ევ­რო­პა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და
28 ნოემბერი, 2014
769
print

აშშ-ისა და კა­ნა­დის შემ­დეგ, სტა­ბი­ლუ­რო­ბის კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა (ESP) ევ­რო­პა­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. ლა­პა­რა­კია ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რო­მელ­თა წო­ნაც არ აღე­მა­ტე­ბა 3.5 ტო­ნას. ახა­ლი მოთხოვ­ნა 1 ნო­ემ­ბ­რი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში. ამე­რი­კის და კა­ნა­დის გარ­და, ESP-თი ავ­ტო­მო­ბი­ლის აღ­ჭურ­ვა ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­სა და ის­რა­ელ­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ESP-ს (ელეკ­ტ­რო­ნი­შეს სტა­ბი­ლი­ტატს პროგ­რამ) ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი „ბო­შია", რო­მელ­მაც ის „კონ­ტი­ნენ­ტალ­თან", „მერ­სე­დეს­თან" და „ბე­ემ­ვეს­თან" პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით შე­ი­მუ­შა­ვა. ამ სის­ტე­მის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა 1992 წელს და­იწყო და მას შემ­დეგ, გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­სი 100 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემ­პ­ლა­რი გა­მო­უშ­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­შან ევ­რო­პა­ში გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 84 პრო­ცენ­ტია აღ­ჭურ­ვი­ლი ESP სის­ტე­მით, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 59 პრო­ცენ­ტია. „ბო­შის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის მი­ერ დამ­ზად­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, 190 000 ავა­რი­ის თა­ვი­დან არი­დე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი და მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­ღუპ­ვას 6 000 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა.

lika andiashvili