ფსიქომანია
15 დეკემბერი, 2015
863
print

„თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ“

 თაკო სალთხუციშვილი

უკვე არაერთხელ დამიწერია იმ პრობლემაზე, რომელიც რეალურად დგას ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც საკმაოდ ცოტა დროს, სივრცეს და ენერგიას უთმობენ მედიის წარმომადგენლები.

სისხლის უანგარო დონორების ასეთი დაბალი რაოდენობა ჩემთვის ერის შეგნების დონის პირდაპირპროპორციულია, თუმცა შეგვიძლია ამ თემაზე ვიდაოთ.

ამ სტატიაშიც აღვნიშნავ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „არტინფო საქართველოს“ უდიდეს წვლილს სისხლის უანგარო დონაციის პოპულარიზაციის საქმეში და მადლობას გადავუხდი მათ იმ ძალიან ბევრი ცდისთვის, რომლებიც თვეების განმავლობაში აქტიურად გრძელდება და რომელმაც შედეგებიც გამოიღო! „არტინფო საქართველო“ NCDC-ს დაკვეთით რამდენიმე თვეა სხვადასხვა უნივერსიტეტებში სისხლის უანგარო დონაციის აქციებს აწყობს და გარდა ამისა, მართავს ტრენინგებს ახალგაზრდებისთვის, მედიის და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებისთვის.

თუ აქამდე ვწერდი, რა არის საჭირო, რატომ არის საჭირო და ვისთვის არის საჭირო უანგარი დონორების რაოდენობის გაზრდა, დღეს სწორედ უანგარო დონორების მიერ გადარჩენილი ადამიანის ინტერვიუს გთავაზობთ!

გაიცანით გადარჩენილი ადამიანი - ნინო ჯავახიშვილი!

- თუ შეიძლება მოგვიყევით, რატომ დაგჭრდათ სისხლის გადასხმა?

- 2010 წლის ზაფხულში 8 კვირის ორსულივიყავი, როგორც შემდგომ დადგინდა ტყუპებზე. საღამოს სახლში ყოფნისას შეუძლოდგავხდი, გონება დავკარგე და სასრაფო დახმარების ბრიგადამ ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშიგადამიყვანა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ტყუპთაგან ფალოპის მილში იმყოფებოდა და საშვილოსნოს გარე ორსულობა მილის რუპტურით და მასიური აბდომინალური სისხლდენითგართულდა. შედეგად ჰემოდინამიკის მაჩვენებლები იყო კრიტიკული და ჩემი 5 საათიანი ოპერაციის მსვლელობისას დიდი რაოდენობით სისხლი, დაახლობით 7-8 ლიტრიგადამისხეს!

პირველი პორცია სისხლის ბანკში არსებული სარეზერვო სისხლი გადამისხეს, ხოლო შემდეგ დონორების უანგაროდ გაცემული სისხლი. დონორების ნაწილი იყვნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ ვიცნობდი და უდიდესი მადლობა მათ ასეთი სიკეთისთვის და ჩემი გადარჩენისათვის.

ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე დაკვირვებით თვალსაჩინოა, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დონაციის პროგრამას. ეს არის თანადგომის და სიკეთის მაგალითი. შენს მიერ გაღებული ყოველი სისხლის წვეთი სიცოცხლეს უნარჩუნებს და გადაარჩენს სხვა ადამიანის სიცოცხლეს. ვფიქრობ ასეთ ადამინებზე უნდა იდგეს საზოგადოება!

- სანამ თქვენ თვითონ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში, გქონდათ თუ არა რაიმე ინფორმაცია სისიხლის უანგარო დონაციის შესახებ

- მე პროფესიით ექიმი გახლავართ და რასაკვირველია ასეთი პროგრამის არსებობა არათუ ვიცოდი, არამედ ჩემს მეგობრებს და ახლობლებს (ვისაც ჯანმრთელობა აძლევდა ამის საშუალებას) ყველას ვურჩევდი მასში მონაწილეობის მიღებას.

თუ თქვენი ჯანრთელობა სისხლის დონაციის საშუალებას გაძლევთ,ყველას გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ამ კეთილშობილურ საქმეში. სისხლზე მოთხოვნა ყოვედღიურად იზრდება და ამიტომ აქვს ამ პროგრამას ასეთი მნიშვნელობა არათუ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით! ეს პროცესი აბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ყველა ვინც ამ კეთილ საქმეს ემსახურებით. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! მადლობა!

 

თაკო სალთხუციშვილი
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
08 თებერვალი, 2016 ქებათა ქება გარდაცვლილ ღმერთებს
14 დეკემბერი, 2015 based on a true story - წარმატების ფორმულა საქართველოში
06 დეკემბერი, 2015 ნიკა რურუას ჯაზი
27 ნოემბერი, 2015 უკეთესად შენ თქვი
23 ნოემბერი, 2015 დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე
28 სექტემბერი, 2015 ორი რუსეთი - ორი საქართველო?!
28 სექტემბერი, 2015 ორი პოზიცია
20 ივლისი, 2015 დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა - პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება