საუდის არაბეთი სირიაში ჯარების შეყვანას აპირებს
06 თებერვალი, 2016
506
print

გიორგი ფაჩუაშვილი

საუდის არაბეთი სირიის ტერიტორიაზე, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საომრად ჯარების შეყვანას აპირებს. პარასკევს, ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მასობრივ სამხედრო წვრთნებს დაიწყებდნენ. 150 000 მეომარი ივარჯიშებს ტერორისტების დასამარცხებლად. სამხედროები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბებიან. კერძოდ, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინიდან, ყატარიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და თურქეთიდან. საუდის არაბეთი ოპერაციის წარმატებაში დარწმუნებულია, მაგრამ ირანი სხვაგვარად ფიქრობს.

„საუდის არაბეთი თითქოს სირიაში ჯარის შეყვანას აპირებს, მაგრამ დამიჯერეთ, ისინი ამას ვერ გაბედავენ, - ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალ მაიორი, ალი ჯაფარი მასხრად იგდებს საუდის არაბეთის გეგმას, - მათ შეჰყავთ არმია მტრის ტერიტორიაზე მონდომებული მოხალისეების დასამარცხებლად. ისტორია გვასწავლის, რომ ასეთი გეგმები წარუმატებელია. მათი თქმით, ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობენ. თუ მართლა ასეა, მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია.“

ირანიც და საუდის არაბეთიც „ისლამური სახელმწიფოს“ მტრები არიან, მაგრამ ერთმანეთსაც მტრობენ.

საუდის არაბეთის სამეფო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა და მასთან ერთად ბომბავს ტერორისტებს. ის ასევე სირიის ოპოზიციას ამარაგებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა, კი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერია. ეს გარემოება ამ ორი სახელმწიფოს შუღლის, ერთ-ერთი მიზეზია. ირანი მოწინააღმდეგის არმიის ყოფნას მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ მოითმენს. თურქეთმა ხაზგასმით გამოაცხადა, რომ არ აპირბს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.

 რუსეთის ფედერაცია ამ განცხადებას არ ეთანხმება. ის ამბობს, თითქოს თურქეთის არმია სირიაში უკვე იმყოფება. უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვაში რუსეთს მთელი მსოფლიო ადანაშაულებს. კრემლი მხარდაჭერას უცხადებს სირიის მოქმედ რეჟიმს, თითქოს ტერორისტებთან საომრად, მაგრამ რუსეთის ავიაცია ღიად ბომბავს ოპოზიციურ ძალებს.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს