ახა­ლი „ფორდ მუს­ტან­გის" ვერ­სია „მე­ფე კობ­რა"
21 ნოემბერი, 2014
743
print

 „მუს­ტანგ GT" ისე­დაც ის ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მე­ლიც თა­ვის ფა­ნებს ძილს და­უფ­რ­თხობს, ოც­ნე­ბას და­აწყე­ბი­ნებს, მაგ­რამ „ფორ­დ­მა" ახ­ლა­ხანს მი­სი კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ვერ­სია შე­ი­მუ­შა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად „კინგ კობ­რა" (მე­ფე კობ­რა), რომ­ლის ძა­რაც კი „გვე­ლის ტყავ­შია" გა­მოწყო­ბი­ლი. რა თქმა უნ­და, ეს პირ­და­პირ არ უნ­და გა­ვი­გოთ, მაგ­რამ თუ ფო­ტოს და­აკ­ვირ­დე­ბით, ად­ვი­ლად შე­ნიშ­ნავთ, რომ მი­სი ძა­რა, სწო­რედ გვე­ლის ტყა­ვის სტილ­შია გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის ხა­რის­ხი ერ­თი-ორად გა­იზ­რ­დე­ბა, რო­ცა გა­ი­გებთ, რომ ამ გვე­ლის­კა­ნი­ა­ნი ბე­და­უ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას 600-ზე მე­ტი ცხე­ნის ძა­ლის მქო­ნე V8 ძრა­ვი უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი ახ­ლა­ხანს ლას ვე­გას­ში, სპეც­ტექ­ნი­კის შოუ SEMA-ზე წარ­ს­დ­გა. იქ ცის­ფერ­მა ოვალ­მა გა­მო­აცხა­და, რომ „მე­ფე კობ­რას" მყიდ­ველს, და­მა­ტე­ბი­თი ოპ­ცი­ის სა­ხით, სამ პა­კეტ­საც შეს­თა­ვა­ზებს, რომ­ლე­ბიც „ფორდ რე­ი­სინ­გ­მა" მო­ამ­ზა­და. ესე­ნია „დრეგ პა­კი", „ჰენ­დ­ლინგ პა­კი" და „სუ­პერ პა­კი".

„დრეგ პა­კი" მო­ი­ცავს ახალ ნა­ხე­ვარ­ღერ­ძებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო დიდ დატ­ვირ­თ­ვას უძ­ლებს, ასე­ვე უკა­ნა სუბ-ჩარ­ჩოს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. „ჰენ­დ­ლინგ პა­კი" ავ­ტო­მო­ბი­ლის ერ­თი დუ­ი­მით და­დაბ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც წი­ნა და უკა­ნა ზამ­ბა­რე­ბის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბა. ამას­თან, მას ახა­ლი უკა­ნა ამორ­ტი­ზა­ტო­რე­ბი და სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რიც ექ­ნე­ბა. „სუ­პერ პა­კით" შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ 5.0-ლიტ­რი­ან V8 ძრავს მე­ქა­ნი­კუ­რი დამ­ჭირ­ხ­ნით, რომ­ლის სიმ­ძ­ლავ­რეც 616 ცხე­ნის ძა­ლას აღ­წევს. ამ ძრა­ვის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში „ფორ­დ­თან" ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის­მა პარ­ტ­ნი­ორ­მა რბო­ლებ­ში, კომ­პა­ნია „რუშ პერ­ფორ­მენ­ს­მაც" მი­ი­ღო.

„ჩვენ გვინ­და, რომ „მუს­ტან­გის" ენ­თუ­ზი­ას­ტებ­მა გა­და­შა­ლონ „ფორდ რე­ი­სინ­გის" კა­ტა­ლო­გი და მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ეკი­პი­რე­ბა შე­არ­ჩი­ონ. „კინგ კობ­რას" პა­კე­ტე­ბი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო „მუს­ტან­გის" გა­რე­შე", - ამ­ბობს „ფორდ რე­ი­სინ­გის" დი­რექ­ტო­რი ჯე­ი­მი ელი­სო­ნი.

და მარ­ტო პა­კე­ტიც არაა ყვე­ლა­ფე­რი. „ფორ­დ­მა" „კინგ კობ­რას" პირ­ვე­ლი ეგ­ზემ­პ­ლა­რი მი­ჩი­გა­ნის „მი­ლან დრეგ­ვე­ი­ზე" სა­ას­პა­რე­ზოდ გა­იყ­ვა­ნა, სა­დაც ავ­ტო­მო­ბილ­მა მე­ოთხე­დი მი­ლის (და­ახ­ლო­ე­ბით 402 მეტ­რი) გავ­ლა 10.97 წამ­ში შეძ­ლო. ეს კი „დოჯ ჩე­ლენ­ჯერ SRT ჰელ­კე­ტის" დრო­ზე (11.2 წა­მი) უკე­თე­სი შე­დე­გია.

lika andiashvili