სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
08 მარტი, 2016
252
print

გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ ნატო ევროპის უპრეცედენტო საიმიგრაციო კრიზისში ჩაერეოდა-11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ეგეოსის ზღვაში განალაგებდა სამხედრო ხომალდებს  და შეიტანდა წვლილს „ადამიანთა ტრეფიკინგისა და კრიმინალური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაში.“

ამ საკითხზე სასაუბროდ, ცოტა ხნის წინ სტოლტენბერგი შეხვდა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს პანოს კამენოს და თურქეთის პრემიერს აჰმეტ დავითოღლუს. თურქეთი, როგორც ცნობილია, 2011 წლიდან, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან, 2 მილიონ სირიელ ლტოლვილზე მეტს იფარებს:“წინა დღეების განმავლობაში ჩვენ შევთანხმდით გავაძლიეროთ მცდელობა არსებული კრიზისის გასამკლავებლად. ჩვენ ვაფართოებთ მოქმედებებს თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში. ნატო დღეს ტერიტორიულ წყლებში მოქმედებას იწყებს. ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-თან და ჩვენ ამ რაიონში ვზრდით ხომალდების რაოდენობას,“-განაცხადა ალიანსის ლიდერმა 7 მარტს თურქეთის პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით:“ნატოს საზღვაო ძალების სარდლობამ უკვე გაცვალა წერილები Frontex-თან:“ეს ჩვენ მოგვცემს ლიაზონ ოფიცრების გაცვლისა და ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარების საშუალებას. ამრიგად, Frontex-ს, ისევე როგორც თურქეთსა და საბერძნეთს, უფრო ეფექტური მოქმედებების განხორციელება შეეძლებათ. ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორც თანამშრომლობენ ნატო და ევროკავშირი საერთო გამოწვევების გასამკლავებლად.“

მისი თქმით, ეგეოსის ზღვაში ხომალდების გასაგზავნად მზად არიან დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ნატო-ს აღნიშნულ მისიას სათავეში გერმანია ჩაუდგება, კანადის, თურქეთისა და საბერძნეთის ხომალდების დახმარებით.

თურქეთის პრემიერთან შეხვედრისას სტოლტენბერგმა სირიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, მხარეები თურქეთ-სირიის საზღვარზე დაზვერვისა და მონიტორინგის გაძლიერების თაობაზე შეთახმდნენ:“ეს წარმოადგენს იმ ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს, რომელიც შარშან დავიწყეთ.“-განაცხადა ალიანსის ლიდერმა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო, ასევე განაგრძობს, თურქეთის საჰაერო სივრცის გაძლიერებას „პეტრიოტებით.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მოლაპარაკებების განახლებისათვის. მისი თქმით, ნატო შეშფოთებულია სირიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო:“რეგიონში რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა გააძლიერა ჰუმანიტარული კრიზისი და უფრო მეტი ხალხი აიძულა თურქეთის საზღვრებისკენ გადასულიყო.“

სირიაში და ნატოსთან მიმართებაში რუსეთის მოქმედებების შესახებ სტოლტენბერგმა გუშინ „სი-ენ-ენის“ პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა. მისი თქმით,  ალიანსი შეშფოთებულებია სირიაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებით, თუმცა ალიანსი ამის საპასუხოდ შესაფერის ნაბიჯებს უკვე დგამს.

„ბოლო პერიოდში რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის უფრო დაჟინებული რუსეთი, რომელიც ცდილობს საკუთარი მეზობლების დაშინებას და ალიანსის დანაწევრებას. თუმცა, ჩვენ ამას ალიანსის შიგნით ძლიერი ერთიანობით ვცემთ პასუხს...და უფრო და უფრო ვაძლიერებთ ჩვენი ძალების მზადყოფნას.  რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას ნატოს დაყოფის მცდელობაში, რადგან ჩვენ ახლა უფრო ერთიანი ვართ და მტკიცედ ვცემთ პასუხს რუსეთის ქცევას.“-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

თამთა კახაძე

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ