რუსეთი სირიაში ომის დანაშაულს ჩადის?
23 დეკემბერი, 2015
1055
print

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Amnesty International“-მა სირიაში რუსეთის მიერ წარმოებული ავიაიერიშების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში საუბარია, რომ რუსეთი სირიაში, შესაძლოა, ომის დანაშაულს ჩადის, ვინაიდან ამ ავიაიერიშების შედეგად არაერთი სამოქალაქო პირია მოკლული.

რუსეთმა სირიაში ავიაიერიშების განხორციელება 30 სექტემბერს დაიწყო-პირველივე დარტყმების განხორციელებისათანავე, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამიზნეს წარმოდგენს სირიაში მყოფი „ისლამური სახელწმიფოს“ შეიარაღებული მებრძოლები. თუმცა, ავიაიერიშების დაწყებიდან მალევე დასავლეთმა რუსეთი, ტერორისტებთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ავიაიერიშების მიტანაში დაადანაშაულა. ამ ბრალდებას რუსეთი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

„Amnesty International“-ის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ 30-გვერდიან მოხსენების სათაურში რუსეთის მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი, რომ  ავიაიერიშები „სამოქალაქო ობიექტებზე“ არ ხორციელდება. თუმცა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის ავიადარტყმებს რამდენიმე ათეულ შეიარაღებულ მებრძოლთან ერთად, სულ მცირე ორასი სამოქალაქო პირი შეეწირა:“ჩანს რომ, ზოგიერთი თადასხმისას,  რუსეთის შეიარაღებული ძალები დარტყმებს ახორციელებენ პირდაპირ მოქალაქეებზე და სამოქალაქო ობიექტებზე და სამიზნეს  სამხედრო ობიექტების ნაცვლად,  სამედიცინო დაწესებულებები წარმოადგენს...სხვა იერიშებისას ჩანს, რომ  განურჩევლად ხორციელდება თავდასხმები სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე-ასეთი თავდასხმები, შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.“-საუბარია მოხსენების შესავალ ნაწილში.

ამასთან, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოიძია იმის დამამტკიცებელი საბუთებიც, რომ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მოხდა „უმართავი ბომბების“ გამოყენება.

„წლების განმავლობაში რუსეთი იცავდა ასადის რეჟიმს და ხელს უშლიდა მცდელობებს, რათა სირიელი ხალხის ტანჯვა შემსუბუქებულიყო. ახლა კი რუსეთის საჰაერო ძალები თავად კლავენ სირიის მოქალაქეებს...ჩვენ უკვე ვნახეთ ავღანეთისა და ჩეჩნეთის კონფლიქტების მაგალითზე, რომ რუსეთის ძალებს დასახლებულ რაიონებში განურჩეველი თავდასხმების უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ზუსტად ეს ხდება ახლა სირიაშიც.“-განაცხადა მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ „Amnesty International“-ის წარმომადგენელმა კრისტიან ბენედიქტმა.

აღნიშნული მოხსნება ამ წლის სექტემბრიდან ნომებრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, თუმცა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ  სირიაში რუსეთი დასახლებულ რაიონებს უტევს, კვლავ ვრცელდება. ორი დღის წინ თურქეთის პრემიერმა დაგმო იდლიბში, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშები, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა:“სიირის მიწა, არ არის და არც მომავალში შეიძლება გახდეს რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების ნაწილი.“-განაცხადა აჰმეთ დავითოღლუმ.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია რუსეთის არც საგარეო და არც თავდაცვის უწყებას. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანამ კომენტარს გააკეთებენ, მოხსენება უნდა შეისწავლონ. მოხსენების ავტორები რუსეთის ხელისუფლებას ურჩევენ ნებისმიერი იერიშის განხორციელებისას სრულყოფილად დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და ავიაიერიშების დაგეგმვისას და განხორციელებისას ბოლომდე დარწმუნდეს, რომ  სამიზნეს მოქალაქეები და სამოქალაქო ობიექტები არ წარმოადგენს; ამასთანავე გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სამოქალაქო მსხვერპლი-მოხდეს მოქალაქეების წინასწარ გაფრთხილება ისეთი იერიშების განხორციელების წინ, რომელსაც შესაძლოა სამოქალაქო პირები ემსხვერპლნონ.

რუსეთის გარდა, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშებს  ამერიკაც ახორციელებს. აშშ-მა, დასავლელ და არაბ პარტნიორებთან ერთად, სირიაში ავიადარტყმების განხორციელება 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ბოლო მოხსენებაშია საუბარი, „Amnesty International“  სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის, ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ წარმოებულ ავიაიერიშებსაც იკვლევს.  

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს