თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
02 ივლისი, 2015
4325
print

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ფარმაციის ფაკულტეტზე: 

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი- 10 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია  

 პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

 ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური  ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე; თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ აკადემიური თანამდებობის მაძიებლის ანკეტა (CV- შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით);

2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის(დიპლომი) ასლი;

3. შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;

4. გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომათა სია (ბოლო 10 წლის განმავლობაში);

5. პირადობის მოწმობის ასლი;

6. 2 ფოტოსურათი;

 კონკურსი ცხადდება 2 ივლისს;

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით (ყოველდღე გარდა კვირისა -  10.00 სთ. 17.00სთ.);

საბუთების გადარჩევის ეტაპი - 17-18 აგვისტო;

წინასწარი შედეგების გამოცხადება 19 აგვისტო;

სააპელაციო განცხადებების მიღება 20-22 აგვისტო;

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 25 აგვისტო;

საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი თბილისი, 0179, სვანიძის 8

ტელ +995 032 2293492

      595 74 40 14

      599 18 85 75

E-mail: medicina@hippocrates.edu.ge   natalia.garuchava@gmail.com

www. hippocrates.edu.ge  

სხვა სიახლეები
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო
17 მაისი, 2013 ამერიკული განათლების ხარისხი უკვე საქართველოშია