კარგი მუსიკა უფრო კარგი მოხალისეებისთვის
10 ივლისი, 2015
4313
print

რამდენიმე დღეში თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი თვე შესრულდება. სტიქიის ეპიცენტრის ტერიტორია ჯერ კიდევ მოწესრიგების პროცესშია, თუმცა სამუშოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ საქმეში ყველაზე დიდი როლი მოხალისეებმა შეასრულეს, რომლებმაც ჩვენი ქალაქის დასასუფთავებლად რამდენიმე დღის განმავლობაში უანგაროდ და სრული თავდადებით იმუშავეს. დღეს დაგეგმილი კონცერტი სწორედ მათ ეძღვნებათ.

კონცერტს ნიუ იორკში მოღვაწე ცნობილი პიანისტი გიორგი მიქაძე და მისი ბენდი ჩაატარებს. მასთან ერთად იმპროვიზებულ სცენაზე ვიხილავთ ლევან ჩიჩუას (ვოკალი), გიორგი მელიქიშვილს (ფორტეპიანო), გიორგი მელიქიშვილს (დრამი), ლევან დეისაძეს (ბასი) და კახი ჯაგაშვილს (საქსოფონი). კონცერტი 20 საათზე, გეგეშიძის ბაღში დაიწყება.

გიორგი მიქაძესთან შეხვედრა მოგვიანებითაც გველის, თუმცა ამჯერად შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში. მისი კონცერტების სერია ოთხი დღის განმავლობაში (23-26 ივლისი) კლუბ Take Five-ში გაიმართება. ამჯერად მსმენელის წინაშე ის უცხოელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდ NYC Groove Aliens-ით წარსდგება DJ Rydar Ellis-ს წარმოგვიდგენს.

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
07 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალის ვარსკვლავები ფესტივალის მოლოდინში
10 ივნისი, 2015 Kazantip-ის ალტერნატივა Befooz და Befooz-ის ალტერნატივა GEM Fest
04 ივნისი, 2015 კავკასიური ჯაზი
29 მაისი, 2015 რატომ ვიქეცით შვედებად
15 მაისი, 2015 ბიბი კინგი გარდაიცვალა
11 მაისი, 2015 „მანჰეტენ ტრანსფერი“ მაისის ფესტივალს გახსნის
05 მაისი, 2015 გრაფიკული ჯაზი