კერი კინგის ინტერვიუდან
03 აგვისტო, 2015
4656
print

Unrated Magasine  დაელაპარაკა SLAYER-ის გიტარისტს, ლეგენდარულ სადისტს, Kerry King-ს.

პირველი თემა, Grammy.

Kerry King: მაგარი გადაფასებული, ზედმეტად გაპიარებული თემაა. Grammy... იქ არავინ აზრზე არ არის, ვინ შედის მძიმე მუსიკის საუკეთესო ჯგუფებში და რა კრიტერიუმით უნდა დაასახელო წლის საუკეთესო ჯგუფი. პირველი Grammy ამ ნომინაციაში მიიღო ჯგუფმა JETHRO TULL. ხუმრობთ? რომელი JETHRO TULL? მე უფრო ვარ ახლოს ბალეტთან, ვიდრე ეს ჯგუფი - მძიმე მუსიკასთან. და შარშან?  TENACIOUS D. ეს ჯგუფი სერიოზულად არც უკრავს, ისე, კაიფს იჭერენ. SLAYER-მა მოიგო ეს პრიზი, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემი მშობლებისთვის, რომლებმაც იციან, რა არის Grammy. მივედი სახლში, ვაჩვენე დედას ეს მძიმე პრიზი და დედამ ვაშლის ნამცხვარი გამოაცხო. სად არის ჩვენი პირველი Grammy? არ ვიცი. ალბათ, სარეპეტიციოში დევს.“

მეორე თემა, რამდენად შეიცვალა მეტალ-სცენა SLAYER-ის არსებობის 30 წელიწადში.

Kerry King: ჩვენთვის, იდეაში, არ შეცვლილა. ჩვენ ისევ ის ჯგუფი ვართ, რომელმაც 1983-ში გამოუშვა “Show No Mercy”. ალბათ, SLAYER უფრო ბრძენი გახდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი ლირიკიდან მსმენელი იღებს ინტელექტუალურ მომენტებს და მხოლოდ სადიზმს, სისხლის შადრევნებს და სერიულ მკვლელებს არ იმახსოვრებს. 19 წლის რომ ვიყავი, ტექსტებში მეტი აგრესია მქონდა. დღეს ვისვენებ, ვუყურებ ამ ერთფეროვან სამყაროს და ვხვდები, რომ ჩვენი ლირიკით რაღაცის შეცვლა შეიძლება. მეტალ-სცენა შეიცვალა 90-იანების დასაწყისში, გრანჯთან ერთად. ის მუსიკა კლავდა მეტალს. ჩვენ ველოდებოდით ახალი გენერაციის მოსვლას და მეტალი ახალ საუკუნესთან ერთად დაბრუნდა. SLAYER წერს ალბომს “God Hates Us All” და ჩვენი ჯგუფი გადაიტვირთა. დაიწყო ახალი ცხოვრება. დაიწყო ახალი SLAYER. ჩვენ მივიღეთ ის, რაც გრანჯის გამო 10 წლის პროცესში დავკარგეთ.“

მესამე თემა, ფესტივალი Rockstar Energy Drink Mayhem Festival 2015.

Kerry King: კალიფორნიაში ძაან მაგარი იყო. იგივე უნდა იყოს ჩიკაგოში. და დეტროიტში. მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველაფერი გაამარტივეს, მოიწვიეს გაუგებარი ჯგუფები, გააფორმეს კონტრაქტი რამდენიმე ახალგაზრდა მომღერალთან, ვინც ამ ფესტივალზე ზედმეტი იყო. შარშან, SLAYER უკრავდა SUICIDAL TENDENCIES და EXODUS-თან ერთად. აუდიტორიაში ჩვენი მსმენელები იყვნენ. წელს ელექტრონული მუსიკის ფონი გაგვიკეთეს და ფანებშიც ცოტა გაუგებარი ტიპები იყვნენ. ლაივს აკლდა ის, რაც SLAYER-ის ლაივზე უნდა იყოს - აგრესია. ფესტივალი კარგავს თავის მუღამს. და ორგანიზატორებმა ეს იციან. უბრალოდ, არაფერს არ შეცვლიან. ისინი ბოსები არიან.“

მეოთხე თემა, რა შემადგენლობა უნდა იყოს Mayhem-ზე.

Kerry King: ძველი გამოსვლები მინდა გავიხსენო. 2009 - ვუკრავდით MANSON-თან ერთად. ან, 2012 - ჩვენი პარტნიორი იყო SLIPKNOT. ერთ ფესტივალზე ჩვენთან ერთად ჰედლაინერი იყო  KING DIAMOND. ძველი, პოპულარული ჯგუფი, მაგრამ ძაან შორს არის ჰედლაინერის სტატუსისგან. კიდევ ერთი შეცდომა. მომეწონა, როცა ჰედლაინერებში იყვნენ AVENGED SEVENFOLD და KORN. ორი სრულყოფილი ჰედლაინერი. იმ წელს, მეორე სცენაზე უკრავდნენ MACHINE HEAD, ANTHRAX. ორგანიზატორებს იმ დროში დაბრუნებას ვურჩევ. დააკვირდით, რა მაგარი ჯგუფები იყვნენ და შეხედეთ, რა ცუდი ბენდები გყავთ დღეს. SLAYER ამ ფესტივალზე ყოველთვის დაუკრავს, მაგრამ ფესტივალმა მეტალ-იმიჯი უნდა დაიბრუნოს. ჩვენ ხომ არ ვართ რეპერები.“

zura talakvadze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...