ფორდ მონ­დეო ვი­ნი­ა­ლე" ევ­რო­პე­ლებს ჟე­ნე­ვა­ში გა­ეც­ნო
21 მარტი, 2014
1149
print

ფორ­დის" უახ­ლეს­მა, პრე­მი­უმ ქვე-ბრენ­დ­მა „ვი­ნი­ა­ლემ" ევ­რო­პა­საც მი­აღ­წია. მი­სი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სე­დან „მონ­დე­ოს" ტოპ ვერ­სი­ის ევ­რო­პუ­ლი პრე­მი­ე­რა ჟე­ნე­ვის მო­ტორ შო­უ­ზე გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ცის­ფერ­მა ოვალ­მა გა­ნაცხა­და, რომ ამ ქვე-ბრენ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი, „მა­ღა­ლი დო­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლის ფლო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღე­ბენ".

„მონ­დეო ვი­ნი­ა­ლე" ჯერ მხო­ლოდ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლია, თუმ­ცა კონ­ვე­ი­ე­რამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯი აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე მი­სი დე­ბი­უ­ტი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „მონ­დე­ოს" გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა. ამ უკა­ნას­კ­ნელს კი მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს ვი­ხი­ლავთ. „მონ­დე­ოს" შემ­დეგ, პრე­მი­უმ სპე­ცი­ფი­კა­ცი­ის „ვი­ნი­ა­ლე" ვერ­სი­ებს, მი­ნი­ვენ „S-მაქ­სის" და უგ­ზო­ო­ბის „ეჯის" ბა­ზა­ზეც გა­მო­უშ­ვე­ბენ.

გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი „მონ­დე­ოს­გან" გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ინ­ტე­რი­ე­რის უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, „ვი­ნი­ა­ლეს" სე­და­ნის მყიდ­ველს, „ფორ­დის" დი­ლე­რე­ბი უფ­რო მა­ღა­ლი დო­ნის, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კონ­სი­ერ­ჟის ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც შეს­თა­ვა­ზე­ბენ. რო­გორც „ფორდ ოფ იურო­პის" გა­ყიდ­ვე­ბის შე­ფი რი­ო­ლანტ დე ვა­არ­დი ამ­ბობს, „ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი მათ­თ­ვი­საა, ვი­საც მუდ­მი­ვად ეჩ­ქა­რე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად აზ­როვ­ნებს და სურს, რომ ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ში გრძნობ­დეს თავს".

„ვი­ნი­ა­ლეს" მარ­კით გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, „ფორ­დის" მო­დე­ლე­ბის ტოპ ვერ­სი­ე­ბი იქ­ნე­ბა და ისი­ნი ახ­ლან­დელ ტოპ ვერ­სია „ტი­ტა­ნი­უმ X-ზე" მა­ღალ სა­ფე­ხურს და­ი­კა­ვე­ბენ. მარ­კე­ტო­ლო­გე­ბის გათ­ვ­ლე­ბით, ვერ­სია „ვი­ნი­ა­ლე­ზე" ამა­თუ­იმ მო­დე­ლის გა­ყიდ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 პრო­ცენ­ტი მო­ვა. ცის­ფე­რი ოვა­ლის ევ­რო­პუ­ლი შტოს დი­ზა­ი­ნის დი­ვი­ზი­ო­ნის შე­ფი მარ­ტინ სმი­ტი ამ­ბობს, რომ „ვი­ნი­ა­ლეს" ხა­ზის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი „შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის დნმ-ს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ".

„მონ­დეო ვი­ნი­ა­ლეს" რა­დი­ა­ტო­რის ქრო­მი­რე­ბუ­ლი ცხა­უ­რი, შეც­ვ­ლი­ლი ფორ­მის წი­ნა ბამ­პე­რი, შუქ­დი­ო­დუ­რი სა­ნის­ლე ფა­რე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ფორ­მის, 20-დუ­ი­მი­ა­ნი ბორ­ბ­ლე­ბი, კა­რის ქრო­მი­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლუ­რე­ბი და ასე­ვე ქრო­მი­რე­ბუ­ლი გა­რე სარ­კე­ე­ბი და რა თქმა უნ­და, წარ­წე­რა Vignale გა­მო­არ­ჩევს. ამას­თან, ავ­ტო­მო­ბილ­ზე ვერ ნა­ხავთ წარ­წე­რას Mondeo.

რო­გორც პრე­მი­უმ დო­ნეს შე­ე­ფე­რე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვარ­ძ­ლე­ბი ტყა­ვი­თაა გაწყო­ბი­ლი. ტყა­ვი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კა­რის ში­და ელე­მენ­ტე­ბი, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის და­ფა, ცენ­ტ­რა­ლუ­რი კონ­სო­ლი და რა თქმა უნ­და, სა­ჭის რგო­ლიც. სა­ლო­ნი უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნეტ კავ­ში­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

და­ბო­ლოს, „ვი­ნი­ა­ლეს" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბას, „ფორ­დის" მი­ერ წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი დი­ლე­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ, რომ­ლებ­საც ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თ­ვის ცალ­კე შო­უ­რუ­მე­ბის მოწყო­ბა მო­უ­წევთ. დი­ლე­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მათ მი­ერ გა­ყი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის (ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში) უფა­სო რეცხ­ვას და სა­ლო­ნის და­სუფ­თა­ვე­ბას.