ბრაზილიაში ”უცოდველი ფეისბუქი” ამოქმედდა
08 ივლისი, 2015
1314
print

გიგა გურასაშვილი

ბრაზილიაში ევანგელ ქრისტიანთა ჯგუფმა სოციალური ქსელი აამოქმედა. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მის მომხმარებლებს გინება და ეროტიკული შინააარსის თემატიკის გაჟღერება ეკრძალებათ.

სოციალური ქსელის ”ფეისგლორიას” (Facegloria) შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ქსელში გასვლისთანავე (ივნისიდან) მათი რიგებში 100 ათასი წევრი გაერთიანდა.

მაგალითად, ამავე გვერდზე იკრძალება 600 სიტყვის გამოყენება, ხოლო ”მოწონების” (ლაიქი”) ნაცვლად გამოიყენებენ ღილაკს ”ამინ”.

ბრაზიულიური ”ფეისგლორია”, ჯერჯერობით, მხოლოდ პორტუგალიურ ენაზე მუშაობს, მომავალში კი სოციალური ქსელის სხვა ენებით გამდიდრებას აპირებენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიას მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია ქრისტიან კათოლიკეთა რაოდენობით, ხოლო სახელმწიფოს ოფიციალური გვერდის ცნობით, მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტს არ სწამს ღმერთისა თუ ამა თუ იმ ფორმით სხვა ზებუნებრივი არსებისა (ბრაზილიაში 127 მილიონი კათოლიკეა, რაც მსოფლიოში კათოლიკეთა რაოდენობის 11,7 პროცენტს შეადგენს).

”ფეისბუქი” გაჯერებულია ძალადობითა და პორნოგრაფიით, ამიტომაც ისეთი სოციალური ქსელის შექმნაზე დავფიქრდით, სადაც ღმერთზე, სიყვარულზე საუბარს და მისი სიტყვის გავრცელებას შევძლებდით ”, - სააგენტო ”ფრანსპრესთან” საუბარში აცხადებს ”ფეისგლორიას” ვებ-დიზაინერი ატილა ბაროში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიურ სოციალურ ქსელში გეი-თემატიკის თემის გავრცელებაც იკრძალება.

ქრისტიანული ქსელის გახსნის იდეა ბაროშს და ვებ-გვერდის სამ სხვა თანადამფუძნებელს ფერას დე ვასკონსელოს (სან პაულუს გარეუბანი) მერიაში მუშაობისას მოუვიდათ.

”ჩვენი ქსელი გლობალურია. Facegloria-ს დომენი ვიყიდეთ ინგლისურ და ყველა სხვა შესაძლო ენებზე. გვინდა, აქ და ყველგან მეტოქეობა გავუწიოთ ”ტვიტერს” და ”ფეისბუქს”, - აცხადებს ფერას დე ვასკონსელოს მერი ასირ დოშ სანტოში, რომელმაც 16 ათასი დოლარი უშუალოდ დააბანდა წამოწყებაში.

აქვე ავნიშნოთ, რომ 2013 წლიდან მსგავსი ქსელით სახელად ”უმალენდი” (Ummaland)  მუსულმანებიც სარგებლობენ (”მასში შესვლა ”ფეისბუქის ანგარიშითაც შეიძლება. გ.გ). მისი შემქმნელების მონაცემებით, მას დაახლოებით 329 ათასი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, აღნიშნულ გვერდს მოიცავს ქალებისთვის ”პრივატულობის გაფართოებული ხელსაწყოები” და ყოველდღიური ციტატები ყურანიდან.

”ისლამურ ღირებულებებზე დაყრდნობით ვქმნით ”უმალენდს”, სადაც ადგილი არ აქვს ჭორაობას, ტრაბახს, ბოროტსიტყვაობას, არამედ ისეთ გზავნილს, რომელიც ღირებულია”, - 2013 წელს პროექტის გაშვებისას TwoCircles.net-თან ინტერვიუში აცხადებდნენ მუსულმანური სოციალური ქსელის თანადამფუძნებლები მარუფ იუსუპოვი და ჯამოლიდინ დალიევი.

და ბოლოს, ”ფეისგლორიას” სახელწოდებით აშკარად უკმაყოფილოა ”ფეისბუქი”. UOL News Brasil ცნობით, სოციალური ქსელის გიგანტმა ”ფეისგლორიას” საჩივრის წერილით მიუმართავს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს