ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს
09 ოქტომბერი, 2015
2148
print

გიგა გურასაშვილი

რაკეტმშენებელი კომპანია SpaceX-ის, Tesla Motors-ის და PayPal-ის დაფუძნებელი ილონ მასკი, რომელსაც ხშირად ხორცშესხმულ ტონი სტარკად (”რკინის კაცი”) მოიხსენიებენ, მარსის კოლონიზაციასთან და საერთოდ, რიგით მეოთხე პლანეტის დედამიწის პირობებთან მიახლოების ანუ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის თამამი ხედვით გამოდის, რომელიც თავის მხრივ დასაბამს მისცემს წითელი პლანეტის შემდგომ კოლონიზაციას. ილონ მასკი მარსის ათვისების გასაღებს თერმობირთვული იარაღის (წყალბადის ბომბი) გამოყენებაში ხედავს.

მარსის კოლონიზაციის შესაძლებლობებზე საუბრისას ილონ მასკი ანიშნავს, რომ წითელი პლანეტა არასტუმართმოყვარეა, ხოლო მის ტერაფორმმირებას (პლანეტის, თანამგზავრისა თუ რომელიმე ციური სხეულის კლიმატის სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებამდე შეცვლა -  ატმოსფერო, ტემპერატურა, ეკოლოგია...) მარსის ატმოსფეროს გათბობით სათბური ეფექტის შექმნის დაწყებით გვთავაზობს.

ამერიკელი ბინზნესმენის განმარტებით, წითელი პლანეტის დედამიწასთან მიახლოება მის პოლუსებზე თერმობირთვულ აფეთქებათა გზით გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი.

ერთი სიტყვით, ილონ მასკს შესაძლებლად მიაჩნია, მარსზე თერმობირთვული ბომბების აფეთქება. ეგაა, ეს უნდა გაკეთდეს უშუალოდ პლანეტის პოლუსების თავზე ატმოსფეროში. აფეთქებები შექმნის მზის ორ პულსირებულ ანალოგს, რომლებიც მოკლე დროში პლანეტის ატმოსფეროს საჭირო ტემპერატურამდე გაათბობს თუ გაახურებს.

”პოლუსების თავზე თუ ორი მომცრო მზე გექნებათ, პლანეტის გათბობას შეძლებთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ გაყინული ნახშირორჟანგის აირის გაზიფიკაციას. ყოველივემ სათბურ ეფექტამდე უნდა მიგვიყვანოს. შემდგომში კასკადური ეფექტის წყალობით პლანეტის გათბობა დამოუკიდებლად გაგრძელდება”, - განმარტავს ილონ მასკი.

ამასობაში აერონავტიკისა და კოსმოსურ კვლევათა ეროვნული სამმართველო (ნასა) საკუთარი ასტრონავტების მარსზე გამგზავრებისთვის მზადების გაწერილ გეგმას აქვეყნებს (”ნასას მოგზაურობა მარსზე: შემდეგი პიონერული ნაბიჯი კოსმოსური სივრცის ასათვისებლად”).

”როგორც არასდროს, დღეს ნასა ყველაზე ახლოსაა ამერიკელი ასტრონავტების მარსზე გასაშვებად. ნასა ჩვენს ერსა და მთელ მსოფლიოს მარსზე სამოგზაუროდ აგზავნის”, - აღნიშნავს ნასას ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს