SLAYER, Paul Bostaph და ჰანემანი
24 ივლისი, 2015
5512
print

SLAYER ახალი ტურისთვის, რამდენიმე პრეზენტაციისთვის, ახალი კოლაბორაციებისთვის ემზადება.

ჯგუფმა ჩაწერა ბოლო ნაპალმი “Repentless” და დისკი წინა რელიზზე ოდნავ სწრაფი, უფრო ატონალური და ცოტა ერთფეროვანია. დისკი, რომელშიც იღებდა მონაწილეობას დრამერი Paul Bostaph. დისკი, რომელიც ჯგუფმა მიუძღვნა წასულ მეგობარს, გიტარისტს Jeff Hanneman-ს. დისკი, რომელზეც მისტერ ბოსტაფს დაელაპარაკა ვები RiffYou.com.

რამდენიმე ფრაგმენტი ინტერვიუდან.

Jeff Hannemanზე - ძაან რთული იყო სტუდიაში ჯეფის გარეშე შესვლა, მუშაობა სიმღერებზე, ლუდის დალევა, ძველი ამბების გახსენება. ჯეფი ჩვენი ძმა იყო. არის. ეს ალბომი ჯეფის იდეებით ჩაიწერა. არ იყო არცერთი წუთი, როდესაც ახალი თემების დამუშავების დროს, მე, ან ჯგუფის რომელიმე წევრი არ ფიქრობდა ჯეფზე. ის ჩვენთან რჩება.“

ჯგუფის მომავალზე - SLAYER არ დაიშლება. იყო საკონტრაქტო ვალდებულება და ჩვენ უნდა ჩაგვეწერა ეს ალბომი. ეს ვალდებულება აღარ არის. და მე ვთვლი, რომ ჯგუფს შეუძია გაგრძელება. ყველაფრის გაგრძელება. მე მინდა ამ შემადგელობასთან ერთად სტუდიაში ახალი, კონცეპტუალური თემების შექმნა, მე მინდა ბევრ ფესტივალზე გამოსვლა, მე მინდა SLAYER. იგივე უნდოდა ჯეფს. ძალიან მენატრება ჯეფი. მართლა ძალიან.“

ჯგუფში მესამედ დაბრუბეზე - მარტივი იყო თუ არა SLAYER-ში ჩემთვის მესამედ დაბრუნება? ჩვეულებრივი თემაა. კალათბურთში, ამერიკულ ფეხბურთში, ბეისბოლში, ჰოკეიში მოთამაშეები მიდიან, ბრუნდებიან, ახალი კონტრაქტით თამაშობენ. ეს ჩვეულებრივი, მოსული პროცესია. მთავარია, დაიტოვო პროგრესის, საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. ჯეფი SLAYER-ში ყველაზე გამორჩეული, ყველაზე პროგრესული ტიპი იყო. ის ერთი ნაბიჯით გვისწრებდა და ყოველთვის უნდოდა, რომ SLAYER ბოლომდე გასულიყო. Dave Lombardo უდიდესი დრამერია, მაგრამ მე არ ვცვლი დეივს. მე ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი ვარ.“

ახალ დისკზე, “Repentless” - მომწონს. ის განსხვავებულია. ალბომი ძალიან სწრაფი და მოქნილია. Kerri King ყველაზე მეტს წერდა, მაგრამ აქტიურად იყო ჩართული მთელ პროცესში Tom Araya და ძალიან მომეწონა Gary Holt-ის სვლები, იდეები. ეს შემადგენლობა არ უნდა დაიშალოს. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, ჩვენ მოგვწონს ერთად მუშაობა და ეს არის SLAYER!“

zura talakvadze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...