FXX K - „ფე­რა­რი ლა­ფე­რა­რი" სტე­რო­ი­დებ­ზე
12 დეკემბერი, 2014
819
print

„სტე­რო­ი­დე­ბის" წყა­ლო­ბით, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის პი­ლო­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 1050 ცხე­ნის ძა­ლაა. მის სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვებ­ში ად­რე­ნა­ლი­ნის მოზღ­ვა­ვე­ბას კი მარ­ტო ის ხმაც გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­გო­რიც ფორ­მუ­ლა ერთს სა­ნატ­რე­ლი გა­უხ­და. მა­რა­ნე­ლო­ში მხო­ლოდ 40 ცა­ლი FXX K-ს დამ­ზა­დე­ბას აპი­რე­ბენ და მა­თი სიძ­ვი­რის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ზე შეკ­ვე­თა უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლია. სა­ხელ­ში K სის­ტე­მა KERS-ს (კი­ნე­ტი­კუ­რი ენერ­გი­ის რე­კუ­პე­რა­ცი­ის სის­ტე­მა) აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც სიმ­ძ­ლავ­რის გა­საზ­რ­დე­ლა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ისე­ვე რო­გორც წი­ნა­მორ­ბედ „ენ­ცოს" სატ­რე­კო ვერ­სია FXX, უახ­ლე­სი FXX K-ც ერ­თ­გ­ვა­რი „ავ­ტო­მო­ბი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რიაა", რო­მელ­საც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი აფი­ნან­სებს. რა თქმა უნ­და, ეს გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაა ნათ­ქ­ვა­მი, რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლი მის მფლო­ბე­ლის სა­კუთ­რე­ბად ით­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა შე­ნახ­ვას თა­ვად მწარ­მო­ე­ბე­ლი კის­რუ­ლობს და რა თქმა უნ­და, მომ­სა­ხუ­რე­ბაც მას­ზე­ვეა. უფ­რო მე­ტიც, იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია კლი­ენტს ავ­ტო­მო­ბილს იქ მიჰ­გ­ვ­რის, სა­დაც ის ისურ­ვებს. რა თქმა უნ­და, ტრე­კი იგუ­ლის­ხ­მე­ბა, სა­დაც მან­ქა­ნას „ფე­რა­რის" ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლიც გაჰ­ყ­ვე­ბა.

სატ­რე­კო FXX K-ს ჰიბ­რი­დუ­ლი აგ­რე­გა­ტი 1050 ცხე­ნის ძა­ლას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ანუ სტან­დარ­ტუ­ლი „ლა­ფე­რა­რის" აგ­რე­გატ­ზე 87 ცხე­ნით მეტს. უფ­რო მე­ტიც, მი­სი სიმ­ძ­ლავ­რე 50 ცხე­ნის ძა­ლით სჯობს უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტ „მაკ­ლა­რენ P1 GTR-ის" ჰიბ­რი­დუ­ლი აგ­რე­გა­ტის სიმ­ძ­ლავ­რეს. FXX K-ს ჰიბ­რი­დუ­ლი აგ­რე­გა­ტი მო­ი­ცავს 6.3-ლიტ­რი­ან ატ­მოს­ფე­რულ V12 ძრავს, რო­მე­ლიც 860 ცხე­ნის ძა­ლას იძ­ლე­ვა და ელექ­ტ­რულ ძრავს, რომ­ლის მაქ­სი­მუ­მიც 190 ცხე­ნის ძა­ლაა. აგ­რე­გა­ტის ჯა­მუ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­მენ­ტი 900 ნი­უ­ტონ­მეტ­რია.

V12 ძრა­ვის სიმ­ძ­ლავ­რე, სტან­დარ­ტულ ვა­რი­ან­ტ­თან შე­და­რე­ბით, 60 ცხე­ნის ძა­ლით არის გაზ­რ­დი­ლი. ინ­ჟინ­რებ­მა ამას ახა­ლი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ლილ­ვე­ბის, სარ­ქ­ვე­ლე­ბის ბუ­დე­ე­ბის და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი მბიძ­გ­ვე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, მე­ქა­ნი­კუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­აღ­წი­ეს. უკეთ და­მუ­შავ­და შემ­შ­ვე­ბი კო­ლექ­ტო­რის ში­და მი­ლე­ბი, გა­მო­სა­ბოლქვ სის­ტე­მას კი მა­ყუ­ჩე­ბი მო­ა­შო­რეს. სრულ­ყო­ფის პრო­ცე­სი სის­ტე­მა HY-KERS-საც შე­ე­ხო. პი­ლოტს მი­სი მუ­შა­ო­ბის ოთხი რე­ჟი­მის შერ­ჩე­ვა შე­უძ­ლია. ესე­ნია საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იყე­ნებს აგ­რე­გა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ოღონდ ამ რე­ჟიმ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა წრის გავ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი; მე­ო­რეა ლონგ რან, ანუ ხაგ­რ­ძ­ლი­ვი გა­მოს­ვ­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბაა; მე­სა­მეა მე­ნუ­ალ ბუსტ, რო­მე­ლიც მყი­სი­ერ მაქ­სი­მა­ლურ მო­მენტს იძ­ლე­ვა; და მე­ოთხეა ფასტ ჩე­ირჯ, რომ­ლის დრო­საც, სის­ტე­მის ელე­მენ­ტე­ბის ბლო­კი სწრა­ფად იმუხ­ტე­ბა ენერ­გი­ით.

რა თქმა უნ­და, მა­რა­ნე­ლო­ე­ლებ­მა თა­ვი­ანთ სი­ა­მა­ყეს აერო­დი­ნა­მი­კაც და­უხ­ვე­წეს. FXX K-ს ცხვირ­ში სპო­ი­ლე­რე­ბის სამ­შ­რი­ა­ნი სის­ტე­მა გან­ლაგ­და, რო­მელ­საც ხში­რად სპლი­ტე­რა­დაც მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. პრინ­ციპ­ში, ამ სა­მი­დან ერ­თი, ყვე­ლა­ზე დაბ­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი და შუ­ა­ზე გა­ყო­ფი­ლი სპლი­ტე­რია და ორი - სპო­ი­ლე­რი. ამ ტი­პის ელე­მენ­ტე­ბი „ფე­რა­რიმ" GT კა­ტე­გო­რი­ის სარ­ბო­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ი­ღო, რომ­ლი­თაც გამ­ძ­ლე­ო­ბა­ზე რბო­ლე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ას­პა­რე­ზობს. უკან ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ახ­ლე, კი­დე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, პა­ტა­რა ფრთო­ვა­ნე­ბია, რო­მელ­თა შო­რი­საც, სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის, ავ­ტო­მა­ტუ­რად და­სა­კე­ცი ან­ტი ფრთა გან­ლაგ­და, რო­მე­ლიც და­ბალ სიჩ­ქა­რე­სა და უძ­რა­ო­ბი­სას, ძა­რის უკა­ნა ნა­წილ­შია ჩა­მა­ლუ­ლი. მას ორი­ვე კი­დე­ში წვრი­ლი ფა­რე­ბი აბო­ლო­ებს. ახა­ლი აერო­დი­ნა­მი­კა, და­ბა­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით (მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე), 50 პრო­ცენ­ტით მეტ ჩა­ჭი­დე­ბის ძა­ლას იძ­ლე­ვა, მა­ღა­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით კი (და­ბალ სიჩ­ქა­რე­ზე), ჩა­ჭი­დე­ბა 30 პრო­ცენ­ტით იზ­რ­დე­ბა. 200 კმ/სთ სიჩ­ქა­რე­ზე ჩა­ჭი­დე­ბის ძა­ლა 540 კი­ლოგ­რა­მით იზ­რ­დე­ბა.

სატ­რე­კო ავ­ტო­მო­ბი­ლი „პი­რე­ლის" სლიკ სა­ბუ­რა­ვე­ბით შე­მო­სილ ბორ­ბ­ლებ­ზე დგას. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სენ­სო­რე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც გრძივ, გა­ნივ და რა­დი­ა­ლურ აჩ­ქა­რე­ბას, ტემ­პე­რა­ტუ­რას და წნე­ვას ზო­მავს. „ფე­რა­რი" FXX K-ს დი­ნა­მი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს და ფასს არ აქ­ვეყ­ნებს. თქმა არ უნ­და, სატ­რე­კო ავ­ტო­მო­ბი­ლი სტან­დარ­ტულ „ლა­ფე­რა­რი­ზე" სწრა­ფი და მა­ნევ­რუ­ლი­ცაა და ძვი­რიც. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს და მხო­ლოდ 40 ცა­ლი დამ­ზად­დე­ბა. მა­რა­ნე­ლო­ე­ლებს ყვე­ლა მათ­გან­ზე შეკ­ვე­თე­ბი უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი აქვთ.

lika andiashvili