ჯიჰადისტებს ფული შემოაკლდათ
18 იანვარი, 2016
616
print

კახა ფაჩუაშვილი

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს თვიური ანაზღაურება ხელფასის სახით ორჯერ შეუმცირდათ. ამის შესახებ ისლამისტების ხაზინადარის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი The Independent.

ისლამისტების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში კერძოდ აღნიშნულია: ”განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, რომელსაც ”ისლამური სახელმწიფო” განიცდის, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერ შემცირდეს ყველა მოჯაჰედის ხელფასი. ეს ეხება ყველას, მიუხედავად მისი მდგომარეობისა და თანამდებობისა”, - ნათქვამია ბრძანებულებაში. მასში აგრეთვე მოყვანილია აიები ყურანიდან, რომელიც განმარტავს  - ”ჯიჰადს სიმდიდრის მოსახვეჭად” და ”ჯიჰადს სულიერების ასამაღლებლად”. ამასთან, აღინიშნა, რომ პრაქტიკა, თვეში ორჯერ სურსათის გაცემაზე ძალაში რჩება.

11 იანვარს კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით განახორციელეს ავიადარტყმა ბეტონსაწინააღმდეგო ბომბებით ისლამური სახელმწიფოს ხაზინაზე ერაყში. შედეგად, მიწისქვეშა ბუნკერი, სადაც ბოევიკებისთვის განკუთვნილი თანხა ინახებოდა, განადგურდა.

”ჩვენი შეფასებით ზარალმა მილიონობით დოლარი შეადგინა. ეს ფული ისლამისტებმა უკანონო გზით მოიპოვეს: ძარცვის, გამოძალვების და ნავთობის რეალიზაციასთან დაკავშირებული უკანონო შეთანხმებების შედეგად”, - აცხადებდა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი. კოალიციის ავიაცია აგრეთვე ახორციელებს ავიადარტყმებს ტერორისტების მიერ კონტროლირებად ნავთობსაბადოებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე.  

5 დეკემბერს გაზეთი The Washington Post წერდა, რომ ისლამური სახელმწიფო მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რადგან მათ დაკარგეს ნავთობით მდიდარი ტერიტორიები სირიასა და ერაყში. გამოცემის ინფორმაციით, ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ტერორისტები ცდილობენ გადასახადების გაზრდის გზით. ისინი ამ გადასახადებს სირიისა და ერაყის იმ მოსახლეობას აკისრებენ, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეკემბრის თვეში აცხადებდა, რომ მარტო ნავთობის რეალიზაციიდან ისლამისტების შემოსავალი დღეში 1-1,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს