„პრო­ლო­გი" - „აუდის" მო­მა­ვა­ლი სა­ხე
05 დეკემბერი, 2014
1081
print

ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის დე­ბი­უ­ტის შე­სა­ხებ, „აუდიმ" ჯერ კი­დევ ლოს ან­ჯე­ლეს­ში მის პრე­მი­ე­რამ­დე, ფო­ტო ტი­ზე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით გვაც­ნო­ბა. იმ­თა­ვით­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი „პრო­ლოგ კუ­პე", გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ახა­ლი სტი­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და. ლოს ან­ჯე­ლეს­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის შეფ­მა ულ­რიხ ჰა­კენ­ბერ­გ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

სწო­რედ ასე­თი შე­სა­ხე­და­ო­ბა ექ­ნე­ბა შემ­დე­გი თა­ო­ბის A8, A7 და A6 მო­დე­ლებს. გარ­და ამი­სა, ინ­გოლ­შ­ტად­ტე­ლე­ბი ამ სტილ­ში უახ­ლეს ფლაგ­მან კუ­პე A9-ს გა­მო­უშ­ვე­ბენ, რომ­ლი­თაც კონ­კუ­რენ­ცი­ას „მერ­სე­დეს-ბენ­ცის" S-კლა­სის კუ­პეს გა­უ­წე­ვენ. კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი „პრო­ლო­გი" 4.0-ლიტ­რი­ა­ნი წყვილ ტურ­ბო­ი­ა­ნი V8 ძრა­ვი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, თუმ­ცა სე­რი­უ­ლი კუ­პე სხვა­დას­ხ­ვა აგ­რე­გა­ტებს მი­ი­ღებს და მათ შო­რის აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მა.

„რო­დე­საც „აუდი­ში" გად­მო­ვი­და, მარკ ლიხ­ტემ დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა წა­მო­იწყო. მას კარ­გად აქვს შეთ­ვი­სე­ბუ­ლი „აუდის" დნმ-ა და სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა დი­ზა­ი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის სრუ­ლი­ად ახალ პერ­ს­პექ­ტი­ვებს ქმნის. ეს სტრა­ტე­გია არის პროგ­რე­სუ­ლი და ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი. მას­ში ასა­ხუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და ჩვე­ნი ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი. კონ­ცეპ­ტი „პრო­ლო­გი" ამ სტრა­ტე­გი­ის პირ­ვე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ის „აუდის" ხელ­წე­რაა", - ამ­ბობს ჰა­კენ­ბერ­გი.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ კუ­პე „პრო­ლო­გის" გა­ბა­რი­ტე­ბია: სიგ­რ­ძე 5 100 მი­ლი­მეტ­რი, სი­გა­ნე 1 950 მი­ლი­მეტ­რი, სი­მაღ­ლე 1 390 მი­ლი­მეტ­რი. ბორ­ბ­ლებს შო­რის ბა­ზა 2 940 მი­ლი­მეტ­რია. ანუ, ის სე­დან A8-ზე 40 მი­ლი­მეტ­რით მოკ­ლე და 70 მი­ლი­მეტ­რით და­ბა­ლია. ბა­ზა კი 50 მი­ლი­მეტ­რით მოკ­ლე აქვს. კონ­ცეპ­ტი 22-დუ­ი­მი­ან ბორ­ბ­ლებ­ზე დგას. მარკ ლიხ­ტე ამ­ბობს, რომ ამ ავ­ტო­მო­ბილ­ში სპორ­ტუ­ლი სტი­ლი ჩა­აქ­სო­ვა. გარ­და ამი­სა, მი­სი სტრუქ­ტუ­რა უნ­და იყოს მსუ­ბუ­ქი, ტრან­ს­მი­სია კი სრულ ამ­ძ­რა­ვი­ა­ნი.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის 4.0-ლიტ­რი­ა­ნი V8, წყვი­ლი ტურ­ბო კომ­პ­რე­სო­რის დახ­მა­რე­ბით, 605 ცხე­ნის ძა­ლას და 750 ნი­უ­ტონ­მეტრს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ამ აგ­რე­გა­ტით, 1980-კი­ლოგ­რა­მი­ან „პრო­ლოგს" ად­გი­ლი­დან ასის ასაკ­რე­ფად 3.7 წა­მი ჰყოფ­ნის (კომ­პი­უ­ტე­რულ სი­მუ­ლა­ტორ­ზე აღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მია). „აუდის" კონ­ცეპ­ტის მაქ­სი­მა­ლურ სიჩ­ქა­რე­ზე არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. ძრა­ვი ცი­ლინ­დ­რე­ბის გა­თიშ­ვის სის­ტე­მი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი დატ­ვირ­თ­ვე­ბის დროს, რვი­დან ოთხ ცი­ლინდრს თი­შავს. ამით კი საწ­ვა­ვის ხარ­ჯი მცირ­დე­ბა. „პრო­ლოგს" 100 კი­ლო­მეტ­რის გა­სავ­ლე­ლად 8.6 ლიტ­რი ბენ­ზი­ნი ჰყოფ­ნის, ყო­ვე­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლი­სას კი ატ­მოს­ფე­რო­ში 199 გრამ ნახ­ში­რორ­ჟანგს გა­მოჰ­ყოფს.

გარ­და ამი­სა, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ადაპ­ტი­რე­ბა­დი სა­კი­და­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლი­რენსს მარ­თ­ვის რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სად ცვლის. ამას­თან, უკა­ნა ბორ­ბ­ლე­ბი 5 გრა­დუ­სით ტრი­ალ­დე­ბა, რაც და­ბალ სიჩ­ქა­რე­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვას და მა­ნევ­რუ­ლო­ბას აად­ვი­ლებს.

lika andiashvili
ტეგები