ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
02 თებერვალი, 2016
975
print

გიგა გურასაშვილი

რაკეტმშენებელი კომპანია SpaceX-ის და Tesla Motors-ის ხელმძღვანელი ილონ მასკის მარსის კოლონიზაციისკენ სწრაფვაზე არაერთხელ თქმულა, მაგრამ მზის სისტემის რიგით მეოთხე პლანეტის ათვისებისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მის აქამდელ განცხადებებს მხოლოდ ზედაპირული დატვირთვა ჰქონდა. ამასობაში ირკვევა, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანის გაფრენის შესაძლებლობას ის 2025 წლამდე ხედავს. ამერიკელი მეწარმის სიტყვებმა ჰონგ კონგის საინვესტიციო ფორუმზე გაიჟღერა.

„თუ მარსზე პირველ გაფრენაზე ვისაუბრებთ, ჩვენი გათვლებით ამას 2025 წლისთვის შევძლებთ, ანუ დაახლოებით ცხრა წელიწადში. ვფიქრობ, ფრენისთვის მოსამზადებლად ცხრა წელიწადი საკმარისი იქნება“, – SpaceX-ის პირველი პილოტირებული მისიის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს ილონ მასკი. ამასთან, აღნიშნავს, რომ SpaceX მხოლოდ კოსმოსში ფრენით არ შემოიფარგლება და რომ მიზანი უფრო გლობალურია.

რაკეტმშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მარსზე ფრენებისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდის მოდელზე დაწვრილებით საუბარს 2016 წლის სექტემბრის ბოლოს მექსიკაში ასტრონავტიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესზე (International Astronautical Congress, IAC) გეგმავს.

წითელ პლანეტაზე სტუმრობის გეგმები, რა თქმა უნდა, აერონავტიკისა და კოსმოსურ კვლევათა ეროვნულ სამმართველოშიც (ნასა) აქვთ. ამ მიზნით სააგენტო პარტნიორებთან ერთად ზემძიმე რაკეტა SLS–ს (Space Launch System) და პილოტირებულ ხომალდ Orion–ს ამუშავებს. ეგაა მათ შემთხვევაში მარსზე პირველი გაფრენა 2030 წლამდე ჩანიშნული არაა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს