თბი­ლის­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მუ­ზე­უ­მი გა­იხ­ს­ნა
07 ნოემბერი, 2014
1228
print

იყო დრო, რო­ცა ამ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ყუ­რადღე­ბას არა­ვინ აქ­ცევ­და, რად­გან ქუ­ჩა­ში მათ ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ნა­ხავ­დით. ისი­ნი საბ­ჭო­თა „ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის" ნა­წი­ლი იყო, რომ­ლე­ბი­თაც გა­რე სამ­ყა­როს რკი­ნის ფარ­დით მოწყ­ვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, კომ­ფორ­ტ­ზე გაზ­რ­დილ მოთხოვ­ნას და ხში­რად, პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­საც იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ.

ჯერ „პო­ბე­და­ზე" და „ვოლ­გა­ზე" ოც­ნე­ბობ­და ყვე­ლა, მე­რე „მოს­კ­ვიჩ­მა" სცა­და გა­ქაჩ­ვა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და, მე­რე „ფი­ატ­მა" სსრკ-ს თა­ვი­სი „124" აჩუ­ქა, რომ­ლი­თაც 1966 წელს ევ­რო­პის წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლის წო­დე­ბა მო­ი­გო. მე­რე იყო „ნი­ვა" და 2108, რომ­ლის ძრა­ვის სრულ­ყო­ფა­შიც, რო­გორც ამ­ბობ­დ­ნენ, თვით „პორ­შეს" ინ­ჟინ­რებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა, „საბ­ჭო­თა ავ­ტო­მო­ბილს" მა­ინც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა.

დღეს მათ იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ. და თუ სად­მე შეგ­ხ­ვ­დე­ბათ, სა­შინ­ლად და­ჟან­გუ­ლე­ბი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლე­ბია. დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს „შეკ­რუ­ლი ნოლ­შეს­ტი" და „გაზ-31", რომ­ლის რა­დი­ა­ტო­რის ცხა­ურ­ზეც ამ­ბობ­დ­ნენ, „მერ­სე­დე­სის­გან" არის მო­პა­რუ­ლიო. ათას­ში ერ­თხელ „კარ­გად გა­კე­თე­ბულ" ან­ტიკ­ვა­რებ­საც ნა­ხავთ. მათ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ თავს უყ­რის „ავ­ტო ბილდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შოუ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სო­ბი­სას ტარ­დე­ბა ხოლ­მე. „ზა­პო­რო­ჟე­ცის" ერ­თი უიშ­ვი­ა­თე­სი ეგ­ზემ­პ­ლა­რი, ყო­ფილ­მა მრბოლ­მა, ბად­რი ქო­რი­ძემ სატ­რე­კო ავ­ტო­მო­ბი­ლა­დაც მო­ამ­ზა­და და სხვა­დას­ხ­ვა შე­ჯიბ­რ­ში ამა­ყად გა­მოჰ­ყავს სა­ას­პა­რე­ზოდ.

ამა­სო­ბა­ში კი წა­მო­ი­ზარ­და თა­ო­ბა, რო­მელ­საც არც „შეკ­რუ­ლი ნოლ­შეს­ტე­ბის" შე­სა­ხებ სმე­ნია რამ, არც „ჩა­ი­კა­ზე" და თუ შემ­თხ­ვე­ვით ეგ­რეთ წო­დე­ბულ „რე­ნო მოს­კ­ვიჩს" და­ი­ნა­ხავს, აუცი­ლებ­ლად გა­უკ­ვირ­დე­ბა, ასე­თი ჯარ­თი სა­ერ­თოდ რო­გორ გა­მო­უშ­ვეს. ასეა თუ ისე, მოგ­ვ­წონს (მოგ­ვ­წონ­და) თუ არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ახ­ლო წარ­სუ­ლის ნა­წი­ლია, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ნამ­დ­ვილ ან­ტიკ­ვა­რა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს. ასე­თე­ბის ად­გი­ლი კი მუ­ზე­უმ­შია...

სწო­რედ ასე­თი მუ­ზე­უ­მი აღ­მო­ცენ­და ახ­ლა­ხანს თბი­ლის­ში. ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში, აფ­რი­კას რომ ეძა­ხი­ან, ქა­ი­როს ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, ქარ­თ­ველ ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი მა­მუ­ლაშ­ვი­ლის დი­დი გარ­ჯი­სა და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვის წყა­ლო­ბით, თბი­ლი­სის ავ­ტო­მუ­ზე­უ­მი და­არ­ს­და. მას­ში 20 ავ­ტო­მო­ბი­ლი და 5 მო­ტო­ციკ­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ქარ­ხ­ნო ნა­წი­ლე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტ­და და სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ღე­ბა. რო­გორც ბა­ტონ­მა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი 1933 წელ­საა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და კი - 1970 წელს.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით მუ­ზე­უ­მი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, მო­მა­ვალ­ში კი იქ შეს­ვ­ლა სიმ­ბო­ლუ­რი ფა­სი ეღი­რე­ბა. გარ­და ამი­სა, მა­ლე მუ­ზე­უ­მი კი­დევ ორ ფუნ­ქ­ცი­ას შე­ი­თავ­სებს - იქ ამუ­შავ­დე­ბა რეტ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბი. ასე­ვე აშენ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ან­ტიკ­ვა­რულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს საქ­მის კარ­გად მცოდ­ნე სპე­ცა­ლის­ტე­ბი გა­ა­რე­მონ­ტე­ბენ. რო­გორც ბა­ტონ­მა შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძემ, მუ­ზე­უ­მის პირ­ველ­მა „სა­პა­ტიო მცველ­მა" გა­ნაცხა­და, მუ­ზე­უ­მის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­ხე­ლოს­ნოს­თ­ვის მა­ლე შე­ი­ძე­ნენ დან­დ­გარს, რო­მე­ლიც ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძა­რის­გან სა­ღე­ბა­ვის მო­სა­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ცნო­ბი­სათ­ვის, ეს არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე შრომ­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ტარ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ავ­ტო­მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რია. მას სა­ფუძ­ვე­ლი 1998 წელს, შემ­თხ­ვე­ვით ჩა­ე­ყა­რა, რო­ცა ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მუ­ზე­უმ­ზე არც ფიქ­რობ­და. ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე მყოფ­მა, „მოს­კ­ვი­ჩი 403" შე­ი­ძი­ნა, რომ­ლის ყიდ­ვა­საც თა­ვი­დან არც ფიქ­რობ­და. სწო­რედ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვას მოჰ­ყ­ვა ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბის იდეა, რო­მელ­მაც მუ­ზე­უ­მამ­დე მი­იყ­ვა­ნა. მუ­ზე­უ­მის გა­რეთ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე, ჯერ კი­დევ შე­ლა­ხუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი დგას, რომ­ლე­ბიც რეს­ტავ­რა­ცი­ის ჯერს ელი­ან. მათ შო­რი­საა უძ­ვე­ლე­სი - პი­კა­პი გაზ-4, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა არ­მი­ას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ემ­სა­ხუ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ყვე­ლა ექ­ს­პო­ნატს სა­ნომ­რე ნიშ­ნად სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი და ინ­დექ­სი უწე­რია, რაც მათ შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას აად­ვი­ლებს. შემ­დ­გომ­ში კი ყვე­ლა მათ­გა­ნის გვერ­დ­ზე გაჩ­ნ­დე­ბა და­ფა, რო­მელ­ზეც მო­დე­ლის ის­ტო­რია და­ი­წე­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მაგ­რამ მუ­ზე­უმს ერ­თი ნაკ­ლი აქვს - ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს და მი­სი მიგ­ნე­ბაც არაა იოლი. მარ­თა­ლია, ქუ­ჩას, რო­მელ­ზეც ის მდე­ბა­რე­ობს, ავ­ტო­მუ­ზე­უ­მის სა­ხე­ლი და­ერ­ქ­ვა, თუმ­ცა პირ­ველ ხა­ნებ­ში მი­სი მიგ­ნე­ბა მა­ინც არ იქ­ნე­ბა იოლი. მაგ­რამ რო­გორც ბა­ტონ­მა ოგ­ბა­ი­ძემ გა­ნაცხა­და, მუ­ზე­უ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბი­თაც, ის პე­რი­ო­დუ­ლად მი­იქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. მო­მა­ვალ­ში კი შე­საძ­ლოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბიც მი­ი­ზი­დოს.

და­საწყი­სის­თ­ვის ძა­ლი­ან კარ­გია და იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ექ­ს­პო­ნატ­თა შო­რის არამ­ხო­ლოდ საბ­ჭო­უ­რი რა­რი­ტე­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხილ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა ამას უკ­ვე გა­ცი­ლე­ბით დი­დი თან­ხე­ბი დას­ჭირ­დე­ბა...

lika andiashvili