კაცობრიობა მთვარეს შესაძლოა, მასზე ბაზის აგებით დაუბრუნდეს
23 ივლისი, 2015
1449
print

გიგა გურასაშვილი

მთვარეზე 12 ადამიანს აქვს ფეხი დადგმული. დედამიწის თანამგზავრზე 1972 წლის მერე აღარ ვყოფილვართ. ბოლოს, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა ”აპოლო 17”-ის ეკიპაჟი იყო. მას შემდეგ, ჩვენს უახლოეს თანამგზავრზე გაფრენები დავიწყებას მიეცა. მაშინ, პროგრამა ”აპოლოს” შეყვეტას იმით ამართლებდნენ, რომ იქ აღარაფერი გვესაქმებოდა, რა ხდება დღეს? - დღეს ამ მხრივ სურათი შეიცვალა. შორეული კოსმოსის ასათვისებლად, მეტადრე კი მარსისკენ გასაკვალ გზაზე, მთვარე ახალ სიცოცხლეს იძენს.  

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის თანახმად, სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს კაცობრიობამ მთვარეზე მუდმივი ბაზა ააგოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების დაბრუნება (პილოტირებული მისიების ამოქმედება) მოსალოდნელზე 90 პროცენტით ნაკლები ანუ 100 მილიარდის ნაცვლად 10 მილიარდი დოლარი დაჯდება.

იგივე მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსური კვლევებისთვის კერძო კომპანიების აქტიურად ამოქმედების, მთვარის რესურსების გამოყენებისა და ასევე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისა თუ ხომალდების ტექნოლოგიათა განვითარების წინადადებით გამოდის.

გარდა ამის, ნასას ხარჯები შემცირება შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის ძალისხმევით. ამ მხრივ, უმთავრეს პარტნიორად მოიაზრება ევროპის კოსმოსური სააგენტო, რომლის გენერალური დირექტორმაც მთვარეზე ქალაქის გაშენების სურვილი გამოთქვა. ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს ისეთი აეროკოსმოსური კომპანიების მოზიდვა, როგორიცაა Boeing და SpaceX.

დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიები უკვე თანამშრომლობენ ნასასთან.

SpaceX-ის განკარგულებაშია რაკეტა-მატარებელი Falcon 9 და ერთგვარი მტვირთმზიდი Dragon. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ეტაპზე SpaceX მძიმე რაკეტა Falcon Heavy-ზე და Dragon-ის პილოტირებულ ვერსიაზე მუშაობს. კომპანია Boeing კი ნასასთვის ზემძიმე რაკეტა-მატარებელ SLS-ს (Space Launch System) ქმნის.

მეცნიერთა გამოკვლევის თანახმად, მისიათა ფარგლებში დედამიწიდან მთვარეზე გაგზავნილი ტვირთის მასის შემცირება შესაძლებელი იქნება, თანამგზავრზე წყალბადის მოპოვების წყალობით, რომელიც თავის მხრივ რაკეტის ძრავის სასწვავად გამოიყენება. ამ შემთხვევაში დედამიწიდან დედამიწაზე უკან დასაბრუნებელი საწვავის ტრანსპორტირების აუცილებლობა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ საამისოდ მთვარეზე საწვავის და ასევე სასარგებლო ნედლეულის მოსაპოვებლად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდება საჭირო.

მეცნიერები წყალბადის მოპოვებას წყლის ყინულისგან გვთავაზობენ, რომლის მარაგიც  მთვარის პოლუსებზეა აღმოჩენილი. მეცნიერთა აზრით, მისი მოპოვება შორეულ კოსმოსში მომავალ მისიებს (მარსზე მისიას) გაამარტივებს. ამ მიზნით მთვარის ორბიტაზე კომპლექსის განთავსებაზეა საუბარი, სადაც წითელი პლანეტისკენ მიმავალ რაკეტას თანამგზავრზე მოპოვებული საწვავით შეავსებენ.

იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს მთვარეზე წყლის შემცვლელობა, მეცნიერები რობოტის გაგზავნის წინადადებით გამოდიან, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ჩაატარებს და მთვარის რეგოლითის ნიმუშებს (ფხვიერი მასა, რომლითაც დაფარულია მთვარის ზედაპირი) შეისწავლის.

ექსპერტთა გათვლებით, მთვარის სადგურის მომსახურებისთვის საკმარისი იქნება ოთხი ასტრონავტი, რომლებიც 12 წლის განმავლობაში 40 მილიარდი დოლარის ღირებულების 200 მეგატონა სარაკეტო საწვავს მოიპოვებენ. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს