ზის და და­თოს ცი­დან ათოვს ნო­ტე­ბი...
19 დეკემბერი, 2014
5991
print

მზე­ხა მა­ხა­რა­ძე

ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხი, რო­ი­ა­ლი, ჩო­ხა, ბენ­დე­ნა, სა­ყუ­რე, და­თო ევ­გე­ნი­ძე და... პერ­ფორ­მან­სი.

ვინც და­თოს პერ­ფორ­მან­ს­ზე მოხ­ვ­და ღია ცის ქვეშ, მათ­თ­ვის "ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ა­ნი ცა იყო ჭე­რი", სათ­ქ­მე­ლი მუ­სი­კით და­იწყო, და­ირ­ღ­ვა "გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბი", შე­მო­ვი­და "უწო­ნა­დო­ბის ანა­ტო­მია" და ამ­ბობს, რომ "პირ­ვე­ლი ნო­ტი­დან ბო­ლომ­დე ერთ ამო­სუნ­თ­ქ­ვა­ზე გა­ვე­დით..."

და მა­ინც, ეს მუ­სი­კა სი­ჩუ­მით იწყე­ბა... სი­ჩუ­მის მის­ტი­ფი­კა­ცია და­თო ევ­გე­ნი­ძის თა­ვი­სე­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი "სუნ­თ­ქ­ვაა", რომ­ლის ნა­კად­შიც ბევ­რია სით­ბო, კი­დევ უფ­რო მე­ტი სიმ­სუ­ბუ­ქე და იმ­პ­რო­ვი­ზა­ცია... გგო­ნია, რომ მუ­სი­კით შენს თვალ­წინ შე­მო­აქვს სივ­რ­ცის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, ინ­ტო­ნა­ცია კი ეც­ვ­ლე­ბა. მე­რე "მი­ცუ­რავ" მუ­სი­კას სიღ­რ­მე­ში, სა­დაც შეგ­ხ­ვ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ფოლ­კი­დან პო­ლი­ფო­ნია, შე­უ­და­რებ­ლად ლა­მა­ზი ტემ­ბ­რი, ან თუნ­დაც, ნოს­ტალ­გი­უ­რი ბგე­რე­ბი­დან გაბ­ნე­უ­ლი ის ძა­ლა, რო­მე­ლიც ორ­კეს­ტ­რის მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბას მო­აქვს, გუ­ლი­დან გრძნო­ბებ­ზე გა­დის და ხდე­ბა გა­დამ­დე­ბი...

მუ­სი­კა, რო­მელ­საც წერს, მას­შია... რო­ცა უკ­რავს, მუ­სი­კა­ში ცხოვ­რობს, სულ სხვა სივ­რ­ცე­სა და სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­დის, ეს რა­ღაც რი­ტუ­ა­ლი უფ­როა, თუმ­ცა იქ­ვე გრძნობს მსმე­ნელს, მას არას­დ­როს ტო­ვებს, მე­ტიც, ის აუხ­ს­ნე­ლი გან­ც­და მო­აქვს მსმე­ნე­ლის­თ­ვის: "მე ადა­მი­ა­ნებს ბგე­რე­ბით მივ­მარ­თავ. ძა­ფე­ბია, ხი­დე­ბია ჩემ­სა და ყვე­ლას შო­რის..." და­თოს ოპუ­სე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი ფორ­მით, ში­ნა­არ­სით, ფაქ­ტუ­რით, კონ­ტ­რა­პუნ­ქ­ტით, თუნ­დაც ატო­ნა­ლურ ბგე­რა­თა ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ან სპონ­ტა­ნუ­რო­ბით. კონ­ტ­რას­ტე­ბი? პა­უ­ზე­ბის მე­რე - მუ­სი­კა ისე­ვე იწყებს ღელ­ვას, რო­გორც შტორ­მი­ა­ნი ზღვა და სო­ლო ისევ ბრუნ­დე­ბა პი­ა­ნო­ში - "ცი­ვი დო... ცი­ვი რე... ცი­ვი მი... ცი­ვი ფა... ცი­ვი სოლ... ცი­ვი ლა... თბი­ლი სი" პა­უ­ზა? პა­უ­ზე­ბიც კი ევ­გე­ნი­ძის "სი­უ­ჟე­ტის" ნა­წი­ლია.

"ზის და და­თოს ცი­დან ათოვს ნო­ტე­ბი..." - ეს ფრა­ზა მე­გო­ბარ­მა და­უ­წე­რა და­თოს, ოთა­ხის კე­დელ­ზე და ასეც არის... და­თოს სახ­ლი მი­სი მუ­სი­კით, უამ­რა­ვი ნო­ტე­ბით და ჯერ კი­დევ აუჟ­ღე­რე­ბე­ლი პარ­ტი­ტუ­რე­ბით არის სავ­სე, - ელო­დე­ბი­ან მსმე­ნელს და შემ­ს­რუ­ლე­ბელს სიმ­ფო­ნი­ე­ბი, თუნ­დაც სა­ვი­ო­ლი­ნო თუ სა­ფორ­ტე­ბი­ა­ნო ოპუ­სე­ბი...

უც­ნა­უ­რი სუ­ლაც არ არის, თუ მუ­სი­კას­თან ერ­თად და­თოს პო­ე­ზია გა­გახ­სენ­დე­ბა... ლექ­სე­ბი, ანუ "ცელ­ქი ნო­ტე­ბი გაქ­ცე­უ­ლი ასო­ებ­ში" მი­სი "ცხოვ­რე­ბის დღი­უ­რე­ბია", უსა­თა­უ­რო, წერ­ტი­ლე­ბის და მძი­მე­ე­ბის გა­რე­შე რომ გა­ერ­თი­ან­და კრე­ბულ­ში "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტა უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი"...

"რა აბო­ლო­ებს ალუბ­ლის კვირ­ტებს -

ალი­ო­ნი თუ მარ­ტის ჩი­ტე­ბი

ჩი­თის მინ­დ­ვ­რე­ბი თუ მთვა­რის ნა­მი

ამოქ­სო­ვი­ლი ღა­მის თი­თე­ბით...

რა აბო­ლო­ებს შენს ტუჩ­ზე ამ­ბორს

ჩე­მი სუნ­თ­ქ­ვა თუ აპ­რი­ლის ქა­რი

ამ სულს ვე­რაფ­რით და­ა­ბო­ლო­ებ

თუ არ გა­უ­ღე ან­გე­ლოზს კა­რი..."

"ად­რე თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში პერ­ფორ­მან­სი გა­ვა­კე­თე "ფოსტ-მო­დერ­ნი" იმი­ტომ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და, წე­რი­ლე­ბი ელექ­ტ­რო­ნულ ფოს­ტა­ზე მო­დი­ო­და და წე­რი­ლებ­მა და­კარ­გეს ის იდუ­მა­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­ლიგ­რა­ფია, ის ცოცხა­ლი ენერ­გე­ტი­კა და ის რა­ღაც­ნა­ი­რი მო­ლო­დინ. მოს­კოვ­ში რომ წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად, მე­გობ­რე­ბის­გან წე­რი­ლე­ბი მომ­დი­ო­და და მახ­სოვს ის სი­ხა­რუ­ლი ფოს­ტის ყუთს რომ გავ­ხ­ს­ნი­დი... ამი­ტომ, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში ერთ-ერთ სა­ღა­მოს ჩა­ვი­ტა­ნე სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან ძვე­ლი ფოს­ტის ყუ­თე­ბი, ხალხს და­ვახ­ვედ­რე ფურ­ც­ლე­ბი, კალ­მე­ბი... ისი­ნი წერ­დ­ნენ რა­საც უნ­დო­დათ და ამ ფოს­ტის ყუთ­ში ყრიდ­ნენ, მე­ო­რე დღეს მო­ვაწყე ამ წე­რი­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა და ამ ასო­ცი­ა­ცი­ის მე­რე გა­მო­ვე­ცი ჩე­მი ლექ­სე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ფოს­ტა უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბი" - ამ­ბობს და­თო.

კლა­სი­კუ­რი ოპუ­სე­ბი­დან ამ­ბო­ბენ, "ინ­ტე­ლექ­ტი­სა და არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბის" გა­მო უნი­კა­ლუ­რია და­თო ევ­გე­ნი­ძის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი, კლა­სი­კუ­რი დი­ვერ­სი­მენ­ტი და რექ­ვი­ე­მი. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ცალ­კე ის­ტო­რიაა ის, რომ მი­სი რექ­ვი­ე­მი "ვარ­დი სი­ლა­ში", ჩა­ი­კოვ­ს­კის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კოს-შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­ს­ზე ალ­ფ­რედ შნიტ­კემ, ედი­სონ დე­ნი­სოვ­მა და ნი­კო­ლაი სი­დელ­ნი­კოვ­მა გრან-პრით და­ა­ჯილ­დო­ვეს. რექ­ვი­ემ­ზე თქვეს, რომ ახალ­გაზ­რ­და კომ­პო­ზი­ტორ­მა "მუ­სი­კის სულ­ში ბგე­რე­ბის ას­კე­ტიზ­მ­ზე იზ­რუ­ნა..." მე­რე და­თოს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ვი­და მე­ტა­ფო­რე­ბით სავ­სე პერ­ფორ­მან­სე­ბის პე­რი­ო­დი საფ­რან­გეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, აშშ-ში... ფეს­ტი­ვა­ლი კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე. ბევრს სა­უბ­რობ­დ­ნენ "და­თოს ფი­უ­ჟენ ბენ­დ­ზე", "და­თოს ნიუ ბენ­დ­ზე", "და­თოს ნიუ ნიუ-იორკ ბენ­დ­ზე"... პერ­ფორ­მან­სე­ბის ეტაპს მოჰ­ყ­ვა ბა­ლან­ჩი­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ბა­ლე­ტი "სა­ფი­რო­ნი" და­თოს მუ­სი­კა­ზე მა­რი­ნის თე­ატ­რ­ში, თუმ­ცა უფ­რო ად­რე ევ­გე­ნი­ძის მუ­სი­კა­ში გაჩ­ნ­და კი­ნო­მუ­სი­კა, რო­მელ­მაც ცალ­კე მო­უ­ტა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის­გან არა­ერ­თი პრი­ზი, სულ ახ­ლა­ხანს კი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად აიღო სა­მი მთა­ვა­რი პრი­ზი "ოქ­როს არ­წი­ვი", "ოქ­როს ვერ­ძი" და "ოქ­როს ნი­კა" ერთ წე­ლი­წად­ში...

სპონ­ტა­ნუ­რო­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი­დან იყო "პი­ა­ნო ინ­ტერ­ვიუ", "ING" სან­თ­ლე­ბის შუქ­ზე და... და­თოს "შა­ბა­თის" პერ­ფორ­მან­სი ოპე­რის თე­ატ­რ­ში. სცე­ნა­ზე და­თო - შა­ვი რო­ი­ა­ლი, სინ­თე­ზა­ტო­რი, კა­მე­რუ­ლი ორ­კეს­ტ­რი, "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი", ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი, "ბიგ-ბენ­დი", ჯაზ­კ­ვინ­ტე­ტი, ა კა­პე­ლა და... ორი არ­ფა. თურ­მე პა­რიზ­ში, სენ-ჟერ­მე­ნის თე­ატ­რ­ში სთხო­ვეს იგი­ვე კონ­ცერ­ტი გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა, გა­ი­მე­ო­რა კი­დეც, თუმ­ცა სულ სხვა ენერ­გე­ტი­კით... "შა­ბა­თის" კონ­ცერ­ტ­ზე ვი­ღა­ცას უკითხავს: რა იქ­ნე­ბა 10 წლის მე­რე? რა და, ისევ დი­დი სა­ავ­ტო­რო პერ­ფორ­მან­სი სულ სხვა, ძვე­ლი ეპო­ქის მომ­ტა­ნი სუ­ლით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­მით, და­თოს ნო­ვა­ცი­ე­ბით და რო­გორც იტყ­ვის, "ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ემო­ცი­ით"...

კონ­ცერ­ტი "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი" და­შიფ­რუ­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბით, რო­მე­ლიც დიდ სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა იყო მუ­სი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა დრო­ის გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, სა­დაც არ არ­სე­ბობ­და ზღვა­რი, თუმ­ცა არ­სე­ბობ­და ექ­ს­პე­რი­მენ­ტი... რო­ი­ალ­თან და­თო შავ ჩო­ხა­ში, ბენ­დე­ნა­ში სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რით, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი გუნ­დით, ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბის ან­სამ­ბ­ლით, იყო ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხი, კოვ­ზე­ბი და... კონ­ტ­რა­ბა­სი.

"შა­ბა­თის" სა­ღა­მოს გა­მე­ო­რე­ბას, თუნ­დაც "კვი­რას" ან "ორ­შა­ბა­თის" მსგავ­სი სა­ღა­მოს გა­მარ­თ­ვას და­თო ევ­გე­ნი­ძე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში ისევ გვპირ­დე­ბა...

- რო­ცა უკ­რავთ, რა ხდე­ბა თქვენ­ში - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მი­დის თუ...?

- თა­ვი­სით არას­დ­როს არა­ფე­რი მო­დის. მე ჩემს კონ­ცერ­ტებ­ში დიდ უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ თავს, იქ­ვე შევ­ქ­მ­ნა მუ­სი­კა. იმ­პ­რო­ვი­ზა­ცია თა­ვის­თა­ვად ინ­ტუ­ი­ციაა, ეს შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ბე­დო, შე­გე­შინ­დეს კი­დეც, მაგ­რამ მე ჩე­მი ბუ­ნე­ბი­დან ასე მწამს: გჯე­რო­დეს და აგის­რულ­დე­ბა! სა­ხა­რე­ბი­დან ასე არ არის? - გჯე­რო­დეს და მი­ი­ღე... მე ვენ­დო­ბი ჩემს მსმე­ნელს, ამი­ტომ რწმე­ნის ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან ღრმად დევს ჩემს მუ­სი­კა­ში.

- მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის გარ­და, კი­დევ რა აქვთ სა­ერ­თო თქვენს კონ­ცერტ-პერ­ფორ­მან­სებს?

- მე ჩემს კონ­ცერ­ტებს ვახ­სე­ნებ ჩემს მსმე­ნელს, ეს კონ­ცერ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით. მინ­და ეს კონ­ცერ­ტი იყოს ისე­თი, რო­გორც 20 წლის წინ გავ­მარ­თე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში, რა­ღაც­ნა­ი­რად მინ­და, რომ ძვე­ლი დრო და­ვაბ­რუ­ნო. მუ­სი­კა იქ­ვე და­ი­წე­რე­ბა და ეს მუ­სი­კა იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე თბი­ლი, რო­გო­რიც არის თბი­ლი სი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ დიდ კონ­ცერტს, რო­მელ­საც და­ვარ­ქ­ვი "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი", ჩე­მი აზ­რით, იყო "სი­ნა­ნუ­ლის ათას­წ­ლე­უ­ლი", რად­გან მე უდი­დე­სი დრო ვიცხოვ­რე XX სა­უ­კუ­ნე­ში, ამი­ტომ მინ­დო­და ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­მე­ხა­ტა ჩე­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას­თან, მის ის­ტო­რი­ას­თან, იმას­თან, რაც ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ა­რა ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე. თხრო­ბა, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი მე­ფი­დან და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­დან და­ვიწყე იმი­ტომ, რომ არა მგო­ნია მსოფ­ლი­ო­ში ბევრ ქვე­ყა­ნას ჰყავ­დეს ისე­თი მი­რონ­ცხე­ბუ­ლი მე­ფე, რო­მელ­მაც და­წე­რა "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი", რო­მელ­მაც თქვა "ფე­ხი და­მად­გით გულ­ზე ყო­ველ­მან"... ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი პო­ე­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, ამი­ტომ მინ­დო­და, მა­თი პო­ე­ზია ყო­ფი­ლი­ყო ამ კონ­ცერ­ტის ფა­ბუ­ლა, რო­გორც გზა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა, რო­მელ­საც გან­ც­დი­ლი ჰქონ­და ბი­ზან­ტი­ის გავ­ლე­ნა, თურ­ქე­თის გავ­ლე­ნა, იგი­ვე სპარ­სე­თის გავ­ლე­ნა... მე ხა­ზი გა­ვუს­ვი იმას, რომ ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ამ გავ­ლე­ნე­ბი­დან მხო­ლოდ კარგს ვი­ტო­ვებ­დით, ვი­თა­ვი­სებ­დით და ვა­კე­თილ­შო­ბი­ლებ­დით მათ კულ­ტუ­რას, ანუ მუ­სი­კით მოვ­ყე­ვი, ამ დაპყ­რო­ბებ­მა ჩვენ რო­გორ გაგ­ვამ­დიდ­რა, ამი­ტო­მაც სცე­ნა და­იტ­ვირ­თა სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რით, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი გუნ­დით, ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბის ან­სამ­ბ­ლით, ასე­ვე ირა­ნუ­ლი ხალ­ხუ­რი ან­სამ­ბ­ლით, ასე­ვე რუ­სუ­ლი ხალ­ხუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი თა­ვი­სი კოვ­ზე­ბით და ხერ­ხით, "კურ­ს­კის ტი­რი­ლე­ბი", ჯა­ზი - რო­გორც ამე­რი­კუ­ლი გავ­ლე­ნა... და ბო­ლოს, ეს თი­თო­ე­უ­ლი გავ­ლე­ნა ერ­თად ჟღერ­და რო­გორც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­და­სა­ხე­დი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ფუ­ძე ჰქონ­და. ის, რომ მუ­სი­კა იქ­ვე სცე­ნა­ზე იბა­დე­ბო­და, არის ჩე­მი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა ჩე­მი მუ­სი­კის მი­მართ. და მომ­წონს ის, რომ ამას ვბე­დავ, ვრის­კავ და არც მე­ში­ნია. ახ­ლაც ახა­ლი კონ­ცერ­ტის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ექ­ნე­ბა კი­დევ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ნა­ლი, ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა სი­ურ­პ­რი­ზი. ყო­ველ­თ­ვის რთუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე დაკ­ვ­რა, კი­დევ სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ისი­ნი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად, თით­ქოს ზურ­გის ტვი­ნით გრძნო­ბენ იმას, რაც შენ ჩა­ი­ფიქ­რე, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორ­მა და შენ­თან ერ­თად უხა­რი­ათ.

- კონ­ცერ­ტის წინ ნერ­ვი­­ლობთ?

- ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ...

- თქვენ­­ვის რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ექ­­პე­რი­მენ­ტია კონ­ცერ­ტი ღია ცის ქვეშ? ქუ­ჩის ხმა­­რი და­მა­ტე­ბი­თი ბგე­რაა იმ­­რო­ვი­ზა­ცი­ის­­ვის?

- ჩე­მი მუ­სი­კა უფ­რო აკუს­ტი­კუ­რი სივ­რ­ცი­საა... მსმე­ნელ­თან კონ­ტაქტს ჩემ­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, თა­ნაც იმ მუ­სი­კის სპე­ცი­ფი­კი­დან, რა­საც ვა­კე­თებ, ჩემ­თ­ვის ნო­ტე­ბის გარ­და, ყვე­ლა შე­მად­გე­ნელს, რაც ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბა, აქვს უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ქუ­ჩა­ში ხმა­უ­რია, ბგე­რე­ბი იფან­ტე­ბა და მე­რე უკან ბრუნ­დე­ბა, თა­ნაც მე მარ­ტივ მუ­სი­კას ხომ არ ვუკ­რავ? ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტით იმი­ტომ, რომ 7000 კა­ცი გა­ერ­თ­კა­ცე­ბუ­ლი იდ­გა და მის­მენ­და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე არ შე­მი­თა­ვა­ზე­ბია მათ­თ­ვის კო­მერ­ცი­უ­ლი ევ­გე­ნი­ძე. ამ სა­ერ­თო ენერ­გი­ამ გა­მა­კე­თე­ბი­ნა ის, რომ მე გავ­ტე­ხე საზღ­ვა­რი, ახ­ლოს მი­ვე­დი ხალ­ხ­თან, კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი რო­გო­რი მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ ჩემს ქარ­თ­ველ მსმე­ნელს... მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რე­შე სი­ცოცხ­ლე არ შე­მიძ­ლია, ამი­ტომ რო­ცა ვერ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ჩემს ქვე­ყა­ნას ვი­გო­ნებ­დი იქ, სა­დაც ვი­ყა­ვი - მუ­სი­კით, პო­ე­ზი­ით, სიტყ­ვით, შეგ­რ­ძ­ნე­ბით, მო­გო­ნე­ბე­ბით... არ­სე­ბობს რე­ა­ლო­ბა, არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ლან­დ­შაფ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ნა­ხო, მაგ­რამ ჩე­მი ქვე­ყა­ნა მარ­ტო არ­ქი­ტექ­ტუ­რა ხომ არ არის? აქ არის ის აურა, ის გრძნო­ბა, ის ენერ­გე­ტი­კა, რო­მელ­შიც და­ვი­ბა­დე, რო­მე­ლიც თან დამ­ყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც სულ ჩემ­თან არ­სე­ბობს და ცხოვ­რობს რო­გორც ფოლ­კ­ლო­რი. ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა ჩემ­თ­ვის იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლი და თვით­მ­ყო­ფა­დია, რომ ის ჩემ­თ­ვის ფრეს­კაა, ამი­ტომ მე თუ ფოლ­კ­ლო­რი ოდეს­მე გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, მხო­ლოდ მი­პა­სუ­ხია მის­თ­ვის... და სწო­რედ ასე­თი იყო "სა­მა­ნის" თე­მა ქალ­თა ხო­რუ­მის­თ­ვის. "ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბის" მუ­სი­კა იცით რო­გორ დავ­წე­რე? ავი­ღე ოსუ­რის თე­მა, ოსუ­რი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა და უკუღ­მა, ანუ უკა­ნა სვლით და­ვუ­კა­რი. კი, რომ უს­მენ ცნობ, მაგ­რამ ხვდე­ბი, რომ რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა ხდე­ბა. ეს იყო ამ მუ­სი­კის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი პრინ­ცი­პი და მთე­ლი გუ­ლით ვი­მუ­შა­ვე.

- რო­მე­ლი ეპო­ქის მუ­სი­კო­სი ხართ?

- არც ერ­თი დრო­ის. იმი­ტომ, რომ მუ­სი­კა არ ეკუთ­ვ­ნის კონ­კ­რე­ტულ თა­რი­ღებს, უბ­რა­ლოდ მე მო­მი­წია XX და XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის საზღ­ვარ­ზე დგო­მა, სა­უ­კუ­ნე­ებს შო­რის ტი­რეა ისე­ვე, რო­გორც და­ბა­დე­ბა­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის. ეს ტი­რე ვი­თომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა, თუმ­ცა ამ დროს ორ თა­რიღს შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რა­საც სი­ცოცხ­ლე ჰქვია. ასე რომ, მე ის ტი­რე ვარ სა­უ­კუ­ნე­ებს შო­რის...

- დაზღ­ვე­­ლია თქვე­ნი თი­თე­ბი?

- არა, არა... ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით: ჩე­მი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, თი­თი მო­ვი­ტე­ხე, მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის შუა თი­თი, უფ­რო სწო­რად კი არ მომ­ტყ­და, ხრტი­ლებს შო­რის ზე­და მხა­რე ამო­მი­ვარ­და, ბა­ლი­ში გაწყ­ვი­ტა და... რენ­ტ­გე­ნი, რომ გა­და­მი­ღეს, თი­თის ეს ორი ნა­წი­ლი ისე იყო ერ­თ­მა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლი, რომ კონ­ტაქ­ტი არ ჰქონ­და, მე­რე ექი­მე­ბი უარს ამ­ბობ­დ­ნენ: ევ­გე­ნი­ძის თითს ვერ შე­ვე­ხე­ბით, ვერ და­ვა­მუ­შა­ვებ­თო... შე­ე­შინ­დათ. სა­მეგ­რე­ლო­დან ჩა­მო­ვე­დი, ამ ამ­ბი­დან 8 სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი, რომ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. იქ კონ­სი­ლი­უ­მი შე­იკ­რი­ბა და... მო­იყ­ვა­ნეს ერ­თი ასა­კო­ვა­ნი კა­ცი სა­ხე­ლად ელ­შუ­ქი, რო­მელ­მაც და­მი­მუ­შა­ვა ეს თი­თი და გა­დახ­ვე­ვა­ზე სა­მი დღის მე­რე და­მი­ბა­რა. რომ მო­ვე­დი, ამ კაც­მა პირ­ჯ­ვა­რი გა­და­ი­წე­რა, თან მითხ­რა: იმე­დი არ მქონ­და თი­თი თუ სა­ერ­თოდ შე­ხორ­ც­დე­ბო­დაო.,. მე­ა­თე დღეს თა­ბა­ში­რი მო­ვიხ­სე­ნი და და­ვუ­კა­რი, მაგ­რამ თითს კარ­გა ხანს ვერ ვღუ­ნავ­დი. ეს ხომ დი­დი პრობ­ლე­მაა პი­ა­ნის­ტის­თ­ვის?! მე­რე მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დი, მი­ვე­დი ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ქი­რურ­გ­თან და რენ­ტ­გე­ნი რომ ვაჩ­ვე­ნე, ის­ტო­რი­აც რომ მო­ვუ­ყე­ვი გაკ­ვ­რი­ვე­ბულ­მა - შენ­თ­ვის თი­თი ჯა­დო­ქარს და­უ­მუ­შა­ვე­ბია, რად­გან ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო კა­ნო­ნით უნ­და და­გე­კარ­გაო, მითხ­რა. მე, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ბა­ტონ ელ­შუქს, რომ გა­და­მარ­ჩი­ნა, მუ­სი­კო­სის­თ­ვის თი­თის ამ­პუ­ტა­ცია, ტრა­გე­დი­ა­ზე მე­ტია!

- არის რო­­­ლი, რო­მელ­ზეც არ და­უკ­რავთ? კონ­ცერ­ტებ­ზე კლა­ვი­შე­ბი­დან სი­მებ­ზე გა­და­სულ­ხართ, ეს ექ­­პე­რი­მენ­ტიც იმ­­რო­ვი­ზა­ციაა?

- რო­ი­ალ­ში რო­დის "ჩავ­ძ­ვ­რე­ბი" არა­ვინ არ იცის, მათ შო­რის მეც... სი­მებ­ზე როც ვუკ­რავ, თი­თე­ბი­დან სის­ხ­ლი წა­მომ­ს­ვ­ლია, ეს ყო­ფი­ლა ბევ­რ­ჯერ, მე ხომ და­უც­ვე­ლი თი­თე­ბით ვუკ­რავ? სა­ერ­თოდ ჩემ­თ­ვის ცუ­დი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, იმ­დე­ნად იდუ­მა­ლია სა­კონ­ცერ­ტო რო­ი­ალ­თან შე­ხე­ბა, რომ... ამ დროს რო­ი­ა­ლი მარ­ტო მე არ მე­კუთ­ვ­ნის, ის ჩემს მსმე­ნელ­თან მა­კავ­ში­რებს... საყ­ვა­რე­ლი ინ­ტ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ჩემ­თ­ვის ჩე­მი ძვე­ლი პი­ა­ნი­ნოა, PETROF-ი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რო­ი­ა­ლი არას­დ­როს მქო­ნია. რო­ი­ა­ლი ოკე­ა­ნეა, ეს პი­ა­ნი­ნო კი შა­ვი ზღვა, ბავ­შ­ვო­ბი­დან იმ­დე­ნი ენერ­გია მაქვს მი­ცე­მუ­ლი, ის ჩემ­თ­ვის ცოცხა­ლია, კი­დევ სხვა­ნა­ი­რად იდუ­მა­ლი, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. რო­დე­საც ვმუ­შა­ობ მსხვი­ლი ფორ­მის ნა­წარ­მო­ებ­ზე, ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­თან ვარ და ფან­ქ­რით ვწერ...

- ლე­გენ­და­რულ ლორ­კა მი­­სი­ნის ქო­რე­ოგ­რა­ფი­­ზე ბა­ლე­ტი-მის­ტე­რია "ალექ­სან­­რე მა­კე­დო­ნე­ლის" პრე­მი­­რა რო­დის შედ­გე­ბა?

- დი­ახ, ბა­ლე­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფია ლორ­კა მი­ა­სი­ნი, დი­დი ბა­ლეტ­მა­ის­ტე­რის, ლე­ო­ნიდ მი­ა­სი­ნის შვი­ლი, გარ­სია ლორ­კას ნათ­ლუ­ლი, პი­კა­სო­სა და და­ლის ხელ­ში გაზ­რ­დი­ლი... ეს არის ბა­ლე­ტი 2 მოქ­მე­დე­ბად და 4 სუ­რა­თად, ლიბ­რე­ტო­ში ირე­ა­ლუ­რი რე­ა­ლურს ერ­წყ­მის, ჩარ­თუ­ლია ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გია, ლე­გენ­დე­ბი, თვი­თონ ალექ­სან­დ­რეც ხომ ღმერ­თად თვლი­და თავს?.. უკ­ვე და­ვას­რუ­ლე ამ ბა­ლეტ­ზე მუ­შა­ო­ბა, მუ­სი­კის ყვე­ლა მთა­ვა­რი თე­მა დავ­წე­რე ისე, რომ ლორ­კას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, ლიბ­რე­ტო­ზე ვსა­უბ­რობ­დით... ამ ბა­ლე­ტის დად­გ­მა­ზე მი­ლა­ნის ლა სკა­ლას, და ვე­რო­ნის თე­ატ­რებ­თან მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

- 10 წლი­სას უკ­ვე სავ­ტო­რო კონ­ცერ­ტი გქონ­დათ. თუ გახ­სოვთ, რო­გო­რი იყო პა­ტა­რა კომ­პო­ზი­ტო­რის ბავ­­ვუ­რი ემო­ცი­­ბი?

- რო­გორ არ მახ­სოვს, მე თვი­თონ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მაგ­რად, ვუნ­დერ­კინდს მე­ძახ­დ­ნენ მე­რე, მე კი­დევ არ ვი­ცო­დი რას ნიშ­ნავ­და ეს სიტყ­ვა...

- მო­ცარ­ტის­ტი ხართ?

- აბა რა! მო­ცარ­ტი კომ­პო­ზი­ტორ­ზე მე­ტია, ძა­ლი­ან დი­დია...

- ლექსს წაგ­ვი­კითხავთ?

- მძი­მე მარ­ხ­ვაა... მე ვერ ვმარ­ხუ­ლობ

ისევ მივ­ყ­ვე­ბი სიზ­მ­რის მარ­ხი­ლებს...

რა ცოდ­ვა მა­დევს - ღმერ­თო ასე­თი

აღ­სა­რე­ბა­ზე - რომ ვერ ვამ­ხი­ლე...

მძი­მე მარ­ხ­ვაა აღ­დ­გო­მა მო­დის

ნე­ტავ თუ შევ­ძ­ლებ მზის შორს დად­გო­მას

არ ვი­ცი რო­დის მო­ვი­ტან ღა­მეს

და სიტყ­ვით შევ­ძ­ლებ სუ­ლის გათ­ბო­ბას...

აღ­დ­გო­მა მო­დის მძი­მე მარ­ხ­ვაა...

მე ისევ ვცო­დავ და ვერ ვმარ­ხუ­ლობ...

რა ვქნა სიზ­მა­რი მგო­ნია თა­ვი

და მე ხან­და­ხან ღმერ­თიც მნა­ხუ­ლობს...

- რომ არა მუ­სი­კო­სი, ვინ იქ­ნე­ბო­დით?

- მა­ინც მუ­სი­კო­სი. ვხა­ტავ, ლექ­სებს ვწერ და... ჩე­მი ლექ­სე­ბიც მუ­სი­კით არის სავ­სე.

- მო­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­­ში არის ლე­გენ­და და­თო ევ­გე­ნი­ძის სა­ფორ­ტე­პი­­ნო კონ­ცერ­­ზე, რომ­ლის სა­ორ­კეს­­რო პარ­ტი­ტუ­რა და­კარ­გეთ, ასე­ვე ცალ­კე ლე­გენ­და ჰინ­დე­მი­ტის სას­წა­­ლად ძნელ, რო­მე­ლი­ღაც ურ­თუ­ლეს ნა­წარ­მო­ებ­ზე, წარ­მო­უდ­გე­ნელ დრო­ში რომ ის­წავ­ლეთ...

- ეგ ის­ტო­რია სა­ი­დან იცით? მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­და მქონ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ში, არ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, არ მახ­სოვ­და, რომ ეს ჰინ­დე­მი­ტიც მქონ­და პროგ­რა­მა­ში, - ურ­თუ­ლე­სი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ატო­ნა­ლუ­რი, ეს არის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, თა­ვი­დან შუ­ამ­დე რომ მი­დი­ხარ, მე­რე სარ­კი­სე­ბუ­რად უკუღ­მა იკ­ვ­რე­ბა... და­საკ­რა­ვად ხომ რთუ­ლია და რთუ­ლი, კი­დევ უფ­რო რთუ­ლია და­მახ­სოვ­რე­ბა... სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დაა და ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბი არ ვი­ცი. ამ გა­მოც­დის გა­რე­შე ას­პი­რან­ტუ­რა­ში გა­მოც­დებ­ზე არ და­მიშ­ვებ­დ­ნენ და ჯარ­ში მივ­დი­ო­დი... მო­ვითხო­ვე ნო­ტე­ბი, მე­რე ვი­კითხე, რამ­დე­ნი კა­ცია გა­მოც­და­ზე და რამ­დე­ნი მაქვს დრო მეთ­ქი? სა­ა­თი და 40 წუ­თიო. მე სა­ა­თი და 40 წუ­თი იქ­ვე აუდი­ტო­რი­ა­ში ჩა­ვი­კე­ტე და მე­რე და­ვუ­კა­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­მოც­და­ზე. ჩე­მი პე­და­გო­გი გა­გიჟ­და, გუ­ლი გა­უხ­და ცუ­დად, მე­რე ვერ მო­ით­მი­ნა, კო­მი­სი­ას უთხ­რა ეს ამ­ბა­ვი...

პარ­ტი­ტუ­რის და­კარ­გ­ვა ტრა­გე­დია იყო ჩემ­თ­ვის. სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი, ეს ჩე­მი დიპ­ლო­მია, 40 წუ­თი­ა­ნი მუ­სი­კა იყო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტ­რის­თ­ვის და­წე­რი­ლი. მე პირ­და­პირ თეთ­რად ვწერ, ამი­ტომ ას­ლე­ბი არ მქონ­და...

- ფან­­რით წერ­დით?..

- ჰო აბა! რი­ტუ­ა­ლი მქონ­და: ფან­ქა­რი პირ­ში, სი­გა­რე­ტი ხელ­ში და... მოკ­ლედ,

სამ ნა­წი­ლი­ა­ნი ხომ არის ეს კონ­ცერ­ტი, სამ დღე­ში მაქვს დიპ­ლო­მი და ტაქ­ს­ში არ დამ­რ­ჩა პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი? უკა­ნა ფან­ჯა­რა­ზე შე­მოვ­დე და რომ ავი­ღე, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ქვე­ვით იდო თურ­მე და დამ­რ­ჩა. ტაქ­სო­პარ­კებ­ში ატყ­და რეკ­ვე­ბი დე­და­ჩე­მის მხრი­დან, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვეთ, და­ი­კარ­გა, გაქ­რა რა... და ერთ ღა­მე­ში დავ­წე­რე ეს ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მი­ნი­მუმ 6 თვე მა­ინც უნ­და, დავ­წე­რე სრუ­ლი­ად ახა­ლი, გა­სა­ორ­კეს­ტ­რებ­ლად კი არა, პირ­და­პირ ყვე­ლა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის­თ­ვის პარ­ტი­ტუ­რა. ამის მოწ­მე­ე­ბი არი­ან თამ­რი­კო სიფ­რაშ­ვი­ლი, დე­და­ჩე­მი... ისე­თი ტემ­პით ვწერ­დი, აღარც მახ­სოვ­და პირ­ვე­ლი გვერ­დი რა იყო...

- ბენ­დე­ნა და სა­ყუ­რე რო­დის შე­მო­ვი­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და... მო­და­შიც იყო, სა­ყუ­რეც გა­ვი­კე­თე. რომ და­მი­ნა­ხეს ბე­ბი­ა­ჩემ­მა და მა­მა­ჩემ­მა გა­გიჟ­დ­ნენ, თან წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­შინ თბი­ლის­ში, ასე არა­ვინ და­დი­ო­და.

მზეხა მახარაძე