22 ათასი ტერორისტი განადგურებულია
22 იანვარი, 2016
544
print

კახა ფაჩუაშვილი

ანტიტერორისტული ოპერაციის წელიწადნახევრის განმავლობაში კოალიციურმა ძალებმა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 22 ათასი ბოევიკი გაანადგურეს. ამის შესახებ France-24-ის ეთერით სატელევიზიო გამოსვლაში ისაუბრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

მინისტრმა ისიც აღიარა, რომ ეს მონაცემები დაახლოებითია. ლე დრიანმა მაყურებელს შეახსენა, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების საერთო რიცხვი 35 ათას ტერორისტს ითვლის. ამათგან 12 ათასი უცხოელია.

„მიგვაჩნია, რომ ეს დაჯგუფება ჩვენს მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, საკმაოდ დაუძლურებულია“, - ამტკიცებს ფრანგი მინისტრი. მისი ინფორმაციით, „დარტყმები ისლამისტებზე მეტად საგრძნობი იყო“, კერძოდ, ბოევიკებმა მძიმე შეიარაღების ნაწილი დაკარგეს.

„თუ დავუკვირდებით, „ისლამური სახელმწიფო“ უკვე კარგა ხანია ვეღარ ახორციელებს მსხვილ შეტევით ოპერაციებს“, - განმარტა მინისტრმა. მისი შეფასებით, ბოევიკები ამჟამად, „უფრო თავდაცვითი ხასიათის წერტილოვან ოპერაციებს ახორციელებენ, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში. ტერორისტებს თანდათან ფინანსური რესურსებიც ეწურებათ, - ამტკიცებს ლე დრიანი.

„ახლა ტერორისტები უკვე იძულებულნი არიან მოსახლეობას შეერიონ, რათა ამგვარად იხსნან თავი ავიადარტყმებისგან“, - განმარტა ფრანგმა მინისტრმა. მისი თანაშემწეების ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციაში საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დაახლოებით 1000 ტერორისტია ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, რომ სირიასა და ერაყში ტერორისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს 2014 წლის აგვისტოდან ბომბავს კოალიციური ძალები, რომლის შემადგენლობაშიც 65 ქვეყანაა გაერთიანებული.  

 

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს