”ფეისბუქი” ”არ მომწონს” ღილაკის შექმნაზე მუშაობს
16 სექტემბერი, 2015
945
print

თუ მოგვწონს, შეიძლება არც მოგვწონდეს, არა? ამიტომაც მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელის ”ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მილიარდიანი მომხმარებლისკენ შემხვედრ ნაბიჯს დგამს და მათდა საამებლად ”არ მომწონს” (Dislike) ღილაკის შექმნაზე მუშაობს.

”ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში მთხოვდნენ ღილაკის ”არ მომწონს” შექმნაზე. და აი, როგორც იქნა, თქვენმა ხმამ ჩვენამდე მოაღწია. ახლა სწორედ ასეთი ფუნქციის შექმნაზე ვმუშაობთ, რომელიც  სოციალურ ქსელში მალე გამოჩნდება. შევქმნით რამე ისეთს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”, - მენლო პარკში, ”ფეისბუქის” შტაბ-ბინაში კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებული სესიისას აცხადებდა ცუკერბერგი.

გარდა ამისა, სოციალური ქსელის დამაარსებელი მსგავსი ღილაკის აქამდე არ არსებობის მიზეზსაც განმარტვას. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ”ფეისბუქი” Reddit-ის ფორუმების სისტემას დაემსგავსებოდა, სადაც ადამიანები ”მომხრეებად” და ”მოწინააღმდეგეებად” დაიყოფოდნენ. ”ეს ის არაა რისი ჩვენებაც გვინდოდა მსოფლიოსთვის”.

ირკვევა, რომ მომხმარებელს ახალი ღილაკის დახმარებით თანაგრძნობის გამოხატვის საშუალება უფრო მიეცემა და არა ვთქვათ, რომელიმე პუბლიკაციის ”წინააღმდეგ” გალაშქრების.

”არ შეიძლება ყველაფერი იყოს კარგი. თუ რამე სამწუხაროს აზიარებთ, მაგალითად ლტოლვილთა გასაჭირს თუ თქვენი ოჯახის წევრის გარდაცვალებას, ადამიანებისთვის შესაძლოა, უსიამოვნო იყოს მსგავსი პოსტის ”დალაიქება”.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებს მეტი შესაძლებლობები მივცეთ”, - ვითარებაში გვარკვევს მარკ ცუკერბერგი.

სხვათა შორის 2014 წლის დეკემბერში ჩატარებული ერთ-ერთი სესიისას, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ღილაკი ”არ მომწონს” სოციალურ ქსელში არ გამოჩნდებოდა. თუმცაღა იქვე დასძინა, რომ კომპანიაში ისეთი ფუნქციის შემოღებაზე ფიქრობდნენ, რომელიც ადამიანებს უარყოფითი ემოციების გამოხატვაში დაეხმარებოდათ.

და მაინც, დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთგვარი ინტერაქტივის მომსწრენი გავხდებით. ვთქვათ, კონკრეტულ ინფორმაციას თუ ფოტოს რამდენი იწონებს და რამდენი არა, რამდენი ეთანხმება მავანის პოსტს და რამდენი - ეწინააღმდეგება. ასე რომ, ამ მხრივ, ”ფეისბუქი” ”ფეისბუქს” უფრო დატვირთავს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს