სირიამ პალმირა დაიბრუნა
27 მარტი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

დღეს, სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქ პალმირას დაბრუნება შეძლო. გასულ წელს, ქალაქი „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა. მაშინ სირიის მთავრობა მეტად დასუსტებული იყო, მაგრამ რუსეთის დახმარებით წელში გაიმართა.

პალმირას ვრცელი ისტორია აქვს. ის პორველად ძველი წელთაღრიცხვით 2000 წელს, ბრინჯაოს ხანაში მოიხსენიება. ქალაქი მალე ასურეთის კოლონია ხდება. ალექსანდრეს მმართველობის დროს ქალაქი ელინისტურ კულტურას ეცნობა. მეფის სიკვდილის შემდეგ პალმირას იმპერია დაარსდა, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთზე გაბატონდა. მოგვიანებით ამ რეგიონში სელევკიდთა იმპერია ყალიბდება. ეს მოვლენა ელინისტური კულტურის უფრო ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. ძველი წელთაღრიცხვით 64 წელს ქალაქი რომაელმა გენერალმა პომპეუსმა დაიკავა. ამის შემდეგ პალმირა რომის რესპუბლიკას, მოგვიანებით კი იმპერიას უერთდება. ეს რომაული და ელინისტური კულტურის შერწყმას იწვევს. იმპერიის დაცემის შემდეგ, ქალაქს ბიზანტია იკავებს. მოგვიანებით პალმირა არაბეთის სახალიფოს მმართველობის ქვეშ ექცევა. არ არის გასაკვირი, რომ ქალაქს დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს. აქ ელინისტური, რომაული, არაბული, სპარსული და თურქული კულტურა ერთიანდება. ძველი ნაგებობები „ისლამურმა სახელმწიფომ“ მიწასთან გაასწორა.

პალმირას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. სირიელი გენერლის თქმით, ქალაქი „ისლამური სახელმწიფოს“ შუაგულისკენ ხსნის გზას. ის „ახალი ოპერაციების“ დაწყებას და „ტერორისტებისთვის სურსათის მიწოდებისთვის საჭირო ერთ-ერთი მთავარი გზის“ დაკავებას აპირებს.

სირიის სამთავრობო არმიის პალმირაში შესვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა ბრძოლა. ტერორისტთა ნაწილი აეროპორტის და ციხის შენობებში იყო გამაგრებული. რამდენიმე საათის შემდეგ სირიელებმა მათი უკუქცევაც მოახერხეს. სირიელი ჟურნალისტების განცხადებით, უკუქცეული ტერორისტები რუსებმა თავიანთი მძიმე ტექნიკით დაბომბეს და ასობით მეომარი იმსხვერპლეს.

ორი კვირის წინ რუსეთმა სირიიდან საჰაერო ძალები ოფიციალურად გაიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთი ასადის რეჟიმს კვლავ ეხმარება. მათ გარეშე სამთავრობო არმია პალმირას აღებას ვერ მოახერხებდა.

„ეს უდიდესი გამარჯვება „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო მარცხს შეუწყობს ხელს. დაქირავებული ისლამისტების მორალი ეცემა.“ - განაცხადა სირიის გენერალურმა შტაბმა.

პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პუტინს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ რუსეთის ავიაციამ პალმირას დაბრუნებაში დიდი როლი შეასრულა.

„პალმირა მიწასთან არის გასწორებული. გპირდებით, რომ ჩვენ მას აღვადგენთ და ქალაქს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მემკვიდრეობად ვაქცევთ“ - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

ბრძოლას 400 სამთავრობო მეომარი შეეწირა. „ისლამური სახელმწიფოს“ დანაკარგი უცნობია. პალმირას იერიში შეაფასეს, როგორც „ტერორისტების უდიდესი მარცხი“.  სამი თვის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი რამადი დაკარგა. ერაყელებმა პოზიციების გამაგრება შეძლეს. ამ მოვლენამ პალმირას დაბრუნებას არსებითად შეუწყო ხელი.

პარასკევს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სირიელებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მაღალჩინოსანი მოკლეს.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ