კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 13 ივლისი, 2015 წ.
13 ივლისი, 2015
744
print

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო

განცხადება

          ქ. ფოთი                                                                                             13 ივლისი, 2015 წ.

    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცენარეული საფარის (მათ შორის მერქნიანი მცენარეების) აღდგენა-გაშენების შესაძლებლობების შესწავლის და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

      შესყიდვის ობიექტის დასახელება და მიწოდების ვადა:

კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცენარეული საფარის (მათ შორის მერქნიანი მცენარეების) აღდგენა-გაშენების შესაძლებლობების შესწავლა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 

ჩატარებული სამუშაო უნდა მოიცავდეს შემდეგ საქმიანობებს:

  1. 1.    კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ხობის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში არსებული დეგრადირებული და ტრანსფორმირებული, უპირატესად ტყის ეკოსისტემების უბნების იდენტიფიკაცია და ფოტოდოკუმენტირება, ფართობის განსაზღვრა ზუსტი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მითითებით.
  2. 2.    დეგრადირებული უბნების დეტალური აღწერა, მათ შორის ტყის ტიპების (ან მცენარეული თანასაზოგადოებები), დომინანტი და არადომინანტი სახეობები. ნიადაგების ტიპების აღწერა (რათა შემდგომში - აღდგენის პროცესში იქნას გათვალისწინებული სახეობების გაშენება ნიადაგის ტიპის მიხედვით), ასევე ინფორმაციის შეგროვება პირვანდელი ჰაბიტატის სტრუქტურისა და ფლორისტული შემადგენლობის შესახებ; 
  3. 3.    დეგრადაციის მიზეზების დადგენა, საქართველოს და საერთაშორისო „წითელი ნუსხი“-ს, ენდემური და რელიქტური მერქნიანი სახეობების საფრთხეების ანალიზი (გადაჭარბებული ძოვება, მოსახლეობის მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოთხოვნილება საწვავზე და ალტერნატიული საწვავის არარსებობა, კლიმატის ცვლილება, ინვაზიური სახეობები, ენტომო- და ფიტო- დაავადებები);
  4. 4.    საკვლევ ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული დეგრადირებული უბნების რუკის დამზადება;
  5. 5.    აღდგენას დაქვემდებარებული დეგრადირებული უბნების რუკის დამზადება.
  6. 6.    დეგრადირებული ჰაბიტატების აღდგენის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს რეაბილიტაციის გეგმებს ცალკეული კონკრეტული ჰაბიტატისათვის, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი აღდგენის მეთოდები და ასევე რეკომენდირებული სახეობები.

      მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 25 დეკემბრამდე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირებისათვის, სატენდერო დოკუმენტაციის გაცემა იწარმოებს 2015 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 29 ივლისის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. ფოთი, გურიის ქ. №222, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობა.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისი, 14:00 საათი. სატენდერო წინადადებები გაიხსნება სატენდერო წინადადების წარმოდგენის ვადის დასრულებისთანავე. 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია ტენდერის პროცედურების         შესახებ შეუძლიათ მიიღონ: ქ.ფოთი, გურიის ქ.#222-ში. საკონტაქტო პირი: მაია ნასარაია, ტელ: 599 88 03 03, ელ.ფოსტა: KNP.fondi@gmail.com

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.