ნატოში, რუსეთის მხრიდან შვედეთზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობაზე განაცხადეს
04 თებერვალი, 2016
584
print

კახა ფაჩუაშვილი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2013 წელს ჩაატარეს სამხედრო სწავლებები, რომლითაც შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტაცია მოახდინეს. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოხსენებაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიტზე გამოქვეყნდა.

”მასშტაბური გადაიარაღების ფარგლებში სამხედრო წვრთნებმა და მანევრებმა რუსეთში,  ცივი ომის პერიოდის შემდგომ არნახულ დონეს მიაღწიეს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე 18 მასშტაბური სამხედრო სწავლება ჩაატარა. რამდენიმე ასეთ წვრთნაში 100 ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ეს სწავლებები გულისხმობდა ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებზე ბირთვული დარტყმების მოდელირებას (მაგალითად, შვედეთზე თავდასხმის იმიტაცია 2013 წლის მარტში)”, - ნათქვამია მოხსენებაში.

როგორც შვედური გამოცემა The Local იუწყება წვრთნები მიმდინარეობდა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან, სტოკჰოლმის არქიპელაგთან, რასაც მასმედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ შვედ სამხედროებს არ მიეცათ ოპერატიული რეაგირების საშუალება, რადგან ბევრი სამხედრო მოსამსახურე შვებულებაში იმყოფებოდა.

2013 წლის აპრილში შვედური გამოცემა Svenska Dagbladet იტყობინებოდა, რომ ქვეყნის რადარებმა დააფიქსირეს ორი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი ტუ-22მ3 და ოთხი გამანადგურებელი სუ-27, რომლებიც შვედეთის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. გაზეთის ინფორმაციით, მაშინ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სტოკჰოლმსა და შვედეთის სამხრეთ ნაწილზე შესაძლო დარტყმას ამუშავებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სტოლტენბერგის მოხსენებაზე ჯერჯერობით კომენტარებს არ აკეთებენ.

3 თებერვალს ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ რუსული წყალქვეშა ნავების აქტიურობამ ცივი ომის დროინდელ დონეს მიაღწია. ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა კლაივ ჯონსტონმა განაცხადა, რომ რუსული სუბმარინების ინტენსიური აქტივობა შეხამებულია მათი ტექნიკური მახასიათებლების ზრდასთან.

ამ დიდი ნახტომის შედეგად, რუსულ წყალქვეშა ნავებს დღეს ”აქვთ მეტი ავტონომიურობა, აღჭურვილნი არიან საუკეთესო სისტემებით და საშუალება აქვთ უფრო თავისუფლად გამონახონ მოქმედების ვარიანტები”, - განაცხადა ჯონსტონმა. ნატოს წარმომადგენლის თქმით, რუსი მეზღვაურების პროფესიონალიზმი მკვეთრად გაუმჯობესდა. ისინი თავიანთ ნავებს სულ სხვა დონეზე მართავენ, რაც მანამდე არ შეინიშნებოდა.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს