ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
28 თებერვალი, 2016
413
print

ლატვიას სურს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო, ნატო-მ ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ მისი უსაფრთხოება გაზარდოს-აღნიშნულის შესახებ ლატვიის მთავარმა დიპლომატმა ედგარ რინკევიჩმა განაცხადა.

„USA TODAY“-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის საზღვართან რუსეთის მიერ გახშირებული წვრთნებისა და რიტორიკიდან გამომდინარე, ყოფილი საბჭოთა კავშირის პატარა რესპუბლიკა დგამს შესაფერის ნაბიჯებს თავდაცვის გასაძლიერებლად, თუმცა აუცილებელია ნატო-ს დახმარება:“ჩვენ გვესაჭიროება მორიგი შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე,“-აღნიშნა რინკევიჩმა.

მინისტრის აზრით, რეგიონში რუსეთის შესაკავებლად, საჭიროა ალიანსმა გაზარდოს წვრთნების რაოდენობა, განალაგოს სამხედრო აღჭურვილობა და გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. რინკევიჩის თქმით, ყირიმის ანექსიის შემდგომ, ალიანსს სჭირდება უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს-როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახალ დოქტრინაშია საუბარია, რუსეთმა უნდა გააძლიეროს, მსოფლიოს მასშტაბით, რუსულ ენაზე მოსაუბრე ხალხის დაცვა.(ლატვიის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი რუსულენოვანია.)

რინკევიჩის თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას ლატვია(ქვეყანა ორივე ორგანიზაციის წევრი 2004 წელს გახდა) მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აღიქვამს, თუმცა მისი თქმით, მიგრანტთა კრიზისი, ევროპაში ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების ზრდა და ივნისში ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი რეფერენდუმი, გარკვეულწილად „კავშირის მდგომარეობასთან დაკავშირებით“ მის შეშფოთებას იწვევს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა არ უცდის ნატო-ს, რათა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, თუმცა :“ჩვენ გვჭირდება მუშაობა ნატო-ს ყველა წევრთან, რათა დავრწმუნდეთ რომ ივლისის ნატო-ს სამიტი ალიანსის ყველა ტიპის თავდაცვის გასაძლირებლად იქნება გამოყენებული.“

ამასთან, ცოტა ხნის წინ „ატლანტიკურმა საბჭომ“ ალიანსის რისკებთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი საფრთხის  მიუხედავად, ევროპელი მოკავშირეების დიდ ნაწილს გარკვეულწილად უჭირს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე აიღეს.

მოხსენებაზე ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოფ სხოფერთან ერთად, ალიანსის წევრი ექვსი ქვეყნის ცნობილმა თავდაცვის ექსპერტებმა იმუშავეს. მთავარ რეკომენდაციებს შორის არის: ბალტიის ქვეყნებში რუსეთის ნებისმიერი მოქმედების შესაკავებლად, ნატო-ს ამ არეალში მუდმივი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს; პოლონეთს სჭირდება ძლიერი, სადაზვერვო, მოიერიშე რაზმი, რომელიც რომელიც რუსულ და ჩინურ მოდელზე იქნება აგებული; ნორვეგია ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე;  ამასთან, ნორვეგია უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება რუსეთის შორი რადიუსის მოქმედების იარაღისა და მოსკოვის მზარდი „საიერიშო კიბერ-შესაძლებლობების“ მიმართ.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ