თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
02 ოქტომბერი, 2015
2674
print

დღეს, უკვე კარგად ნაცნობი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყოფილი მანეჟის შენობაში, Set Fest–ის ბოლო პროექტი, Fall Set–ი გაიმართება.

იქამდე ვიდრე წლის ბოლო პროექტის არტისტებზე გეტყოდეთ, Fall Set–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნიკა დვალიძეს წლის შემაჯამებელი კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ: „ყველაზე მეტად ორი რაღაცით ვამაყობთ: ის რომ, ფესტივალი ყოველ ჯერზე იცვლება და ტრენდულ არტისტებთან ერთად ყოველთვის ჩამოგვყავს ინტელექტუალურ მუსიკაზე ორიენტირებულები: ზამთარში ეს იყო Ishome, Spring Set-ზე ძალიან პოპულარულ Bob Moses-თან ერთად დაუკრა Valentip Stip-მა, Pre Summer Set-ზე Max Cooper-ის ძალიან ემოციური და გამორჩეული პროექტი Emergence წარვადგინეთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც Tbilisi Summer Set იყო, რომელიც ევროპული სტანდარტის ფესტივალთან შესაბამისობასთან ერთად აერთიანებდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გემოვნების მქონე არტისტებსაც და მსმენელსაც: ერთ სივრცეში იყო შშმ პირების გამოფენა, კონსერვატორიის სტუდენტების პერფორმანსი, ტექნო მუსიკა Agoria, N’to Joachim Pastor, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კომპოზიტორების Olafur Arnalds-ის და Nils Frahm-ის ჩამოსვლა გამოვიდა, რაც მანამდე, თუნდაც 2013-ში, ჩვენთვისაც დაუჯერებლად ჟღერდა.“

დღეს კი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ახალგაზრდა ფრანგი არტისტი, Worakls ეწვევა! სოციალურ ქსელში საზოგადოების აქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, ამ არტისტს ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა ელოდება.

2014 წელს მისი ყველაზე ცნობილი სინგლი, Porto, გამოვიდა, რამაც მისი ცნობადობა და მოთხოვნადობა საგრძნობლად გაზარდა. დღეს არაერთი ძალიან მაღალი დონის ფესტივალის სტუმარია და საქართველოს სწორედ Fall Set–ის ფარგლებში ეწვევა.

ფესტივალის მეორე შემსრულებლები შვედური დუო - Gidge გახლავთ, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილი 2014 წლის ალბომით - "Autumn Bells“ გახდა!

Gidge-ს შთაგონების წყარო და მთავარი „იარაღი“ ჩრდილოეთის ტყეები და მასში წარმოქმნილი უჩვეულო ბგერებია. მრავალდონიანი ბიტი, მძიმე აკორდები, შორეული ვოკალური სემპლები, ამ ყოველივეთი ისინი მსმენლის გულის დაპყრობას წარმატებით ახერხებენ. 2 ოქტომბერს კი შვედური დუეტის სამიზნე ქართელი მელომანები გახდებიან.

ქართველი არტისტებიდან Fall Set–ზე Tade დაუკრავს. ვიზუალურად ღონისძიებას გიორგი მოზგოვოი გააფორმებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარია და მისი შეძენა ადგილზე დღეს საღამოს 10 საათიდან შეგიძლიათ.

 

ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში