„სუ­ზუ­კი" 2017 წლამ­დე ექვს ახალ მო­დელს გა­მო­უშ­ვებს
05 დეკემბერი, 2014
752
print

„სუ­ზუ­კი" თა­ვი­სი სა­მო­დე­ლო გა­მის სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბას და ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მის შევ­სე­ბას გეგ­მავს. და ამ ყვე­ლა­ფერს 2017 წლამ­დე აპი­რებს. ამ გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, იაპო­ნუ­რი კომ­პა­ნია ბა­ზარ­ზე ექვს ახალ მო­დელს გა­მო­უშ­ვებს. „სუ­ზუ­კი" თა­ვის უახ­ლეს სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბილ „სე­ლე­რი­ოს" ბრი­ტა­ნე­თის ბა­ზარ­ზე თე­ბერ­ვალ­ში შე­ი­ტანს, სა­დაც ბო­ლო ორ წე­ლი­წად­ში წლი­უ­რი გა­ყიდ­ვე­ბი, 20 000-დან 37 500-მდე გაზ­რა­და.

მაგ­რამ იაპო­ნუ­რი კომ­პა­ნია ამით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ აპი­რებს. ბრი­ტა­ნეთ­ში მი­სი მი­ზა­ნი, ბაზ­რის 2 პრო­ცენ­ტის მო­პო­ვე­ბაა, რაც წლი­უ­რად 50 000 ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვას ნიშ­ნავს. ამა­ში მას კი­დევ ერ­თი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი - უგ­ზო­ო­ბის სუბ­კომ­პაქ­ტუ­რი „ვი­ტა­რა" (ფო­ტო­ზე) და­ეხ­მა­რე­ბა, რომ­ლის წარ­მო­ე­ბაც უნ­გ­რეთ­ში მა­ლე და­იწყე­ბა.

გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, „სუ­ზუ­კი" წე­ლი­წად­ში ორი ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მოშ­ვე­ბას გეგ­მავს. 2017 წლამ­დე მის გა­მა­ში უნ­და იყოს A-სეგ­მენ­ტის ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი, B- სეგ­მენ­ტის ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი და ორიც უგ­ზო­ო­ბის პა­ტა­რა მო­დე­ლი. „სუ­ზუ­კის" ბრი­ტა­ნუ­ლი შტოს გა­ყიდ­ვე­ბის და მარ­კე­ტინ­გის შეფ დე­ილ უიეტის თქმით, ექ­ვ­სი­ვე სრუ­ლი­ად ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ­ნე­ბა.

„სე­ლე­რიო" გლო­ბა­ლუ­რი მო­დე­ლია. მი­სი პრე­მი­ე­რა უკ­ვე ჩა­ტარ­და ტა­ი­ლან­დ­ში, ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, ანუ იმ ბაზ­რებ­ზე, რომ­ლებ­ზეც იაპო­ნუ­რი კომ­პა­ნია ამ მო­დელ­ზე ყვე­ლა­ზე მეტ მოთხოვ­ნას ელის. ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ვერ­სია ევ­რო­პე­ლებს ჟე­ნე­ვა­ში წა­რუდ­გი­ნეს. მას ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა და თა­ვი­სი კლა­სის­თ­ვის ფარ­თო სა­ლო­ნი გა­მო­არ­ჩევს. ას კი­ლო­მეტ­რ­ზე მხო­ლოდ 3.5 ლიტრ საწ­ვავს მო­იხ­მარს და ყო­ვე­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლი­სას, ატ­მოს­ფე­რო­ში მხო­ლოდ 84 გრამ ნახ­ში­რორ­ჟანგს გა­მოჰ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ „ვი­ტა­რას", მი­სი სე­რი­უ­ლი ვერ­სი­ის პრე­მი­ე­რა ჟე­ნე­ვის მო­ტორ შო­უ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, რის შემ­დე­გაც მა­ლე ევ­რო­პელ მყიდ­ველს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. მი­სი წი­ნა­სე­რი­უ­ლი ვერ­სია ახ­ლა­ხანს, პა­რი­ზის მო­ტორ შო­უ­ზე წარ­ს­დ­გა. მო­მა­ვა­ლი წლის სი­ახ­ლე­ე­ბი იქნeბა B-სეგ­მენ­ტის ჰეჩ­ბე­კი, რო­მე­ლიც იმა­ვე კლა­სის, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ „სვიფ­ტ­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა და A- სეგ­მენ­ტის კი­დევ ერ­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც 4x4 შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი.

„სვიფტს" 2016 წელს შეც­ვ­ლი­ან. უფ­რო მე­ტიც, „სუ­ზუ­კი" მის არა­ერთ ვერ­სი­ას შეს­თა­ვა­ზებს მყიდ­ველს, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი მო­დი­ფი­კა­ცია იქ­ნე­ბა. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი სიმ­ძ­ლავ­რი­თაც და სის­წ­რა­ფი­თაც „სვიფტ სპორტს" დაჩ­რ­დი­ლავს. და­ბო­ლოს, ბა­ზარ­ზე ახა­ლი „ჯიმ­ნიც" გა­მო­ვა, რო­მე­ლიც იაპო­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის გა­მა­ში 1970 წლი­და­ნაა.

lika andiashvili
ტეგები