მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
02 დეკემბერი, 2015
974
print

გიგა გურასაშვილი

მარკ ცუკერბერგი კაცი, რომელმაც ასეულობით მილიონი ადამიანი საკუთარ პირმშოს – „ფეისბუქს“ მიაჯაჭვა და მისივე წყალობით დროთა განმავლობაში მილიარდები გამოიმუშავა, მზადაა მისივე სოციალური ქსელის აქციათა 99 პროცენტს საქველმოქმედო დანიშნულება მისცეს.

ცუკერბერგის თქმით, აქციები, რომლებიც მას და მის მეუღლე პრისცილა ჩანს ეკუთვნის, თანდათანობით რიგ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემათ.

„ფეისბუქის“ აქციათა 99 პროცენტზე მეტი შთაბეჭდილების შესაქმნელად კი აღვნიშნოთ, რომ საუბარია დაახლოებით 45 მილიარდ დოლარზე!

სოციალური ქსელის დამაარსებლისა და მისი მეუღლის ფონდის მიზანი მსოფლიო ბავშვების განსავითარებლად თანაბარი პირობების შექმნაა, კერძოდ ორგანიზაცია დაკავებული იქნება მძიმედ ავადმყოფ ბავშვთა ინდივიდუალური სწავლებითა და მკურნალობით.

ამასთან, ცუკერბერგს განზრახული აქვს კვლავაც სათავეში ედგას სოციალურ ქსელს და მის განვითარებაზე იზრუნოს.

და მაინც, უმსხვილესი  სოციალური ქსელის დამაარსებლის სულგრძელობა 1 დეკემბერს შეძენილ ქალიშვილს მაქსს უკავშირდება.

„მე და დედაშენს ჯერ ვერ გვიპოვია შესაბამისი სიტყვები იმის ასაღწერად მომავლის რა იმედი ჩაგვისახე, – მაქსისადმი მიწერილი ღია წერილიდან ვიტყობთ ცუკერბერგის სიტყვებს. – შენ მოგვეცი მიზეზი დავფიქრებულიყავით სამყაროზე, რომელშიც ვიმედოვნდებთ, შენ იცხოვრებ“.

ქალიშვილისადმი მიწერილ წერილში 31 წლის ცუკერბერგი ყურადღებას ამახვილების ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლზეც და ამბობს, რომ მისი ქალიშვილის თაობისთვის ფართო შესაძლებლობების მიცემა ინტერნეტთან საყოველთაო წვდომაშია.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესც ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ აქციები ქველმოქმედებას შესწირა. ეგაა, აქამდე გაღებული ფასიანი ქაღალდების ფასს ნახევარი მილიარდი დოლარისთვის არ გადაუჭარბებია.

„ფეისბუქის“ დამაარსებელი 2010 წლიდან ”მაიკროსოფტის” თანადამფუძნებლის და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსისა და ამერიკელი მაგნატის, ასევე ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანის უორენ ბაფეტის მილიარდერთა პროექტში მონაწილეობს. პროექტის მონაწილეები კი თავის მხრივ ვალდებულებას იღებენ საკუთარი ქონების ძირითადი ნაწილი ქველმოქმედებას უანდერძონ ან ცხოვრებაშივე იყვნენ ქველმოქმედებით დაკავებულნი.

მარკ ცუკერბერგისა და მისი მეუღლის პრისცილა ჩანის საქველმოქმედო მიზნებით აღფრთოვანებულმა უორენ ბაფეტმა მოკლედ მოჭრა: „30 ახალი 70–იაო“.

ბაფეტი აქ ასაკს გულისხმობს. ანუ იმას, რომ აღარაა აუცილებელი დაველოდოთ მილიარდერის გარდაცვალებას, რომელიც საკუთარ ქონებას შემდგომ თაობას დაუტოვებს. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს