ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება შენელდა
30 იანვარი, 2016
538
print

ამ კვირაში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მისი მეორე ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. 128-გვერდიან მოხსენებაში მიმოხილულია 2015 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული როგორ ცდილობს ალიანსი  შეკავების, თავდაცვის, უსაფრთხოებაში ინვესტირების, შესაძლებლობების ტრანსფორმაციის, ურთიერთობების გაღრმავების, უსაფრთხოებასა და მშვიდობის სფეროში ქალთა როლის გაზრდის გაძლიერებას.

როგორც დოკუმენტშია მითითებული, 2015 წლის განმავლობაში ნატოს წევრ ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტის შეკვეცა მნიშვნელოვნად არის შენელებული. როგორც ცნობილია, 2008 წლის კრიზისის შემდგომ, ნატოს წევრი ევროპის ქვეყნების ნაწილმა ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.

„ჩვენ დავიწყეთ სწორი მიმართულებით სვლა..კანადასა და ევროპელ მოკავშირეებში თავდაცვის ხარჯების შემცირება ფაქტობრივად შეჩერებულია.“-განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა ორი დღის წინ გამართულ პრესკონფრენციაზე.

იენს სტოლტენბგერის თქმით, ამ დროისათვის ნატო, არა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე, უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსის საზღვრებთან რუსეთის მიერ წარმოებული ოპერაციების რაოდენობა დრამატულად არის გაზრდილი:“აღმოსავლეთით ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში ინვესტირებას აძლიერებს და რომელმაც გამოამჟღავნა საკუთარი სურვილი სამხედრო ძალა გამოყენებინა აღმოსავლეთ ევროპაში საზღვრების შესაცვლელად.“-აღნიშნა სტოლტენბერგმა რუსეთის მიერი ყირიმის ანექსიის შესახებ.

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ალიანსი და აშშ ევროპელ მოკავშირეებს  ისეთი დიდი სახელმწიფოების, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის რისკების შესახებ აფრთხილებდნენ. ამ ეტაპზე თავდაცვის ხარჯებზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს(რისკენაც ნატო მიისწრაფვის) ხარჯავენ ალიანსის წევრი შემდეგი ქვეყნები-პოლონეთი, საბრძნეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, აუცილებელია თანამდროვე აღჭურვილობაში მეტი ინვესტიციის განხორციელება; ასევე, საჭიროა კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად მეტი სადაზვერვო და სამეთვალყურეო საქმიანობის წარმოება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ „როიტერისათვის“ ნატოს სამხედრო კომიტეტის რეკომენდაციების ჩარჩო-დოკუმენტი გახდა ცნობილი, სადაც ალიანსის მიერ რუსეთის პროპაგანდის, „საინფორმაციო ომის“ წინააღმდეგ შესაძლო ბრძოლის ეფექტიან ინსტრუმენტებზეა საუბარი. არსებული ინფორმაციით, 23-გვერდიან დოკუმენტში საუბარია, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო ტაქტიკის(წინააღმდეგობების აღქმა და შემდეგ საერთაშორისო აუდიტორიაზე გავლენის მოხდენა)  ერთიან საკომუნიკაციო სტრატეგიაში ინტეგრირება. „როიტერის“ თანახმად, დოკუმენტში საუბარია, რომ ალიანსი განიხილავს სტრატეგიის შემუშავებას, სადაც თანხვედრაში იქნება მოყვანილი სიტყვები და მოქმედებები და რომელიც ადაპტირებული იქნება და შესაფერის პასუხს გასცემს „საწინააღმდეგო ნარატივებს.“

„როიტერის“ თანახმად, ამ ეტაპზე ალიანსში აღნიშნულ დოკუმენტზე დეტალურად საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა ცნობილი არის ის, რომ სამხედრო კომიტეტი კომუნიკაციის სტრატეგიის პოლიტიკაზე მუშაობს. როგორც კარგად არის ცნობილი, რუსეთს ასობით ჟურნალისტი ჰყავს წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც როგორც რუსეთში აღნიშნავენ, ცდილობენ მსოფლიოს ყურადღების გადატანას „დასავლეთის აგრესიული პროპაგანდისგან.“ ამ მიზნით, რუსეთი აქტიურად იყენებს ინტერნეტსაც და ისეთ სოციალურ ქსელს, როგორიც არის „ტვიტერი.“

აღნიშნული სტრატეგიის განხილვას ალიანსი ივლისში, ვარშავაში დაგეგმილ სამიტზე გეგმავს. ამ დროისათვის ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციის ორი ერთეული გააჩნია, მათ შორის  „YouTube channel“, 33,600 მიმდევრით. სტრატეგიული კომუნიკაციები გულისხმობს მედიისა და ხალხის ინფორმირებულობის გაზრდას, ე.წ „ფსიქოლოგიურ ოპერაციებს“( (PsyOps) საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად.

„ნატო ჩამოყალიბდა, რომ სურს ისეთი სტრატეგიული კომუნიკაციის არსებობა, რომლის დახმარებითაც ინფორმაციული საფრთხეები ადრეულ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი,“-აღნიშნა ვულვერჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფან ბედსიმ.

თამთა კახაძე

 

 

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს