APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
15 სექტემბერი, 2015
2887
print

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო დროს საქართველო განებივრებულია საუკეთესო დიჯეებით და, რაც უფრო აღსანიშნავია, მათი ლაივ-პერფორმანსებით.

ამჯერად კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ღამეს თბილისს TERminal-ი აჩუქებს.

„Apparat-ი თბილისში“ - თითქოს უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებული და გამორჩეული ეს ივენთი იმით ხდება, რომ Apparat-ი ახალი პროექტით, Sountracks Live-ით ჩამოდის. TERminal-ი კი განსაკუთრებული იმით გახდა, რომ საქართველო ამ უახლესი პროექტის ტურნეში მოახვედრა!

იყო დრო, როდესაც მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოგვყავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი მსოფლიოს მოივლიდნენ. დღეს კი ქვეყანა ზუსტად და თანმიმდევრულად მიყვება ელექტრონული მუსიკის „მამების“ მიერ შექმნილ უახლეს პროექტებს. საქართველოში ვისმენთ ყველა ახალ ლაივს თავისი ვიზუალური შოუებით. Apparat-იამ პროექტსგერმანულივიზუალარტისტებისპროექტ - Transforma-სთანერთადახორციელებს. Transforma-სუთანამშრომლია Depeche Mode-თან, Martin Gore-თან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან.

ღონისძიება ახმეტელის 10 ნომერში, კინოსტუდიის მე-5 პავილიონში გაიმართება.

Apparat გერმანელი მუსიკოსის საშა რინგის პროექტია, რომლის პირველი ალბომიც„Multifunktionsebene“ 2001 წელს გამოვიდა.მას შემდეგ საშამ კიდევ ექვსი ალბომი გამოსცა. გერმანელი მუსიკოსის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული კოლაბორაციულიპროექტია Modeselektor-თან. მათ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ პროექტი Moderat დადეს, რომელიც უკვე ორ ალბომს და უამრავ ლაივ კონცერტს ითვლის.

2009 წელს Resident Advisor-მა Moderat წლის საუკეთესო ლაივ აქტად დაასახელა. Moderat-ის ყველაზე წარმატებული ალბომი Moderat II 2013 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც საშა თავის სოლო პროექტებს მიუბრუნდა.

ორი წლის წინ, საშას გერმანელმა დრამატურგმა, Sebastian Hartmann-მა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ მიხედვით შექმნილი სპექტაკლის მუსიკალური მხარე ჩააბარა, რისი შედეგიცაა ალბომი Krieg und Frieden (Music for Theatre). სწორედ ამ ალბომს დაეფუძნა Apparat-ის უახლესი ტურნეც, სახელწოდებით Soundtracks Live.

19 სექტემებერსApparat-თან ერთად The Forest, Nikakoi & Natalie Beridze TBA დაუკრავენ. ბილეთის ფასი 30 ლარია და მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც online, eventer.ge-ზე, ისე ღონისძიების დღეს, კარზე.

Save the date…

 

ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში