ანანდმა ტიტული შეინარჩუნა
13 მაისი, 2010
1555
print

სოფიაში, ვიშვანათან ანანდისა და ვესელინ ტოპალოვის დაპირისპირებაში, მსოფლიო ჭადრაკის მეფის ტიტული თამაშდებოდა.

12-მატჩიანი ტურნირი ინდოელი მოაზროვნის გამარჯვებით დასრულდა - ანანდმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მატჩის საპრიზო ფონდი ორი მილიონი ევრო იყო. აქედან მილიონ ორასი ათასი ანანდს ერგო.

ტიტულისთვის ბრძოლა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. დაპირისპირების პირველი პარტია ბულგარელი სპორტმენის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ანანდმა მეორე პარტიაშივე აიღო დამაჯერებელი რევანში. მეთორმეტე პარტიის წინ ანგარიში საყაიმო იყო - 5.5:5.5. ყველაფერი ბოლო პარტიას უნდა გადაეწყვიტა, რომელშიც ტოპალოვი თეთრი ფიგურებით თამაშობდა.

ბულგარელს ვერც საკუთარმა კედლებმა უშველა და ვერც თეთრი ფიგურების უპირატესობამ. მეთორმეტე პარტიის დებიუტში შავი ფიგურებით მოთამაშე ანანდმა მეტოქეს პაიკი შესწირა და პოზიციური უპირატესობა მიიღო. ჭადრაკის სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ შეწირვამ გადაწყვიტა თამაშის ბედი. ინდოელმა დიდოსტატმა კარგად გამოიყენა პოზიციური უპირატესობა და 51-ე სვლაზე ტოპალოვმა მარცხი აღიარა.

"ბულგარეთში ჩემი კარიერის ყველაზე რთული მატჩი გავმართე. წინა პარტიებიც ლამაზი იყო, მაგრამ იქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა. საერთოდ, ყველაფრის პროგნოზირება შეიძლებოდა, დღეს კი წინასწარ ვერაფერს იტყოდი. მეთორმეტე პარტიის წინ დაღლილობამაც იმატა. მატჩი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემი მეტოქე საკუთარ კედლებში თამაშობდა, თუმცა ჭადრაკში ამას გადამწყვტი მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა ვიში ანანდმა.

ანანდმა ფიდეს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2000 წელს მოიგო, 2007 წელს კი მექსიკაში გამართულ ჩემპიონთა დაპირისპირებაში რუსი ვლადიმირ კრამნიკი დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

 

სხვა სიახლეები
06 აგვისტო, 2013 სა­ლო­მე მე­ლია მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნია
27 ივნისი, 2013 ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის ტრი­უმ­ფი მო­ჭად­რა­კე­თა ევ­რო­პის თას­ზე
16 მაისი, 2013 ბე­ლა ხო­ტე­ნაშ­ვი­ლის გრან-პრი
13 მარტი, 2013 მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის შვიდეულები ცნობილია
19 თებერვალი, 2013 გარი კასპაროვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა
22 ოქტომბერი, 2012 მსოფლიო გუნდური ჩემპიონატისთვის ნაკრები მზადაა
13 მარტი, 2012 ჭად­რაკს "დრეს კო­დი" და­უ­წე­სეს
30 ნოემბერი, 2011 არა­ბი­ძეს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს
10 ნოემბერი, 2010 კას­პა­რო­ვის პრო­ტე­ჟეს სკან­და­ლუ­რი დე­მარ­ში
27 იანვარი, 2010 თბილისის 28 რჩეული