1964 წლის „ფორდ GT40" პრო­ტო­ტი­პი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა
28 მარტი, 2014
1016
print

ამე­რი­კუ­ლი მო­ტორ­ს­პორ­ტის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი (თუ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი არა) ავ­ტო­მო­ბი­ლი „ფორდ GT40-ია". მას ლე მა­ნის რბო­ლა ზე­დი­ზედ ოთხ­ჯერ (1966-1969 წლებ­ში) აქვს მო­გე­ბუ­ლი. ის ბო­ლო ამე­რი­კუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მელ­მაც ლე­გენ­და­რუ­ლი 24-სა­ა­თა­ნი რბო­ლის მო­გე­ბა შეძ­ლო. მარ­თა­ლია, GT40-ების უმე­ტე­სო­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში დამ­ზად­და, მაგ­რამ პროგ­რა­მას ატ­ლან­ტი­კის ორი­ვე მხა­რეს ლე­გენ­და­რუ­ლი ქე­როლ შელ­ბი უძღ­ვე­ბო­და, ამე­რი­კის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი ავ­ტო­ინ­ჟი­ნე­რი.

ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­ნუკ­ვა­რი საკ­ბი­ლოა. და ერთ-ერთს მა­ლე ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თ­ლებს, რად­გან ლე მა­ნის მო­ნა­წი­ლე ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძველს, აპ­რილ­ში ჰი­უს­ტო­ნის (შტა­ტი ტექ­სა­სი) „მე­კუ­მის" აუქ­ცი­ონ­ზე გა­მო­ი­ტა­ნენ. საწყი­სი ფა­სი ჯერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ მყიდ­ველს ალ­ბათ არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნის გა­მე­ტე­ბა მო­უ­წევს.

პირ­ვე­ლად GT40 პრო­ტო­ტი­პი ნიუ იორ­კის 1964 წლის ავ­ტო შო­უ­ზე წარ­ს­დ­გა. იმა­ვე წელს, შელ­ბიმ რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვან­დელ­მა პრო­ტო­ტიპ­მა ორი ვერ­სია გა­მო­იც­ვა­ლა. მათ­გან პირ­ველს უფ­რო მსუ­ბუ­ქი, ფო­ლა­დის სივ­რ­ცუ­ლი მზი­დი ჩარ­ჩო გა­უ­კე­თეს, რომ­ლი­თაც ის ლე მა­ნის რბო­ლა­ში პირ­ვე­ლად გა­უშ­ვეს.

1965 წელს ავ­ტო­მო­ბილს უფ­რო მძლავ­რი, 4.7-ლიტ­რი­ა­ნი V8 ძრა­ვი და­უ­ყე­ნეს. ის დე­ი­ტო­ნას 24-სა­ა­თი­ან რბო­ლა­ში GT/104-ს სა­ხე­ლით წარ­ს­დ­გა და მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მაგ­რამ „ფორ­დ­მა" ლე მან­ზე ის არ გა­მო­ი­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი პირ­ვე­ლად გა­ი­ყი­და და დღემ­დე პატ­რო­ნი ბევ­რ­ჯერ გა­მო­იც­ვა­ლა. მა­ლე კი ახალ გა­რაჟ­ში მო­უ­წევს გა­და­ბარ­გე­ბა. აუქ­ცი­ო­ნის­თ­ვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი GT/104, „ფორდ GT40-ის" მე­ოთხე პრო­ტო­ტი­პია. „ფორ­დ­მა" ლე მან­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ი­ღო და კომ­პა­ნი­ას სარ­ტეს ტრეკ­ზე პირ­ვე­ლი კვარ­ცხ­ლ­ბე­კიც სწო­რედ ამ ეგ­ზემ­პ­ლარ­მა მო­უ­პო­ვა.

ამ მიღ­წე­ვე­ბის გარ­და, ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მის სა­ჭეს­თან მსხდა­რან ისე­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი მრბო­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ამე­რი­კე­ლი ფილ ჰი­ლი (ფ1-ის ჩემ­პი­ო­ნი), ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი ბრი­უს მაკ­ლა­რე­ნი (ფ1-ის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ გუნდ მაკ­ლა­რე­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი), ამე­რი­კე­ლი ბობ ბონ­დუ­რან­ტი, ფრან­გი ჟო შლე­სე­რი (ფ1-ის ყო­ფი­ლი პი­ლო­ტი, რომ­ლის ინი­ცი­ა­ლებ­საც ფ1-ის გუნდ ლი­ჟი­ეს მან­ქა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბად იყე­ნებ­დ­ნენ) და ბრი­ტა­ნე­ლი რი­ჩარდ ეტ­ვუ­დი (ფ1-ის ყო­ფი­ლი პი­ლო­ტი და ლე მა­ნის ერ­თ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი)...

lika andiashvili