მორიგი წარუმატებელი დღე
22 სექტემბერი, 2009
1672
print

ტოკიოში მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ბაშო წარუმატებელია ქართველთათვის. აგვისტოში პირველ მაეგაშირობამდე აღზევებულ ტოჩინოშინს რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება, კოკაი კი ინარჩუნებს ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსს, თუმცა, გამოცდილი ქართველი ათლეტი ბოლო დღეებში ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.

გუშინ ორივე ქართველი დამარცხდა. კოკაიმ აღმოსავლეთის მეთორმეტე მაეგაშირა ტოჩიოზანთან წააგო. ცხრა საასპარეზო დღის შემდეგ ქართველის აქტივში ოთხი მოგებაა. ტოჩინოშინმა კი მეშვიდე მარცხი იწვნია და ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. თუ მას რეიტინგის შენარჩუნება სურს, დარჩენილი ექვსივე ბრძოლა უნდა მოიგოს, რაც არარეალურია. გუშინ ტოჩინოშინმა დასავლეთის სეკივაკე კოტოშოგიკუსთან იორიკირის ილეთით დათმო ბროლა.

დღეს ტოკიოს სუპერტურნირზე მეათე საასპარეზო დღეა. კოკაი დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა კასუგაოს უნდა დაეჭიდოს, რომელსაც ცხრიდან სამი ბრძოლა აქვს მოგებული. ტოჩინოშინი კი აღმოსავლეთის კომოსუბი ბარუტოს უნდა შეებრძოლოს, რომელმაც შვიდი შერკინება მოიგო და თითქმის გაინაღდა დადებითი ბალანსი და რეიტინგში წინსვლა.

ცხრა დღის შემდეგ ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს იოკოძუნა ასოშორიუ, რომელმაც ყველა ბრძოლა მოიგო და მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო უკან ჩამოიტოვა.

სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 მარტი, 2010 მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
06 ნოემბერი, 2009 მილიონები და ტიტულები
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
16 ოქტომბერი, 2009 შსს სრული სვლით
13 ოქტომბერი, 2009 უბრალო დამთხვევა თუ…
23 სექტემბერი, 2009 ქართველები ვერ გვახარებენ
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი