ალექსანდრე მაქუინის ველური სილამაზე
06 ივლისი, 2015
4371
print

„ლონდონი ის ქალაქია, სადაც მე აღმოვცენდი, სადაც ჩემი გულია და საიდანაც ინსპირაციას ვიღებ“, - ეს სიტყვები ალექსანდრე მაქუინმა 2000 წელს, კერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ და მსოფლიოსთვის მეტ-ნაკლებად ცნობილმა დიზაინერმა თქვა. ზუსტად ათი წლის შემდეგ ის ლეგენდად იქცა, როდესაც ღრმა დეპრესიის ტყვეობაში მყოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა მისი ლეგენდობა მხოლოდ ამ ტრაგიკულ ფაქტს არ გამოუწვევია - ალექსანდრე მაქუინი დღემდე თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, თვითმყოფადი და მოკაშკაშე ვარსკვლავია. სწორედ ამითაა განპირობებული ის ინტერესი, რომელიც მისი კოლექციების გამოფენის Savage Beauty-ს მიმართ უკვე წლებია არსებობს. ამჟამად ლონდონში მიმდინარე გამოფენის ორგანიზატორებმა კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს.

კოლექციები ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია გამოფენილი. გამოფენა მიმდინარე წლის წლის მარტში დაიწყოა და 2 აგვისტოს დასრულდება. ასეთი ხანგრძლივი საექსპოზიციო დროის მიუხედავად, მუზეუმი დამთვალიერებლებს ვერ იტევს, ტურისტული სეზონის გაძლიერების პარალელურად კი მათი რაოდენობა სულ უფრო იმატებს. სწორედ ამიტომ მუზეუმის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივლისის უიქენდებზე საგამოფენო სივრცე 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

Savage Beauty პირველად 2011 წელს, დიზაინერის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ნიუ იორკის მეტროპოლიტან მუზეუმში გაიხსნა. გამოფენა ანა ვინტურის ტანსაცმლის ცენტრის, „ჟივანშისა“ და თავად ალექსანდრე მაქუინის მოდის სახლის მიერაა ორგანიზებული. გამოფენა მოიცავს არა მხოლოდ დიზაინერის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი კოლექციების საუკეთესო ნაწილს, არამედ მათთვისვე შექმნილ აქსესუარებსა და კერძო კოლექციებში არსებულ კოსტუმებსაც. ძალიან საინტერესოა გამოფენის პირველი ნაწილი, რომელიც მაქუინის შემოქმედების ადრეულ ხანას, 90-იან წლებში შექმნილ კოსტუმებს მოიცავს. ზოგადად მთელი გამოფენა ისეა შედგენილი, რომ დამთვალიერებელს დიზაინერის მიერ გავლილი გზის საუკეთესოდ წარმოდგენა და შეფასება შეძლოს.

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...