ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
25 აგვისტო, 2015
3180
print

.. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია აცხადებს

       

მის ბალანსზე რიცხული 9 ერთეული სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო

საშუალების (ცისტერნა) გაყიდვის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაიყიდება ერთად (ერთ ლოტად);

მესაკუთრე: ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“;

ქონების ადგილმდებაროება: სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებულია თბილისში (6 ერთეული) და სამტრედიაში (3 ერთეული);

საწყისი სააუქციონო ფასი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჯამური ღირებულება შეადგენს 106,200 ლარს დღგ-ს ჩათვლით (იხ. დანართი 1);

აუქციონში მონაწილეობისბე“: „ბე“-ს ოდენობა შეადგენს მთლიანი ლოტის საწყისი ღირებულების 10%-ს  -10,620 (ათიათასექვსასოცი) ლარს (იხ. დანართი1);

აუქციონისბიჯი“- ოდენობა: „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს მთლიანი ლოტის საწყისი ღირებულების 5%-მდე  -5,000 (ხუთიათასი) ლარს (იხ. დანართი);

აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი: ბილეთის ფასი – 50(ორმოცდაათი) ლარი;

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.

 აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)         შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას:

  • მონაწილეობის  მსურველი პირის დასახელებას;
  • იურიდიულ და ფაქტიურ მისამართს;
  • საკონტაქტო ტელეფონს;
  • სარეალიზაციო ქონების დასახელებას;
  • გასაყიდი ქონების სასტართო ფასს.

ბ)         „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე:

მიმღები:  ს.ს. ,, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"                                                                                                 საიდ. კოდი:      202161098

ბანკის დასახელება:    ს.ს. „თიბისი ბანკი“ ცენტრალური ფილიალი                                      

ბანკის კოდი:  TBCBGE22                                                                                          

ანგარიშის ნომერი:  GE48TB1100000018467453

გადახდილი „ბე“ აუქციონში გამარჯვებულს ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას

გ)         მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ)       პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე)         ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

ვ)         ზემოაღნიშნული ინფორმაციის და დოკუმენტაციის არწარმოდგენის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვერ მიღებს აუქციონის მონაწილის სტატუსს. აუქციონში  მონაწილეობის თაობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

ინფორმაცია განაცხადების მიღების  და აუქციონის ჩატარების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 11 სექტემბერს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის ქ. # 74ბ, II სართული, სააქტო დარბაზი.                           აუქციონში მონაწილე პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 10  სექტემბრის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მოსაშვილის ქ. # 11, III სართული (ნინო შეყილაძე) სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის რეგისტრაციისა (აუქციონის ორგანიზატორთან საბუთების წარმოდგენის დროს რეგისტრაციის) და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მითითებულ ანგარიშზე (პუნქტი ბ).

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2015 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 10 სექტემბრის  ჩათვლით, 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაშვებული აუქციონის მონაწილე, რომლის აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი  დარეგისტრირებული იყო ყველაზე ადრე, ფასთან დაკავშირებით აუქციონის მონაწილეების წინადადებების არარსებობის შემთხვევაში.

აუქციონში მონაწილე პირებს უფლება აქვთ წინასწარ დაათვალიერონ სარეალიზაციო ქონება მისი განთავსების ადგილზე (თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და სამტრედიაში, ბახტაძის 1 ჩიხი #23).

ორგანიზატორი  უფლებას იტოვებს შეწყვიტოს აუქციონის პროცედურა  და უარი თქვას აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი ყველა განაცხადის განხილვაზე, ნებისმიერ დროს აუქციონის ჩატარების თარიღამდე, მიზეზების განმარტების გარეშე.

 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

  1. გადაიხადოს იმ სატრანსპორტო საშუალებების წონების დადგენის ცნობის საფასური, რომლებიც ამას საჭიროებენ (იხ. დანართი 1)
  2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს შეძენილი ქონების მის სახელზე რეგისტრაციასთან (გადაფორმებასთან) დაკავშირებული ყველა ხარჯის გაწევა ს.ს.ი.პ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო“-ში.
  3. მოახდინოს აუქციონში შეძენილი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება თანხის გადახდიდან მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
  4. რეგისტრაციიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში სრულად მოახდინოს შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამყიდველის ტერიტორიიდან გატანა.

გაყიდვის ობიექტთან დაკავშირებით მიმართეთ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“            

ლოგისტიკის დეპარტამენტის საავტომობილო პარკის სამსახურს                                                                          

 საკონტაქტო პირი:     თბილისში - ვასილ წოწორია - 577 500 852     +995 (32) 915 315 (422)                                  

 სამტრედიაში- ნიკა მუქერია - 577 121 054       +995 (32) 224 37 56     

 საბუთებთან დაკავშირებით:

 ირინა ჯელია - 577 00-40-10      

ელ. ფოსტა: Irina.jelia@wissol.ge

 

ჩამოტვირთეთ და იხილეთ სრულათ.

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
29 მაისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული ჯართის რეალიზაციის მიზნით