„"იაგუ­არ ლენდ რო­ვე­რის" მო­რი­გი სი­ახ­ლე მო­მავ­ლი­დან
26 დეკემბერი, 2014
5140
print

„იაგუ­არ ლენდ რო­ვე­რი" ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის ექ­ს­პან­სი­ას აგ­რ­ძე­ლებს. ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ამ­ჯე­რად სის­ტე­მა „360 ვირ­ჩუ­ალ ურ­ბან ვინ­დ­ს­ქ­რი­ნი" წარ­მო­ად­გი­ნა. ამ სი­ახ­ლე­ზე კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლად მა­შინ ილა­პა­რა­კა, რო­ცა კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი „ლენდ რო­ვერ დის­ქა­ვე­რი ვიჟ­ნი" გაგ­ვაც­ნო. ამ სის­ტე­მის დახ­მა­რე­ბით, და­ხუ­რუ­ლი ძა­რის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბილ­ში, მის ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს 360 გრა­დუ­სით ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­მ­ნე­ბა.

ტექ­ნო­ლო­გია სა­ლონ­ში და­მა­ტე­ბი­თი მო­ნი­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათ შო­რის ორი წი­ნა საყ­რ­დე­ნებ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მა­თი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის ეფექტს ქმნის. ამა­ში მათ გა­რე კა­მე­რე­ბი ეხ­მა­რე­ბა. ამ­გ­ვა­რად, მძღო­ლის ირ­გ­ვ­ლივ მთლი­ა­ნად გახ­ს­ნი­ლი სივ­რ­ცის ეფექ­ტი იქ­მ­ნე­ბა, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. აღარ არ­სე­ბობს უხი­ლა­ვი ზო­ნე­ბი და მძღო­ლი გა­რეთ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც ად­ვი­ლად აღიქ­ვამს.

რო­გორც „იაგუ­არ ლენდ რო­ვე­რი" აცხა­დებს, გა­რეთ მოძ­რა­ვი ფეხ­მავ­ლე­ბი, ვე­ლო­სი­პედ­ს­ტე­ბი და სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მუდ­მი­ვად მძღო­ლის თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში იქ­ნე­ბი­ან და მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. რო­დე­საც მძღო­ლი თავს მო­აბ­რუ­ნებს, რა­თა ის მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს, სა­ი­თაც მოხ­ვე­ვას აპი­რებს, შე­სა­ბა­მის მხა­რეს არ­სე­ბუ­ლი საყ­რ­დე­ნი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ხდე­ბა.

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქა­რე შუ­შა, რო­მელ­ზეც უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში მი­უწ­ვ­დო­მე­ლია. მა­გა­ლი­თად, ასეთ ვირ­ტუ­ა­ლურ შუ­შა­ზე გა­მო­სა­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცია უახ­ლო­ე­სი გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის, ან უახ­ლო­ე­სი პარ­კინ­გის შე­სა­ხებ. ამა­ვე სა­ქა­რე შუ­შის მთა­ვა­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კა­პო­ტია - სა­ქა­რე შუ­შა­ზე, კა­პო­ტის პე­რი­მეტ­რ­ში, მან­ქა­ნის ქვე­და ნა­წილ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი გა­მო­ი­სა­ხე­ბა, რომ­ლებ­ზეც ჩანს წი­ნა ბორ­ბ­ლებ­თან და მან­ქა­ნის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი სივ­რ­ცე. ასე­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო, ცუდ გზა­ზე მოძ­რა­ო­ბის დრო­საა.

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მა, სა­ხე­ლად „ფო­ლოუ-მი გოსტ ქარ ნა­ვი­გე­იშნ". ეს სის­ტე­მა, იმა­ვე ვირ­ტუ­ა­ლურ სა­ქა­რე შუ­შა­ზე, ვირ­ტუ­ა­ლურ ავ­ტო­მო­ბილს გიჩ­ვე­ნებთ, რო­მე­ლიც თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის წინ, თქვე­ნი ტრა­ექ­ტო­რი­ით მოძ­რა­ობს. ამ ტრა­ექ­ტო­რი­ას მას სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მა კარ­ნა­ხობს. პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვია - ამ ავ­ტო­მო­ბილს მიჰ­ყე­ვით და ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­გიყ­ვანთ.

რო­გორც „იაგუ­არ ლენდ რო­ვე­რის" კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შტოს დი­რექ­ტო­რი ვოლ­ფ­განგ ეპ­ლე ამ­ბობს, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე საყ­რ­დე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის დრო­საა: „ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბა საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლია. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ სი­ტუ­ა­ცია, რო­ცა არ მო­გი­წევთ საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის­თ­ვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა და არც პარ­კი­რე­ბის­თ­ვის ად­გი­ლის ძებ­ნა. ეს ბევრ პრობ­ლე­მას მო­გიხ­ს­ნით. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქა­რე შუ­შა იმ არე­ალ­ში მო­გაწ­ვ­დით, სა­ი­თაც თქვე­ნი მზე­რაა მი­მარ­თუ­ლი. და ეს ნაკ­ლე­ბად დამ­ღ­ლე­ლი და უფ­რო უსაფ­რ­თხოც იქ­ნე­ბა".

lika andiashvili