„აუდი" ნა­ცის­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში ღრმად იყო ჩარ­თუ­ლი
20 ივნისი, 2014
2427
print

გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია, მათ შო­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე იყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-40-იან წლებ­შიც, რო­ცა მსოფ­ლიო ფა­შის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ და კო­მუ­ნის­ტურ­მა სსრკ-მ (სა­ხე და სა­ხელ­შეც­ვ­ლილ­მა რუ­სეთ­მა) შე­ა­ზან­ზა­რეს. და ამ დროს, იმ კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბი­თაც თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიოა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი, ნა­ცის­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობ­და.

მა­გა­ლი­თად, ფი­უ­რე­რი დი­დი მონ­დო­მე­ბით აფი­ნან­სებ­და „მერ­სე­დეს-ბენ­ცის" და „აუტო უნი­ო­ნის" ავ­ტოს­პორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს - ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ას ყვე­ლა ფრონ­ტ­ზე სურ­და პირ­ვე­ლო­ბა, ფი­უ­რე­რის­ვე უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, ლე­გენ­და­რულ­მა ფერ­დი­ნანდ პორ­შემ სა­ხალ­ხო ავ­ტო­მო­ბი­ლის - „ფოლ­კ­ს­ვა­გენ ბიტ­ლის" წი­ნა­მორ­ბე­დი შე­ი­მუ­შა­ვა და ომი რომ არა, ჰიტ­ლე­რის და­ვა­ლე­ბით, მა­სობ­რი­ვა­დაც გა­მო­უშ­ვებ­და. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჰიტ­ლერ­მა პორ­შეს ნი­ჭი ხალ­ხის სა­სარ­გებ­ლოდ კი არა, მათ და­სა­ხო­ცად გა­მო­ი­ყე­ნა. „უგო ბო­სი" კი ფა­შის­ტე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ან სა­მოსს აწარ­მო­ებ­და - სწო­რედ მი­სი შე­კე­რი­ლია ნა­ცის­ტ­თა ელე­გან­ტუ­რი უნი­ფორ­მე­ბი.

ჰიტ­ლერ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მო, პორ­შეს ხსე­ნე­ბაც არ უნ­დათ მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ვრა­ტის­ლა­ვი­ცე ნად ნი­სოუ-ში (იგი­ვე მა­ფერ­ს­დორ­ფ­ში), სა­დაც სა­ხე­ლო­ვა­ნი ინ­ჟინ­რის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნაც კი არ სურთ. ბევ­რი კომ­პა­ნია კი, რომ­ლე­ბიც ნა­ცის­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში ამ­ხი­ლეს, ფი­ნან­სურ კონ­ტ­რი­ბუ­ცი­ას დღე­საც კი ეწე­ვა, რა­თა კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში, ამა­თუ­იმ სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­ის­ყი­დონ. უფ­რო მე­ტიც, ისი­ნი ხში­რად თა­ვად­ვე აქ­ტი­უ­რო­ბენ, რა­თა სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის ჯე­რაც უც­ნო­ბი და ბნე­ლი მო­მენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნონ და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მი­სი გა­მოს­ყიდ­ვაც სცა­დონ.

სწო­რედ ამ მიზ­ნით, „აუდიმ" თა­ვად­ვე და­ა­ფი­ნან­სა კვლე­ვა, რო­მე­ლიც მის წარ­სულს შე­ე­ხე­ბო­და. „აუტო უნი­ო­ნის" და­მა­არ­სე­ბელ­მა (1932 წელს და­ა­არ­სა), დოქ­ტორ­მა რი­ხარდ ბრუნ­მა 1939 წელს ვერ­ვირ­ტ­შაფ­ტ­ს­ფი­უ­რე­რის წო­დე­ბა (მი­ლი­ტა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ერთ-ერ­თი ლი­დე­რის) წო­დე­ბა მი­ი­ღო. ეს ზუს­ტად მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბამ­დე მოხ­და. შვი­დი წლით ად­რე, მან თა­ვი­სი „აუტო უნი­ო­ნის" ჯგუფ­ში ოთხი კომ­პა­ნია - „აუდი", „ჰორ­ხი", „ვან­დე­რე­რი" და DKW გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ეს კომ­პა­ნია აქამ­დე მხო­ლოდ იმით იყო ცნო­ბი­ლი, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწარ­მო­ებ­და და რბო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლობ­და.

მაგ­რამ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ დოქ­ტორ ბრუ­ნის კომ­პა­ნია ომის დროს სრუ­ლი­ად გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი იყო და ვერ­მახ­ტის არ­მი­ას საბ­რ­ძო­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ამ­რა­გებ­და. სწო­რედ „აუტო უნი­ო­ნის" სა­წარ­მო­ე­ბი უშ­ვებ­და ტან­კე­ბის ძრა­ვებს, ტორ­პე­დო­ებს და უამ­რავ სხვა იარაღს, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც, ჰიტ­ლერ­მა წარ­მო­უდ­გენ­ლად მძლავ­რი არ­მია შექ­მ­ნა. კვლე­ვი­სას ასე­ვე გა­ირ­კ­ვა, რომ კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობ­და 3 700-ზე მე­ტი სამ­ხედ­რო ტყვე, რომ­ლე­ბიც შვიდ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში შე­აგ­რო­ვეს. აქე­დან მი­ნი­მუმ მე­ოთხე­დი ებ­რა­ე­ლი იყო.

უფ­რო მე­ტიც, „აუტო უნი­ო­ნის" შე­ფის კი­სერ­ზეა და­ახ­ლო­ე­ბით 4 500 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დი­ლი ფლო­სენ­ბურ­გის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბან­კ­ში. გარ­და ამი­სა, ხემ­ნი­ცი­სა და ცვი­კა­უს ბა­ნა­კე­ბის სა­წარ­მო­ებ­ში, „აუტო უნი­ო­ნის" სა­სარ­გებ­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 16 500 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. 1945 წელს მკვლე­ლო­ბე­ბი შე­ჩერ­და. ბრუ­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და ცი­ხე მი­უ­სა­ჯეს. მაგ­რამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორ­ღაც თა­ვი მო­უ­ყა­რა ფი­ნან­სებს და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია, იმა­ვე ოთხ­რ­გო­ლი­ა­ნი ემ­ბ­ლე­მით და „აუდის" სა­ხე­ლით აღად­გი­ნა.

კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­მო, და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ ბრუ­ნი 1953 წელს დი­დი ჯვრის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ის 1964 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც „გმი­რი", რო­მელ­მაც ლუქს კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი კომ­პა­ნია შექ­მ­ნა. მაგ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შემ­დეგ, გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ პირ­ველ რიგ­ში, ბრუ­ნის შე­სა­ხებ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი შეც­ვა­ლა და მის მი­მართ ნახ­სე­ნე­ბი ყვე­ლა სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვა და ფრა­ზა წა­შა­ლა.

lika andiashvili
ტეგები