი­დის. სუ­პერ­ლი­გას თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ტე­ლეტ­რან­ს­ლა­ცი­ე­ბის ხა­რის­ხი ისევ ძა­ან ცუ­დია, მაგ­რამ ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ყუ­რე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო, სა­კა­ლათ­ბურ­თო და მსუ­ყე წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ.

zura talakvadze