ირანი ისევ იმუქრება
09 მარტი, 2016
263
print

გიორგი ფაჩუაშვილი

დღეს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ორი ახალი ბალისტიკური რაკეტის გაუშვა. ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ ეს მოქმედება ისრაელის წინააღმდეგ არის მიმართული. ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტებს მიზანის 1 400 კილომეტრის მანძილზე განადგურება შეუძლიათ.

„მიზეზი, რის გამოც ასეთი ბალისტიკური იარაღი გამოვცადეთ სიონისტური რეჟიმის (ისრაელი) უსაფრთხო ადგილიდან დაბომბვაში მდგომარეობს“ - განაცხადა ირანელმა გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადეჰმა. ისრაელის მთავარი ქალაქები, თელ-ავივი და იერუსალიმი სარაკეტო ბაზიდან 1 000 კილომეტრის მანძილზე მდებარეობენ. ირანმა ბალისტიკური რაკეტების გაშვების მიზანი ამგვარად დაახასიათა: „ისრაელი უნდა გავაქროთ მსოფლიო ისტორიიდან“. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, მოშე იაალონმა განაცხადა, რომ ირანის პოზიცია დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების შემდეგ არანაირად არ შეცვლილა.

„სამწუხაროდ, ირანი დასავლეთის ქვეყნებს თაფლავს მაშინ, როცა ტერორისტებს ამარაგებს.“ - თქვა იაალონმა.

1948 - წლიდან, როდესაც ისრაელის რესპუბლიკა დაარსდა, ქვეყანა არაბულ სახელმწიფოებთან მუდმივ ომებში არის ჩართული. მან ყველა კონფლიქტში მოახერხა გამარჯვება. ისრაელმა ზოგ არაბულ სახელმწიფოსთან ისევ აღადგინა ურთიერთობა,  როგორიც ეგვიპტეა, მაგრამ დანარჩენებს შურისძიება სურთ.

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია. მან ირანი პროვოკაციულ ქმედებაში დაადანაშაულა. ოფიციალური ვაშინგტონი მოკავშირე ისრაელს ღია მხარდაჭერას უცხადებს. დასავლეთის ქვეყნების აზრით, ეს კანონდარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ირანის ისლამური რესპუბლიკა თავს პროვოკატორად არ მიიჩნევს. მას სანქციები „არ აინტერესებს“, მაგრამ ეკონომიკას დიდი ზიანი მოელის. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანის საკითხს გაეროს თავდაცვის საბჭოს სხდომაზე აუცილებლად წამოაყენებს.

„რაც უფრო მეტ სანქციებს დაგვიწესებენ, ბალისტიკურ პროგრამაზე მუშაობას მით უფრო პროგრესულად განვაგრძობთ.“ - განაცხადა გენერალმა ჰაჯიზადეჰმა.

პროგრამამ დასავლეთს და ირანს შორის ურთიერთობა უფრო მეტად დაძაბა.

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის პოპულარობამ იმატა. ახლანდელ არჩევნებში მან უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტი, რომელიც დიქტატორს თანამდებობაზე ამტკიცებს, თავისი ხალხით გაავსო.

ამ ბოლო დროს ირანში დასავლეთის გავლენა უფრო განმტკიცდა. ქვეყანაში ბევრი დასავლური ინვესტიცია შედის. ამ ფაქტს გენერლები გამოეხმაურნენ. მათი აზრით, დასვლეთის გაძლიერება ქვეყანას უფრო დაასუსტებს. მათ მთავრობის 27 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება საჰაერო კომპანია Airbus-თან გააკრიტიკეს, რომელმაც ირანში 118 თვითმფრინავი შემოიყვანა. მათი აზრით, ფული სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარებოდა. 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ