”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
18 სექტემბერი, 2015
1844
print

თიკა გურული

 ”ქართული ოცნება” ვერ ჩამოყალიბდა - არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელზე საქართველოში სასამართლო სისტემის თავისუფლების კატალიზატორი, თუ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ გამოიტანა, რომ მისი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობისგან შორს არ წასულა?! იყო კანონის სადაო პუნქტი ნაციონალების მმართველობის დროს შემოღებული რეგულაცია, რომელიც სამართლიანობიოს აღდგენის ეგიდით მოსულ ხელისუფლებას, შესაბამისად, არ უნდა გამოეყენებინა, თუ ნორმა, რომლის არასწორი ინტერპრეტაცია ”ოცნების” ხელისუფლებამ ანგარებით გამოიყენა და არასასურველი ოპონენტები უკანონოდ ამყოფა პატიმრობაში?!

წარუმატებლობის მიზეზების ძებნაში ”ქართული ოცნება” კიდევ შორს წავა და გაღიზიანებულ კომენტარებში, თამაზ მეჭიაურის და გია ვოლსკის მსგავსად, ბევრი ისეთი წამოსცდებათ, რითიც ისინი კანონსაც არღვევენ და მათ მიერ სასამართლო ხელისუფლების გამოცხადებულ თავისუფლებასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებენ.

მიუხედავად ”ქართული ოცნების” ხელისუფლების დამოკიდებულებისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება(რომლის გამოტანისთვისაც ”ოცნების” მიერ დანიშნულმა მოსამართლე მერაბ ტურავამ ხელის შეშლა სცადა) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გიგი უგულავასთვის, რომელმაც თავის სარჩელით ამ გადაწყვეტილების გამოტანის პროვოცირება მოახდინა, არამედ მთელი ქართული სამართლებრივი სისტემისთვის - კანონში არსებული სამართლებრივი ლაფსუსი, რომელიც მავანთა ხელში შურისძიების ინსტრუმენტი ხდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის ანტიკონსტიტუციურად ცნობილი.

თავად გიგი უგულავა, რომელსაც კიდევ ერთი გრძელი და არაფრისმთქმელი პროცედურა გაატარეს საქალაქო სასამართლოში მისი გათავისუფლების გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად მივიდა და ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სულ ცოტა ხნის წინათ ავარიაში მოყვა. ამ ავარიის შედეგად ერთი ადამიანის დაიღუპა. უგულავას მომხრეები მიიჩნევენ, რომ მომხდარის ნიუანსები პროკურატურას მოსამართლეზე ზეწოლის საშუალებას აძლევს.

რიყის ტერიტორიისა და "ტელეიმედის" გასხვისების თაობაზე უგულავასთვის წარდგენილ ბრალდებებზე მიმდინარე სასამართლო პროცესი დღეს ისე დასრულდა, რომ თავად უგულავას საბოლოო სიტყვა არ უთქვამს. მოსამართლე ჩხიკვაძემ მას საკმარისი დრო არ მისცა მოსამზადებლად.

”ან მზის ჩასვლამდე უნდა ამცნონ ივანიშვილს განაჩენი, ან მზის ამოსვლისთანავე, ზუსტად ასე იძინებს და იღვიძებს,” - ამბობს გიგი უგულავა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მას, როგორც ივანიშვილის პირად პატიმრად წოდებულს, ხელახლა დაპატიმრება გარანტირებული აქვს. მისივე თქმით, გარანტირებულია ასევე რევანშისტული ძალების აღზევება.

ამჟამად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ფიქრობს განაჩენზე, თავად გიგი უგულავა კი საპატიმროში დასაბრუნებლადაც მზადაა და სამომავლო ბრძოლისთვისაც.

tika guruli
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი
21 ივლისი, 2015 გიგი უგულავას ბლოგი