„მუს­ტან­გ­მა" გა­ყიდ­ვებ­ში „კა­მა­რო" ჩა­მო­ი­ტო­ვა
19 დეკემბერი, 2014
5081
print

1960-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბა­ზარ­ზე „ფორდ მუს­ტან­გ­სა" და „შევ­რო­ლე კა­მა­როს" შო­რის უშე­ღა­ვა­თო მე­ტო­ქე­ო­ბაა. ამ პა­ექ­რო­ბა­ში, ცის­ფე­რი ოვა­ლის სი­ა­მა­ყეს უფ­რო ხში­რად ჰქონ­და უპი­რა­ტე­სო­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლია, „კა­მა­რომ" და­წი­ნა­უ­რე­ბა შეძ­ლო. და მა­ინც, უახ­ლე­სი „მუს­ტან­გის" გა­ყიდ­ვე­ბის დაწყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე სრულ თვე­ში, უპი­რა­ტე­სო­ბას ისევ „მუს­ტან­გი" და­ე­უფ­ლა.

რო­გორც გა­მო­ცე­მა „დეტ­რო­იტ ბი­უ­რო" იუწყე­ბა, ნო­ემ­ბერ­ში ცის­ფერ­მა ოვალ­მა 8 728 ცა­ლი „მუს­ტან­გი" გაჰ­ყი­და, ანუ შარ­შან­დელ ნო­ემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით 62 პრო­ცენ­ტით მე­ტი. „ფორ­დი" აცხა­დებს, რომ 2006 წლის შემ­დეგ, ეს მი­სი მასქლ ქა­რის სა­უ­კე­თე­სო ნო­ემ­ბე­რია. შე­და­რე­ბის­თ­ვის, ნო­ემ­ბერ­ში „კა­მა­როს" მხო­ლოდ 4 385 მყიდ­ვე­ლი ჰყავ­და, რაც შარ­შან­დელ ნო­ემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით 13.5 პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია.

„ფორ­დის" ჯგუ­ფის ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტ­მა რაჯ ნა­ირ­მა, ვინც წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უძღ­ვე­ბა, „დეტ­რო­იტ ბი­უ­როს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და, რომ დეტ­რო­ი­ტის მო­ტორ შო­უ­ზე მი­სი კომ­პა­ნია „მუს­ტან­გის" ახალ ვერ­სი­ას წა­რად­გენს. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის „შელ­ბი მუს­ტანგ GT350R-ს" გუ­ლის­ხ­მობს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს, ლოს ან­ჯე­ლე­სის მო­ტორ შო­უ­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი, „მუს­ტან­გის" ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი „შელ­ბი მუს­ტანგ GT350-ის" კი­დევ უფ­რო მძლავ­რი ვერ­სიაა.

„მუს­ტან­გის" ნო­ემ­ბ­რის მიღ­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, წლის შე­დე­გე­ბით წინ მა­ინც „კა­მა­როა", რო­მე­ლიც 79 669 ცა­ლია გა­ყი­დუ­ლი. „მუს­ტან­გის" ან­გა­რიშ­ზე 73 124 მყიდ­ვე­ლია. ანუ, ნო­ემ­ბ­რის ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, წინ მა­ინც „კა­მა­რო" დარ­ჩე­ბა. თუმ­ცა, აქ ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ახა­ლი „მუს­ტან­გი" უკ­ვე გლო­ბა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლია და მას თან­და­თან სულ უფ­რო მეტ ბა­ზარ­ზე შე­ი­ტა­ნენ, რაც აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა გა­ყიდ­ვებ­ზე.

lika andiashvili