ანტალიაში ტერორიზმის ხელშემწყობი სამი რუსი დააკავეს
13 იანვარი, 2016
606
print

კახა ფაჩუაშვილი

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაკავებულ რუსეთის სამ მოქალაქეს ბრალად ედება ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების აღმოჩენა. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. აღნიშნული პირები ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ.

სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ ჩხრეკის შედეგად დაკავებულებს რამდენიმე ციფრული დოკუმენტი აღმოაჩნდათ.

თურქული სააგენტოები აგრეთვე იუწყებიან, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც ორიენტირებულია ისლამური სახელმწიფოს მომხრე პირების გამოვლენაზე, რომლებიც შეიძლება კავშირში იყვნენ 12 იანვარს სტამბულის ცენტრში განხორციელებულ ტერაქტთან.

ანტალიისა და იზმირის პროვინციაში პოლიციამ უკვე დააკავა ისლამური სახელმწიფოს 9 მომხრე. მათ შორის იყვნენ რუსეთის ეს მოქალაქეებიც. ტერორისტებთან ერთად დაკავებულია 6 ეჭვმიტანილი. ძალოვანები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილები ისლამური სახელმწიფოს სასარგებლოდ ახალგაზრდების გადაბირების საქმეს ემსახურებოდნენ.

დოკუმენტების გარდა, ოპერაციის შედეგად ნაპოვნია ცივი და პნევმატური იარაღი.

რუსეთის საკონსულომ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ამ სამი პირის დაკავების თაობაზე, მაგრამ არ იცოდა, თუ რისთვის იყვნენ ისინი დაკავებულები.

შარშან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარეს 2,5 ათასი რუსეთის მოქალაქე იბრძვის.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს