„ლამ­ბორ­გი­ნი ეგო­ის­ტა" 1/18 მას­შ­ტაბ­ში
19 დეკემბერი, 2014
733
print

„ლამ­ბორ­გი­ნი ეგო­ის­ტა" ერ­თ­ჯე­რა­დი პრო­ექ­ტია, არც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი, არც სხვა რამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის. ის ერ­თხელ შექ­მ­ნეს, მხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­ვარ­ჯი­შოდ და რაც მთა­ვა­რია, კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბი­დან 50 წლის იუბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. და არც გა­უ­ყი­დი­ათ. ამ­ჟა­მად სანტ’აგა­ტა ბო­ლო­ნე­ზე­ში იმ­ყო­ფე­ბა, კომ­პა­ნი­ის მუ­ზე­უმს ამ­შ­ვე­ნებს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მდიდ­რე­ბის­თ­ვი­საც და კომ­პა­ნი­ის ერ­თ­გუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვი­საც მი­უწ­ვ­დო­მე­ლია.

ამ ავ­ტო­მო­ბილს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა აქვს - თა­ვი­სი ფორ­მე­ბით სტელ­სის ტი­პის სამ­ხედ­რო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს მო­გა­გო­ნებთ, მათ­სა­ვით კოკ­პი­ტი-სან­თე­ლი აქვს, რო­მე­ლიც შიგ­ნი­და­ნაც პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­სა­ვი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. იქ კი მხო­ლოდ ერ­თი ად­გი­ლია - ეგო­ის­ტის­თ­ვის. ანუ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვი­საც ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის სხვის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა არ სურს.

მაგ­რამ მა­ლე მი­სი შე­ძე­ნა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ოღონდ, არა ორიგ­ნა­ლუ­რი ზო­მის და არც ძრა­ვით - კომ­პა­ნია „MR კო­ლექშნ მო­დელ­ს­მა" „ლამ­ბორ­გი­ნი ეგო­ის­ტას" 1/18 მას­შ­ტა­ბის მო­დე­ლი გა­მო­უშ­ვა. მარ­თა­ლია, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რაა, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად იდე­ა­ლუ­რად იმე­ო­რებს ორი­გი­ნა­ლის ფორ­მებს. ფერ­თა გა­მაც, რა თქმა უნ­და, მი­სი აქვს.

რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, „MR კო­ლექშნ მო­დელ­ს­მა" თა­ვი­სი „ეგო­ის­ტა" ერ­თ­ზე მე­ტი და­ამ­ზა­და. ზუს­ტად რამ­დე­ნი, ამა­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ისი­ნი თა­ვად „ლამ­ბომ" შე­უკ­ვე­თა, რო­მელ­მაც ყვე­ლა მო­დე­ლი თა­ვის ძა­ლი­ან სა­პა­ტიო სტუმ­რებს და­უ­რი­გა, რომ­ლე­ბიც მა­ის­ში კომ­პა­ნი­ის იუბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წ­რ­ნენ.

lika andiashvili