ახა­ლი „ფორდ მუს­ტანგ GT" ლონჩ კონ­ტ­რო­ლით აღი­ჭურ­ვე­ბა
20 ივნისი, 2014
2391
print

ახა­ლი „მუს­ტან­გის" გა­ყიდ­ვებს „ფორ­დი" ამ წლის ბო­ლოს და­იწყებს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შო­უ­რუ­მებ­ში მის გა­მო­ჩე­ნამ­დე ჯე­რაც ბევ­რი დროა, ავ­ტო­მო­ბი­ლი მუდ­მი­ვად ფი­გუ­რი­რებს მე­დი­ა­ში და ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია თან­და­თან გვაც­ნობს იმ სი­ახ­ლე­ებს, რომ­ლე­ბი­თაც მყიდ­ვე­ლის მი­ზიდ­ვას ეც­დე­ბა. ახ­ლა­ხანს დირ­ბორ­ნე­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­რი­გი ულუ­ფა გა­ავ­რ­ცე­ლეს.

„ფორ­დი" ამ­ბობს, რომ ბევ­რი სი­ახ­ლე ახალ „მუს­ტან­გ­ზე" მყიდ­ველ­თა სურ­ვი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­ნერ­გა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­გორც ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კითხ­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ასა­კის მყიდ­ველს ერ­თ­ნა­ი­რი სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, მათს უმე­ტე­სო­ბას სურ­და, რომ სა­ლონ­ში ძრა­ვის და­სა­ქო­ქი ღი­ლა­კი ყო­ფი­ლი­ყო. „ფორ­დ­მა" მათ ეს სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლა და ამი­ე­რი­დან, ასე­თი ღი­ლა­კი „მუს­ტან­გის" ყვე­ლა მო­დი­ფი­კა­ცი­ა­ზე სტან­დარ­ტულ ეკი­პი­რე­ბა­ში შე­ვა.

იგი­ვე ით­ქ­მის ზო­გი­ერთ სი­ახ­ლე­ზე, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ნა­მი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს აუმ­ჯო­ბე­სებს. ასე­თე­ბია სატ­რე­კო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლის სხვა­დას­ხ­ვა პა­რა­მეტ­რ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, გა­დატ­ვირ­თ­ვის მზო­მი, აჩ­ქა­რე­ბის და შე­ნე­ლე­ბის მზო­მე­ბი. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია კომ­პი­უ­ტერ­ზე ინა­ხე­ბა. სატ­რე­კო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­თიშ­ვა „ფორ­დის" „მა­ი­კეი" სის­ტე­მი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ თქვე­ნი თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლი მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტს - მის­თ­ვის სატ­რე­კო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი მი­უწ­ვ­დ­მე­ლი დარ­ჩე­ბა.

ვერ­სია GT-ს სტან­დარ­ტულ ეკი­პი­რე­ბა­ში შე­ვა ლონჩ კონ­ტ­რო­ლი. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით, მძღო­ლი აირ­ჩევს ბრუნ­თა რიცხ­ვებს (3 000-4 500 დი­ა­პა­ზონ­ში), შემ­დეგ კი შე­უძ­ლია გა­დაბ­მუ­ლო­ბი­დან ფე­ხი მკვეთ­რად აიღოს და დან­რ­ჩენ საქ­მეს „მუს­ტან­გი" თა­ვად მი­ხე­დავს. თა­ნაც ისე, რომ ბორ­ბ­ლე­ბი ად­გილ­ზე არ მოს­რი­ალ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, GT ვერ­სი­ას მარ­თ­ვის ოთხი რე­ჟი­მი ექ­ნე­ბა. ესე­ნია: თოვ­ლის/წვი­მის, ნორ­მა­ლი, სპორ­ტი და რბო­ლის რე­ჟი­მე­ბი. რე­ჟი­მე­ბის ჩარ­თ­ვა, ცენ­ტ­რა­ლურ კონ­სოლ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­და­სარ­თ­ვე­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვ­ლე­ბა რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩა­ჭი­დე­ბა, ასე­ვე სა­ჭის სიმ­ძი­მე/ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლო­ბა. მაგ­რამ არ იც­ვ­ლე­ბა ამორ­ტი­ზა­ტო­რე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

გარ­და ამი­სა, ახა­ლი „მუს­ტან­გი" უსაფ­რ­თხო­ე­ბის არა­ერ­თი ისე­თი სის­ტე­მი­თაც აღი­ჭურ­ვე­ბა, რო­მე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ, მა­ღა­ლი კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გვხვდე­ბა. მათ შო­რი­საა ადაპ­ტი­რე­ბა­დი კრუ­იზ კონ­ტ­რო­ლი, წი­ნი­დან შე­ჯა­ხე­ბის გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, უხი­ლა­ვი წერ­ტი­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, გა­დამ­კ­ვე­თი მოძ­რა­ო­ბის გა­მაფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა და შუ­შის წვი­მი­სად­მი მგრძნო­ბი­ა­რე საწ­მენ­დე­ბი.

lika andiashvili