ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
17 აგვისტო, 2015
3712
print

 ზუსტად ერთი თვის წინ, 15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დამწყები რეჟისორის, დათა ფირცხალავას ფილმი „მამა“ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მოხვდა. ერთი თვის შემდეგ კი გაუწყებთ, რომ „მამა“ ჟიურის საუკეთესოდ მიიჩნია და ოქროს ლეოპარდიც მას გადასცა.

დათა ფირცხალავას ფილმს ოქროსთვის ბრძოლა საკმაოდ რთული კონკურენციის პირობებში უწევდა. მას 25 კონკურენტი ჰყავდა, უმეტესობა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც კინო სკოლები, ზოგადად სტუდენტური კინემატოგრაფი და მთლიანად ეს ინდუსტრია უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ასეთ კონკურენტებს შორის პირველობის მოპოვება კი ორმაგად დასაფასებელია.

მეორე მხრივ, ვერ ვიტყვით, რომ დათა ფირცხალავას ხელშეწყობა არ ჰქონდა, რადგან მისი პროექტი ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის პრემიერა ივლისის დასაწყისში გაიმართა. მასთან ერთად წარმოგვიდგინეს კინოცენტრისა და თიბისის მიერ დაფინანსებული კიდევ ხუთი ფილმი ( ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა“, ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლა“, თორნიკე ბზიავას „მექელეხე“, თამარ შავგულიძის „პირველი დღე“ და გიორგი წილოსანის „მზადება“). ფირცხალავას ნამუშევარმა მათ შორის ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, ეს აზრი კი მაშინ გამყარდა, როდესაც ლოკარნოს სელექციონერებმა „მამა“ საკონკურსო ფილმების სიაში შეიყვანეს, ერთი თვის შემდეგ კი საუკეთესოდ აღიარეს.

„მამა“ ოჯახური დრამაა. წლების წინ სახლიდან წასული მამა და ამ დროის განმავლობაში გაზრდილი შვილები დედისგან უჩუმრად ხვდებიან ერთმანეთს. ხუთიოდე წუთში გაშლილი მინიმალური დიალოგით ოჯახის თითქმის მთელ ისტორიას ვიგებთ, ბეგრაუნდის დასრულების შემდეგ კი ახალი ამბავი იწყება, სწორედ ის ამბავი, რომელშიც ფილმის გმირი მამისგან მემკვიდრეობით დატოვებულ ყველა კითხვაზე იღებს პასუხს.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან