„ლენდ რო­ვერ დის­ქა­ვე­რი სპორ­ტი"
14 ნოემბერი, 2014
867
print

„ლენდ რო­ვერ­მა" პა­რი­ზის მო­ტორ შო­უ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა თა­ვი­სი უგ­ზო­ო­ბის უახ­ლე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლის, „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტი". ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რულ „ფრი­ლენ­დერს" (ამე­რი­კა­ში LR2) შეც­ვ­ლის და და­სა­ბამს და­უ­დებს სრუ­ლი­ად ახალ ქვე-ბრენდ „დის­ქა­ვე­რის", რო­მელ­შიც სა­მი, ან შე­საძ­ლოა, ოთხი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ერ­თი­ან­დე­ბა. „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" გა­ყიდ­ვე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის და­საწყისშ აიღებს სტარტს და კონ­კუ­რენ­ცი­ას „აუდი Q5-ს", „ბე­ემ­ვე X3-ს" და „მერ­სე­დეს-ბენცGLK-ს" გა­უ­წევს.

„დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" სიგ­რ­ძე 4 590 მი­ლი­მეტ­რია, ბორ­ბ­ლებს შო­რის ბა­ზა კი - 2 741 მი­ლი­მეტ­რი. ამ­გ­ვა­რად, ის „ფრი­ლენ­დერ/LR2-ზე" 91 მი­ლი­მეტ­რით გრძე­ლია და მას­ზე 80 მი­ლი­მეტ­რით გრძე­ლი ბა­ზაც აქვს. მას­ში ჩა­საჯ­დ­მი ფორ­მუ­ლა 5+2-ია, რი­თაც ის თა­ვი­სი გერ­მა­ნე­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. +2 ნიშ­ნავს, რომ მე­სა­მე რი­გის სა­ვარ­ძ­ლე­ბი და­მა­ტე­ბი­თია და ისი­ნი სა­ბარ­გუ­ლის ად­გილს იკა­ვე­ბენ. რო­ცა ეს რი­გი ამო­ღე­ბუ­ლია, სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 829 ლიტ­რია და თუ მე­ო­რე რი­გის სა­ვარ­ძ­ლებს წინ მის­წევთ, სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა 981 ლიტრს მი­აღ­წევს. მე­ო­რე რი­გის სა­ვარ­ძ­ლე­ბი წი­ნებ­ზე 50 მი­ლი­მეტ­რით მაღ­ლა დგას. რო­დე­საც ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უკა­ნაა გა­წე­უ­ლი, ფე­ხე­ბის ად­გი­ლის სიგ­რ­ძე 1011 მი­ლი­მეტრს აღ­წევს.

„უახ­ლე­სი „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" სა­ხით, ჩვენ არა­მარ­ტო „დის­ქა­ვე­რის" ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი წარ­მო­ვად­გი­ნეთ, არა­მედ უგ­ზო­ო­ბის კომ­პაქ­ტურ პრე­მი­უმ ავ­ტო­მო­ი­ლე­ბის კლას­ში, სა­ვარ­ძ­ლე­ბის 5+2 ფორ­მუ­ლით, მას უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბაც შევ­ძი­ნეთ. „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბა, კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან მთა­ვა­რი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლია. და უბ­რა­ლოდ, ეს ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია თა­ვის სეგ­მენ­ტ­ში", - ამ­ბობს „იაგუ­არ ლენდ რო­ვე­რის" ჯგუ­ფის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი ფილ პო­პე­მი.

გა­რეგ­ნუ­ლად, „დის­ქა­ვე­რი სპორ­ტი" ნიუ იორ­კის ავ­ტო შო­უ­ზე წარ­დ­გე­ნი­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი „დის­ქა­ვე­რი ვიჟ­ნის" უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი და ნაკ­ლე­ბად ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ვერ­სიაა. უფ­რო მე­ტიც, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად და მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ინ­ტე­რი­ე­რი კი შე­და­რე­ბით მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლია. მი­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის და­ფა რა­ღა­ცით „რე­ინჯ რო­ვერ ევო­უ­კი­სას" ჰგავს. ოღონდ, ამ­ჯე­რად ცენ­ტ­რა­ლუ­რი კონ­სო­ლი უფ­რო ვერ­ტი­კა­ლუ­რია. ავ­ტო­მო­ბი­ლი ყვე­ლა იმ ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ­ლებ­საც ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე პრე­მი­უმ ავ­ტო­მო­ბილ­ში ნა­ხავთ. მათ შო­რი­საა 8-დუ­ი­მი­ა­ნი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი, რო­მე­ლიც ინ­ფო­ტა­ინ­მენტ სის­ტე­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ეკი­პი­რე­ბა­შია ხმო­ვა­ნი მარ­თ­ვის ფუნ­ქ­ცი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ნა­ვი­გა­ცი­ის სის­ტე­მა, უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი, ორ­ზო­ნი­ა­ნი კლი­მატ კონ­ტ­რო­ლი და ნის­ლის ავ­ტო­მა­ტუ­რი გამ­ფან­ტ­ვე­ლი.

„დის­ქა­ვე­რი სპორ­ტი" ბა­ზი­რე­ბუ­ლია „ევო­უ­კის" მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ პლატ­ფორ­მა­ზე, რომ­ლის სტრუქ­ტუ­რაც მა­ღა­ლი სიმ­ტ­კი­ცის ფო­ლა­დის, ზემ­ტ­კი­ცე ბო­რო­ვა­ნი ფო­ლა­დი­სა და ალუ­მი­ნის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამის წყა­ლო­ბით, გა­ი­ზარ­და პლატ­ფორ­მის მე­დე­გო­ბა გრეხ­ვა­ზე და იმავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და წო­ნა. სა­კი­და­რი მრა­ვალ­ბერ­კე­ტი­ა­ნია, სა­ჭის მე­ქა­ნიზმს კი ელექ­ტ­რო გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლი მძღო­ლის დამ­ხ­მა­რე სის­ტე­მე­ბი­თა­ცაა აღ­ჭურ­ვი­ლი. მათ შო­რი­საა საგ­ზაო ზო­ლი­დან გას­ვ­ლის გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სა­გან­გე­ბო მუხ­რუ­ჭი, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის ამომ­ც­ნო­ბი სის­ტე­მა.

„დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" ძრა­ვე­ბის გა­მა­ში ჯერ მხო­ლოდ ორი აგ­რე­გა­ტია. მათ­გან ერ­თია ბენ­ზი­ნის 2.0-ლიტ­რი­ა­ნი ტურ­ბო, რო­მე­ლიც „ევო­უ­კის­გა­ნაა" ნა­სეს­ხე­ბი. მი­სით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ამე­რი­კის ბაზ­რის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ამ ძრა­ვის სიმ­ძ­ლავ­რე 240 ცხე­ნის ძა­ლაა, მაქ­სი­მა­ლუ­რი მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი კი - 340 ნი­უ­ტონ­მეტ­რი. მას ZF-ის 9-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი და „ჰალ­დექ­სის" სრულ ამ­ძ­რა­ვი­ა­ნი სის­ტე­მა უკავ­შირ­დე­ბა.

მე­ო­რე ძრა­ვი 2.2-ლიტ­რი­ა­ნია და ის იმ ვერ­სი­ის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში გა­ი­ყი­დე­ბა. მი­სი სიმ­ძ­ლავ­რე 187 ცხე­ნის ძა­ლაა, მაქ­სი­მა­ლუ­რი მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი კი - 420 ნი­უ­ტონ­მეტ­რი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 9-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტის გარ­და, მყიდ­ველს 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი კო­ლო­ფის არ­ჩე­ვაც შე­უძ­ლია. ამას­თან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ავ­ტო­მო­ბი­ლი სრულ ამ­ძ­რა­ვი­ა­ნია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ძრა­ვე­ბის გა­მა eD4 ტურ­ბო დი­ზე­ლით შე­ივ­სე­ბა. ამას­თან შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის წი­ნა ამ­ძ­რა­ვი­ა­ნი ტრან­ს­მი­სი­ით აღ­ჭურ­ვა. ამ ტან­დე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლი ას კი­ლო­მეტრს 6.7 ლიტ­რი საწ­ვა­ვით გა­ივ­ლის, ყო­ველ კი­ლო­მეტ­რ­ზე კი გა­რე­მოს მხო­ლოდ 119 გრა­მი CO2-ით და­ა­ბინ­ძუ­რებს.

„დის­ქა­ვე­რი სპორ­ტის" კლი­რენ­სი 212 მი­ლი­მეტ­რია. მას 45-გრა­დუ­სი­ა­ნი აღ­მარ­თის და 600 მი­ლი­მეტ­რის სიღ­რ­მის მქო­ნე კა­ლა­პო­ტის დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლია. ამა­ში მას სის­ტე­მა „უეიდ სენ­სინ­გი" ეხ­მა­რე­ბა. სენ­სო­რე­ბის და გვერ­დი­თა სარ­კე­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ეს სის­ტე­მა ავ­ტო­მო­ბი­ლის ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბუ­ლი წყლის სიღ­რ­მეს და­ად­გენს და შე­სა­ბა­მის მო­ნა­ცე­მებს ცენ­ტ­რა­ლურ კონ­სოლ­ზე არ­სე­ბულ ეკ­რან­ზე გა­მო­ი­ტანს. ტეს­ტე­ბის დროს, ავ­ტო­მო­ბი­ლი წყალ­ში ნა­წი­ლობ­რივ ჩა­ძირ­ვა­ზეც შე­ა­მოწ­მეს - ის ღრმა წყალ­ში და­ა­ყე­ნეს და ყვე­ლა კა­რი გა­ა­ღეს, რა­თა სა­ლო­ნი წყლით გავ­სე­ბუ­ლი­ყო. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ასე იდ­გა, შემ­დეგ კი ად­ვი­ლად და­ი­ქო­ქა და ად­გი­ლი­და­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ და­იძ­რა.

ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია სის­ტე­მა „ტე­რე­ინ რეს­პონ­სით". ეს სის­ტე­მა ძრავს, ტრან­ს­მი­სი­ას და სა­კი­დარს, გზის სა­ფა­რის და საგ­ზაო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­მარ­თავს. ელექ­ტ­რო­ნი­კა ოთხ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. ესე­ნია: სტან­დარ­ტულ (ჯე­ნე­რალ), არამ­ყარ გზებ­ზე (გრას/გრა­ველ/სნოუ), ქვი­შა­სა (სენდ) და ტა­ლა­ხი­ან გზებ­ზე მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მე­ბი.

lika andiashvili